„მე ბედნიერი ქალი ვიყავი ამ კედლებს მიღმა და არავის უნდა გაეგო საწინააღმდეგო“ - დინა მირცხულავა

მწერალი, დინა მირცხულავა, სოციალურ ქსელში მორიგ ნოველას ავრცელებს, რომელსაც მკითხველს უცვლელად ვთავაზობთ.

„ნესტიანი ოთახის კარს გამოვიხურავდი და ყველგან ბედნიერ ქალს მელოდებოდნენ, გაჩერებასა თუ პურის რიგში, მეგობრებთან თუ მშობლების სახლში...
ქალს რომ არაფერს აკლებენ - იმისთანა კაცთან ვცხოვრობდი და მაინც სამი ღერი გვირილის დარდი მკლავდა.
მკვლელობა ჩაიდინა გუშინ ჩვენს საძინებელში - ჩარჩო შემოხსნა ხმელ ყვავილებს, თითებში დაფშვნა თუთუნივით და ონკანის ჭავლს გააყოლა.
ვიტირე. გიჟდება ამაზე. ვიცოდი და იმიტომ ვიტირე.
კარები გაიჯახუნა.
მალევე მივყევი და მშობლების სახლს მივადექი.
მოხუცები არიან, ეკონომიკურადაც ძალიან უჭირთ და ჩემი მისვლა ყოველთვის რამდენიმედღიანი კეთილდღეობის გარანტიაა...
მე ისეთი ქმარი მყავს - მათთვის, დეიდებისთვის, ბიძებისთვის, ბიცოლებისთვის, მამიდებისთვის, მეზობლებისა და მაღაზიის გამყიდველისათვის, რომ რას გაგვიჭირვებს...

დაბრუნებულს საწოლში დამხვდა და სუსტად სუნთქავდა...
ფეხებიდან შევუძვერი და გულზე ავაბობღდი... მტკივაო, მითხრა, ხელი გადავუსვი და გლუვმა კანმა შემაშინა, მაშინვე წამოვხტი...
სვირინგი ჰქონდა - რვა ქიმიანი ვარსკვლავი - რამდენიმე საათის წინ ამოტვიფრული.
-რა არის-თქო ეს ?!
- ჩემი რელიგიაა... ნუ სლუკუნებ, გთხოვ, ჩემთან მოდი, ნუ გეშინია, ახლოს მოდი... რვა მცნებას ვიცავ, რვას - ორივე ხელი გაშალა და რვა თითი დაიტოვა - ორს ვარღვევ - „არა კაც - ჰკლა“ და „არა იპარო“...
ღვარღვარება გამდიოდა, უხმოდ ოღონდ, გმინვის გარეშე...

მე ბედნიერი ქალი ვიყავი ამ კედლებს მიღმა და არავის უნდა გაეგო საწინააღმდეგო.
იტყუებოდა, არანაირი რელიგია არ გააჩნდა... ყველა მცნების დამრღვევი იყო...და ყველაფრის თვითმხილველი ვიყავი მე - გვირილების ამბიდან დაწყებული საკუთარი თავის გაკერპებამდე...
მაღმერთებდა თვითონ და იმავეს მოითხოვდა ჩემგანაც...
დგებოდა დღეები, როცა მთელ დუნიას მინდოდა გაეგო, რომ უბედური ვიყავი, გაჩერებაზე დაძონძილი ტანსაცმლით დავმდგარვიყავი, მშობლების სახლს ხელცარიელი მივდგომოდი და მაღაზიის გამყიდველი პირღია დამეტოვებინა...
საბოლოოდ მომეხურა იმ სახლის კარები, სადაც გვირილები მომიკლეს და იმ „რვაქიმიანი“ კაცისაგან შორს ვყოფილიყავი...
მაგრამ დეიდებისთვის, ბიძებისთვის, ბიცოლებისთვის, მამიდებისთვის, მეზობლებისა და მაღაზიის გამყიდველისათვის, მე ბედნიერი ვიყავი და მოხუცი მშობლების ხვალინდელი დღის გარანტი იყო ეგ ბედნიერება...“ - წერს დინა მირცხულავა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ერთმა ბრძენმა კაცმა მირჩია, ისე ისწავლე ფრანგული, რომ მაგ ენაზე წერო, ჩვენთვის ნუღარ დაწერო

🔴 "დაღლილ გადაქანცული მივაცილე სასტუმრომდე, ჩემი ყურით გავიგე კიბეებზე ასული, როგორ სლუკუნებდა - ჩემი ძალად პოპულარული კარგის ტ@@@ი მო@@@ნო" - რა ისტორიას იხსენებს დინა მირცხულავა

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736195255

ახალი ამბები

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს

 მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი, მათ შორის საქართველო დღეს, 7 იანვარსქრისტესშობის დღესასწაულს აღნიშნავს.   სახარების მიხედვით, იესო ბეთლემში, ნათლით გაბრწყინებულ გამოქვაბულში იშვა, სადაც უამინდობისას...

ააა

1736191427

ახალი ამბები

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ მიეწოდება - როდის აღდგება წყალმომარაგება

 GWP-ის ინფორმაციით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ მიეწოდება. კომპანია წყალმომარაგების აღდგენის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს. "ნაძალადევი,ქვიშხეთის ქ.N 35-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანე...

წყალი შეწყდება

1736186698

ახალი ამბები

ლოცვა, რომელიც შობის ღამეს ფანჯარაზე ანთებულ სანთელთან უნდა წაიკითხოთ

ქრისტეს შობას საზოგადოების უმეტესობა ტაძრებში ღამისთევით ეგებება, ნაწილი კი - სახლებში ფანჯრებთან ანთებული სანთლებით. სასულიერო პირებისგან ვიცით, რომ ფანჯრის კონკრეტულ მდებარეობას არსებითი მნიშვნელობა...

ზოგადი

1736184036

ახალი ამბები

„2025 წელს ევროპაში გასამართი არჩევნები დიდ პოლიტიკურ ძვრებს გვპირდება“ - დავით ჩიხელიძე

 ექსპერტი დავით ჩიხელიძე 2025 წელს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ არჩევნებს ეხმაურება და ამბობს, რომ ამ არჩევნებმა შესაძლოა, ევროპისა და ევროკავშირის მომავალი შეცვალოს. „2025 წელს ევროპაში გასა...

დავით ჩიხლახე

1736180472

ახალი ამბები

„ცხედარი მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ...“ - შსს-მ მესტიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა

პოლიციამ მესტიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულებს 16 დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ...

შემთხვევები