ემიგრანტის ოცნება: “ერთი დღით ყველა ემიგრანტმა ჩაიცვას მაისური წარწერით - “რუსეთი ოკუპანტია!”

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ირმა მაისურაძე, საკუთარი ოცნების შესახებ წერს, ოცნების რომელიც სამშობლოს უკავშირდება და მიუხედავად ყოველდღიური პერსონალური, თუ გლობალური პრობლემებისა, მაინც თითოეული ქართველის მოუშუშებელ ჭრილობად რჩება...
ირმა მაისურაძე: "დიდი ხანია ერთი ოცნება მაქვს. თუ არ ვცდები ადრეც დავწერე ამ ოცნების შესახებ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა დავწერო, რადგან ხშირად, რეალურად წარმოვიდგენ ხოლმე ამ ოცნებას და გული სიამაყით მევსება, რომ ყველა ემიგრანტს ჩვენი ქვეყნის ტკივილი გვტკივა. მაგრამ მერე... როცა რეალობას ვუბრუნდები ... ვხვდები, რომ ძალიან ბრძოლის უუნარობა გვჭირს და პროტესტის გრძნობაც გვეკარგება....
ჩემი ოცნება კი ასეთია - მთელი იტალიის ტერიტორიაზე გაფანტულმა ქართველებმა, მხოლოდ ერთი დღით, მაგალითად რომელიმე კვირა დღეს, სახლიდან გამოსულებმა თეთრი მაისურები ჩავიცვათ სამ ენოვანი - იტალიური, ინგლისური, რუსული წარწერით: "რუსეთი ოკუპანტია" და ამ მაისურებით ვიაროთ მთელი დღით ყველგან, საყიდლებზე, ჩვენს საქმეებზე, ბაღებში თუ ყავის დასალევად ბარებში, ვისეირნოთ ქუჩებში, ასე, ყოველგვარი შეკრებისა და ხმაურის გარეშე.
მხოლოდ ერთი დღით, ყველამ ერთად გამოვხატოთ უხმაურო პროტესტი."
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 ქართული შობა ფლორენციაში - რეპორტაჟი წმინდა ნინოს სახელობის ტაძრიდან
1742055662
ახალი ამბებისაგანგებო: წალენჯიხაში ცეცხლი ეკალბარდებს უკიდია, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი რამდენიმე ლოკაციაზე გაჩნდა, ცეცხლი ეკალბარდებს უკიდია. „გაჩენილი ხანძრის შე...
1742054800
სპორტიძიუდოისტი დავით გოდერძიშვილი რიგის ევროპის თასის ბრინჯაოსმედალოსანია
ძიუდოისტი დავით გოდერძიშვილი რიგის ევროპის თასის ბრინჯაოსმედალოსანია. მან -73 კგ კატეგორიის ბრინჯაოს ფინალში ყაზახი დარხან კაირულაული იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
1742053359
სპორტიმორიგი ტრიუმფი - ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის ოქროს მედალოსანია
პარა ფარიკაობაში, იტალიაში, ქალაქ პიზაში მიმდინარე 2025 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი ავრცელებ...
1742052298
საზოგადოებაბათუმში მოტოციკლი ქვეითს შეეჯახა - დაიღუპა 2 ადამიანი
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოტოციკლი ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა. ამავე ცნობით, მოტოციკლის მძღოლი და ქვეითად მოსიარულე ადგილზევე დაიღუპნენ. შემთხ...
1742048882
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ნორმალიზების პროცესი დაწყებულია აშშ-რუსეთს შორის, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე მიდის მუშაობა, სავარაუდოდ, იგივე იქნება ევროპის შემთხვევაშიც
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი, ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ დასავლეთს შეუძლია რუსეთთან ურ...