ქართველი ემიგრანტი კოვიდკლინიკიდან: "მინდა ისევ ისეთი ფერადი ვიყო, როგორიც კოვიდამდე ვიყავი"

ემიგრაციაში ალბათ ძალიან ცოტას შევხვედრივარ ისეთ სიცოცხლით სავსე და საოცრად ფერად ქალბატონს, როგორიც მარია (ციცინო) გასვიანია და წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, როდესაც მომწერა, რომ კოვიდის დიაგნოზით მეათე დღეა კარპის საავადმყოფოში წევს და ის ფოტო გამომიგზავნა, რომელსაც თავადაც ხედავთ. მაშინვე დავურეკე... "ნინა, მინდა ისევ ისეთი ფერადი ვიყო, როგორიც ვიყავი" - მითხრა საუბრისას და მე ვუპასუხე, რომ ის იმდენად ძლიერი და პოზიტიური ადამიანია და ისეთი პროფესიონალების ხელშია, რომ აუცილებლად ისევ ისეთი და უფრო ფერადი და ხალისიანი იქნება, როგორიც კოვიდამდე იყო.

მარია იტალიაში წლების წინ ჩამოვიდა, თავდაპირველად ბარში იმყოფებოდა, საიდანაც 2008 წლის აგვისტოში ემილია-რომანიაში, კარპიში გადავიდა. ბევრი წლის შემდეგ, იტალიას თავის მეორე სამშობლოდ თვლის და უფალს მადლობას სწირავს, რომ სწორედ იტალიაში მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ათი დღეა მჯდომარე მდგომარეობაში სძინავს სასუნთქი ჩაფხუტის გამო და საუბარიც უჭირს, მაინც ეცადა მადლობა გადაეხადა ყველა იმ იტალიელისთვის და იმ ადამიანისთვის ვინც მანამდეც და ახლაც მის გვერდით არიან და ყოველ წუთს მზად არიან დახმარების გასაწევად.

მარია (ციცინო) გასვიანი: "ამ ცხოვრებაში ყველაფერს უნდა ელოდო! მოხდა ისე, რომ კორონავირუსი შემხვდა. მადლობა უფალს, რომ ქრისტინა ანდრეოლისნაირი ექიმი შემხვდა, ოჯახის ექიმის სახით. სანამ საავადმყოფოში მომიყვანდნენ, მან მომხედა. ვირუსი 22 დღის წინ დამიდგინდა. კლინიკაში ძალიან მძიმე მდგომარეობით შემომიყვანეს, უკვე მეათე დღეა აქ ვარ. ჩემ გვერდით იმყოფება ჩემი მეგობარი ქართველი, ერთ პალატაში ვწევართ.

არ ვიცი როგორ გამოვხატო მადლიერება იმის გამო, რაც ჩემს თავს ხდება. მოვხვდი საავადმყოფოში, მაგრამ მარტოობა არ მიგრძნია. ასეთი საოცარი მოვლა, ყურადღება, არ ვიცი... ყველა გვეფერება, ყველა გვამხნევებს. ყოველ დილით გვეკითხებიან როგორ ჩაიარა ღამემ, ხომ არაფერი გვჭირდება... საოცარი ექიმები და ექთნები არიან. არ შემიძლია უდიდესი მადლობა არ გადავუხადო თითოეულ სამედიცინო პერსონალს, რომლებიც ჩვენ გამო დღე და ღამე თავდაუზოგავად შრომობენ. ისე მინდა თითოეულის სახე ნიღბების და სამედიცინო აღჭურვილობის გარეშე დავინახო და ყველას სათითაოდ მადლობა გადავუხადო. მინდა ეს ახალი წელი ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს მათთვის, იტალიისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. მინდა თითოეულს დავულოცო ოჯახი, ვინც ჩემი და ჩვენი ჯანმრთელობისთვის ათენებს და აღამებს საავადმყოფოში.

ძალიან დიდი სამეგობრო წრე მყავს იტალიელების, საოცარი გვერდით დგომა იციან. ბევრი გაჭირვება გამოვიარე, რამდენიმე ოპერაცია მაქვს გადატანილი. ეს ადამიანები ყოველთვის ჩემს გვერდით იყვნენ, არასოდეს დავუტოვებივარ. მინდა თქვენი საშუალებით გამოვხატო მადლიერება მათ მიმართ. მადლობა ჩემო იტალიელებო, მადლობა, რომ საშუალება მომეცით, თქვენს ქვეყანაში თავი ისე მეგრძნო, როგორც ამ ქვეყნის შვილი.

და რა თქმა უნდა, მინდა მადლობა გადავუხადო და შობა-ახალი წელიწადი მივულოცო ყველას, იმ ქართველებს, რომლებიც ასე მიდგანან მხარში. ყოველ წუთს მწერენ და მირეკავენ ხომ არაფერი მჭირდება. მადლობა ჩემს ქართველებს, რომლებმაც ერთი წუთითაც არ დამტოვეს. მადლობა ჩემს მოძღვარს მამა გაბრიელ ღურწკაიას. ექიმები მეუბნებიან, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის, ყველაფერი კარგად იქნება, გკოცნით და გეფერებით ყველას, იჯანმრთელეთ."

ნინა მამუკაძე

იტალია, ფლორენცია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736961451

საზოგადოება

პრემიერი: გახარიამ წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა, ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენა, მაგრამ როცა ხარ ჯაშუში და როცა ხარ ნაცი, გეკისრება თმენის ვალდებულება

ხშირად საუბრობენ პოლიტიკოსებთან მიმართებით თმენის ვალდებულებაზე, არ ვიცი ეს როგორ არის პოლიტიკოსებთან მიმართებით, ჩემი შეხედულება მაქვს ამაზე, მაგრამ როცა ხარ ნაცი და როცა ხარ ჯაშუში, იქ ნამდვილად გაქ...

ირაკლი კობახიძე

1736959813

ახალი ამბები

კახა კალაძემ სამტრედიაში მცხოვრებ ადეიშვილების ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა

ტრადიცია გრძელდება - ძველით ახალი წელი თბილისის მერმა კახა კალაძემ მშობლიურ სამტრედიას საზეიმო კონცერტით მიულოცა და სამტრედიაში მცხოვრებ ადეიშვილების ოჯახს საჩუქრად საცხოვრებელი სახლი გადასცა. მარტოხე...

კახა კალაძე

1736958581

ახალი ამბები

ეს არის ოპოზიციის მორიგი უსუსური „პერფორმანსი“, რასაც, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არა აქვს - ირაკლი კობახიძე გაფიცვის კამპანიაზე

„ეს არის რადიკალური ოპოზიციის მორიგი უსუსური პერფორმანსი, რასაც, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არა აქვს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართული გაფიცვის კამპანიაზე საუბრისას...

ირაკლი კობახიძე

1736957008

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: გახარია უნდა დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია

„ჩამოვყალიბდეთ, ვინ ვის დაესხა თავს. იყო სიტყვიერი კამათი და არსებობს კადრი, რომლის მიხედვითაც, გახარიამ დიმიტრი სამხარაძეს სახეში ჭიქა ჩაარტყა. დიმიტრი სამხარაძის რეაქცია საპასუხო იყო, თუ არ იყო? თუ...

პოლიტიკოსი მამუკა მდინარაძე

1736954634

მსოფლიო

ისრაელის მთავრობა მოელის, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება უახლოეს დღეებში გამოცხადდება - CNN

ისრაელის მთავრობა მოელის, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN წყაროებზე დაყრდნობით ავრც...

კომფლიქტი