„ქმარს არ უყვარს ეგ მშვენიერი ქალი და ასეთებს ყოველთვის ყველაფერს ვპატიობო“ - დინა მირცხულავა
„პატარა ვიყავი ჩვენს სოფელში რომ რუსი მკერავი გამოჩნდა.“ - ასე იწყება, მწერლის, ამჟამად საფრანგეთში მცხოვრები დინა მირცხულავას ნოველა, რომელიც მკითხველს დააინტერესებს.
„ულამაზესი ქალი ღია ფერის თვალებით.
რუსული ენის დავალებები რომ გამიჭირდებოდა, მის სამკერვალოში მივრბოდი.
გაკვეთილებიდან მობრუნებულმა რუსული ბოლოსთვის მოვიტოვე და სამკერვალოსკენ გავემართე.
ათი წუთის მისული ვიქნებოდი, ქალი მოუვარდა მკერავს, თვლებიდან ცეცხლი სცვიოდა, მეგონა, ცოტაც დაახრჩობდა.
ნაკერის აცდენას თუ არასწორ მკლავზე იყო უკმაყოფილო.
კრინტი არ გაუღია მკერავს.
ბოდიში მოუხადა, გამოვასწორებო - უთხრა და გაუშვა.
პირდაღებული დავრჩი.
- ეს ყვირილი და ლანძღვა რა წესია - მეთქი. სვათაშორისად ვთქვი.
- ეპატიებაო, - მითხრა და საკერავ მანქანას მიუჯდა.
- ქმარს არ უყვარს ეგ მშვენიერი ქალი და ასეთებს ყოველთვის ყველაფერს ვპატიობო.
მას შემდეგ, აგერ უკვე თვრამეტი წელი გავიდა ლამის და სულ მახსოვს, რომ ცოდონი არიან ქალები, რომლებიც ქმრებს არ უყვართ.
და არასოდეს არაფერი არ უნდა მეტკინოს მათგან.
შეიძლება, ასობით წიგნი გქონდეს წაკითხული, მაგრამ ცხოვრების რომელიღაც მოსახვევსა თუ ორღობეში შემოგხვდეს ადამიანი და იმ ას წიგნში ამოკითხული ერთი წინადადებით გითხრას ან საერთოდ, რომ არ ეწერა იმ ას წიგნში, ისეთი გითხრას.“ - წერს დინა მირცხულავა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔴 „მე ბედნიერი ქალი ვიყავი ამ კედლებს მიღმა და არავის უნდა გაეგო საწინააღმდეგო“ - დინა მირცხულავა
1736093941
ჰოროსკოპი„საპატრიარქო ცვლილებები, გარდაცვალება რომელიც არეულობას და გლოვას ერთად მოიტანს“ - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს ხოლმე. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთა...
1736087920
ახალი ამბებიოკუპირებულ აფხაზეთში 6 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო 6 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. როგორც აფხაზური მედია იტყობინება, „განკარგულებას“ უკვე მოაწერა ხელი ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულე...
1736087661
სოციალური მედიანიკა ქაცარიძის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა - რას წერს მსახიობის მეუღლე
2022 წლის, 5 იანვრის დილას, რუსთაველის თეატრის მსახიობი, 43 წლის ნიკა ქაცარიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. ეს ყველასთვის შოკის მომგვრელი ამბავი იყო. მას 2 შვილი დარჩა. ყველასათვის საყვარელი მსახიობის გა...
1736085243
საზოგადოებარუსეთის 2 მოქალაქეს ზუგდიდი-მესტიის გზაზე თავს დაესხნენ
ყაჩაღობა ზუგდიდი-მესტიის გზაზე რუსი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს. ადგილზე დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. პოლიცია ორ ახალგაზრდას ეძებს, რომელთაც ბრალად უცხოელ მოქალაქეებზე თავდასხმა ედებათ. სოფელ ნაკრას ასა...
1736083147
ახალი ამბებისახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარ ტრაგედიაზე: ვიზიარებთ ამ უმძიმესი დანაკარგის განუზომელ ტკივილსა და უდიდეს ტრაგედიას
სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც საცხოვრებელ სახლში გაჩენილმა ხანძარმა ხუთი...