კირ სტარმერი - დროა, გავერთიანდეთ მშვიდობის ახალი გეგმის გარშემო, ევროპამ უნდა იტვირთოს მძიმე ტვირთი, ჩვენ ვეთანხმებით ტრამპს მდგრადი მშვიდობის გადაუდებელ საჭიროებაზე, ერთად უნდა შევასრულოთ ეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა წარმოადგინა ოთხი ნაბიჯი, რომელზედაც ლიდერები ლონდონში სამიტის დროს შეთანხმდნენ.
სტარმერის თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად ნებისმიერი ახალი შეთანხმება უნდა იყოს გამყარებული სიძლიერით და ყველა ქვეყანამ მაქსიმალურად უნდა შეიტანოს წვლილი, ყველამ უნდა აიღოს საკუთარი პასუხისმგებლობა და გაზარდოს საკუთარი წილი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სამიტზე ლიდერები შეთანხმდნენ ოთხ მნიშვნელოვან ნაბიჯზე, ესენია: „ომის მიმდინარეობისას უკრაინაში სამხედრო დახმარების ნაკადის შენარჩუნება და რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება, ნებისმიერი ხანგრძლივი მშვიდობა უნდა უზრუნველყოფდეს უკრაინის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას, უკრაინა უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან, სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში, ევროპელი ლიდერები ეცდებიან, შეაკავონ რუსეთის მხრიდან უკრაინაში მომავალი შეჭრა. იქმნება „მსურველთა კოალიცია“ უკრაინის დასაცავად და ქვეყანაში მშვიდობის გარანტირებისთვის“.
სტარმერმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უკრაინას 1.6 მილიარდ ფუნტს გადასცემს 5 000-ზე მეტი რაკეტის შესაძენად. მისივე თქმით, ეს რაკეტები დამზადდება ბელფასტში, რაც სამუშაო ადგილებს შექმნის დიდ ბრიტანეთში. სტარმერის განმარტებით, მათი მიზანია უკრაინის დაყენება ძალიან ძლიერ პოზიციაში, რათა შეძლონ მოლაპარაკებების წარმოება ძლიერი პოზიციიდან.
„დღეს ჩვენ ვდგავართ ისტორიის გზაჯვარედინზე. ეს არ არის მომენტი მეტი საუბრისთვის – დროა, ვიმოქმედოთ და გავერთიანდეთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის ახალი გეგმის გარშემო. ევროპამ უნდა იტვირთოს მძიმე ტვირთი. არავის სურდა იმის ხილვა, რაც გასულ პარასკევს მოხდა, მაგრამ მე არ ვეთანხმები, რომ აშშ არასანდო მოკავშირეა. აშშ გაერთიანებული სამეფოს სანდო მოკავშირე იყო მრავალი ათწლეულის განმავლობაში და კვლავაც რჩება ასეთად“, – განაცხადა სტარმერმა.
ამასთან, მისივე თქმით, შეთანხმებას სჭირდება აშშ-ის მხარდაჭერა.
„მოდით, ნათლად ვთქვათ, ჩვენ ვეთანხმებით ტრამპს მდგრადი მშვიდობის გადაუდებელ საჭიროებაზე. ახლა ჩვენ ერთად უნდა შევასრულოთ ეს“, – განაცხადა სტარმერმა.
1740982120
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა
დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...
1740981935
მსოფლიომაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება
ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...
1740979239
ახალი ამბებიპარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ
პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ. განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით გაიმართება. პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია აშ...
1740978318
ახალი ამბებიგურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში, საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ყველა რთულ მონაკვეთზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო, მძიმე ტექნიკა ინტენსიურ რეჟიმში მუ...
1740948853
საზოგადოებასაქართველოში 3 მარტს დედის დღე აღინიშნება
საქართველოში 3 მარტს დედის დღეს აღნიშნავენ, ის ოფიციალურ დღესასწაულად ითვლება და სახელმწიფო დაწესებულებებისთვის დასვენების დღეა. 3 მარტს დედის დღის აღნიშვნის ინიციატივა, საქართველოს პირველ პრეზიდენტს...