VIDEO:ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა - შსს მუხიანში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, მუხიანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დაკავებულმა, 1984 წელს დაბადებული ე.ა.-მ 64 წლის კაცს ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი წაუკიდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 მარტს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა ნაცნობს - 1959 წელს დაბადებულ რ.მ.-ს, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერია უწყების განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებული სისატიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდაცვლილი კაცი ლიფტში გუშინ, 22 მარტს იპოვეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კაცს სხეულზე დაზიანებები ჰქონდა, გარდა ამისა, ლიფტში იყო ცეცხლის კვალი. 

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714294006

ახალი ამბები

თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, იმერეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო...

მსოფლიო

1714292450

სოციალური მედია

ქეთევან ხატიაშვილის პირველი შვილი 13 წლის გახდა - რა კადრებს აქვეყნებს ტანმოვარჯიშე

ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი და მისი მეუღლე - სპორტსმენი და პოლიტიკოსი დავით კაჭარავა ცოტა ხნის წინ, ვაჟის მშობლები გახდნენ, ბიჭუნას ილია დაარქვეს. ქეთევანს პირველი ქორწინებიდან გოგონა...

ქეთი ხატიაშვილი

1714291616

სოციალური მედია

კომპანია „ფერი“ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ფერისა” და მასთან აფილირებული კომპანიების სახელით, გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო კვირებისა და დღეების განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, - აღნიშნულის შესახებ კომპანია „ფერის“...

ზოგადი

1714289486

სოციალური მედია

ნეკა დოროყაშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს - „ძალიან დახვეწილი ხარ“

მოდელი და ინფლუენსერი ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში  საკმაოდ აქტიურია. ამჯერად ნეკა „ინსტაგრამზე“ ახალ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც შავ კაბაში პოზირებს.  „ულამაზესი, ცეცხლოვანი“ „საოცრად გამოიყურება“ „...

ააა

1714285680

ახალი ამბები

რუსთველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

რუსთაველის გამზირზე 29 აპრილს დაგეგმილი სახალხო შეკრების გამო, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორ...

აქცია