რამდენიმე დღის წინ შეტყობინება მივიღე, ემიგრანტი ქალბატონი შველას ითხოვდა - „ჩემი მეგობარი სიფრთხეშია, უშველეთ“

რამდენიმე დღის წინ შეტყობინება მივიღე, ემიგრანტი ქალბატონი შველას ითხოვდა.
„ქალბატონო ხათუნა, ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება, ჩემი მეგობარი (სახელს და გვარს შეგნებულად არ ვწერთ) არის საფრთხეში და სჭირდება ჩვენი დახმარება. სამი წელია იტალიაშია, ნაპოლში მუშაობს, დამსაქმებელი ოჯახი უწყობს რაღაცას და ეშინია. დაუბლოკა ტელეფონი. გთხოვთ ჩემი წერილი გააზიარეთ სოციალურ ქსელში.“ - ეწერა შეტყობინებაში. წერილის თან ახლდა მისამართი.
მსგავსი შეტყობინება პირველი არ გახლავთ, რადგან ემიგრაციაში ხშირია ფაქტები, როცა დამსაქმებელი ოჯახის მხრიდან, დასაქმებული პირის მიმართ ხშირია სხვა და სხვა სახის საფრთხის შემცველი ქმედებები, ტრეფიკინგი, მონური მოპყრობა, შრომის ანაზღაურების დაკავება, შეურაცხყოფა და მათ შორის სიცოცხლის მოსპობის მუქარაც. პირველი, რაც მოვიმოქმედე, შეტყობინების ავტორთან დავრეკე, მსურდა მის შესახებ მეტი ინფორმაცია შემეგროვებინა, რათა დახმარების გაწევის მეტი შანსი და შესაძლებლობა მქონოდა.
შეტყობინების ავტორი, თავად ის პირი აღმოჩნდა, ვინც თვლიდა, რომ დამსაქმებელი ოჯახისგან, მის სიცოცხლის საფრთხე ემუქრებოდა. მივხვდი, რომ საქმე ჩვეულებრივ მოვლენასთან არ მქონდა. როცა, მის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოწოდება ვთხოვე, გაღიზიანდა, ტელეფონი გამითიშა და მორიგი შეტყობინება გამომიგზავნა. - „მომატყუე, ყველგან აკონტროლებთ, თავს მოვიკლავ, ჩემი სახელი და გვარი იმიტომ გინდოდათ, რომ ბილეთი ვერ ამეღო... რა გინდათ მითხარით... მაინც ვიცოდე, მე ცოცხალი არ გავალ აქედან... (და თვითმკვლელობის ვერსია მომწერა) “ - და ჩემთან კონტაქტი შეწყვიტა.
თავს აღარ შეგაწყენთ, შემდეგ განვითარებული მოვლენებით, პირდაპირ გეტყვით, რომ ამ დროისთვის ქალბატონი უკვე სამშობლოშია, საკუთარ ოჯახთან და უსაფრთხოდ.
ხსენებული ქალბატონის დახმარების მცდელობის პროცესში, ორიოდ კვირის წინ მომხდარი ამბავი გამახსენდა, ემიგრანტმა ქალმა, რომელმაც ჩაკეტილ სივრცეში, საკუთარ დარდთან და მოხუცებთან ერთად ცხოვრებას ვერ გაუძლო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ ფაქტს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ემიგრანტებმა წერილების გავრცელება დაიწყო, ერთმანეთს მოუწოდებდნენ გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფებს ერთმანეთის იმედი ჰქონოდათ და ერთად გამკლავებოდნენ სირთულეებს.
ფაქტი, ფაქტად რჩება - ემიგრანტები უსისტემო მმართველობის, ბიუროკრატიულ და ურთიერთგამომრიცხავ კანონთა გამო ერთმანეთის ანაბარა ვრჩებით, ერთმანეთის სინდისსა და დახმარების სურვილის ქონის ხარჯზე.
ჩემს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ნაპოლში, რეგიონის დამახასიათებელი სირთულეების გამო ხშირია მსგავსი ფაქტები, როცა ემიგრანტები სულიერად ავადდებიან და გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
აქვე მადლობას ვუხდი იმ ემიგრანტებს, რომლებმაც ჩემს შეტყობინებას დროულად უპასუხეს და თანამემამულის დახმარების დაუყოვნებელი მზაობა გამოხატეს. განსაკუთრებული მადლობა ქალაქ ბარიში მყოფ ემიგრანტს, ქალბატონ ირმა მაისურაძეს, რომელმაც ემიგრანტისთვის წარმოუდგენელი ვერსიებით განახორციელა, საფრთხეში მყოფი ქალბატონის ლოკაციის მიგნება.
ხათუნა შარაძე. იტალია. პულია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 იტალიაში ქართველი ქალი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა
🔵 “ამ ქალაქში თავი არ მოიკლათ!“ - რა ისტორიებს იხსენებს ემიგრანტი ანა ბურდული
1741971621
მსოფლიოკანადის ახალი პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი გახდა
კანადას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. მარკ კარნიმ ფიცი დადო, რაც ნიშნავს, რომ მან ოფიციალურად ჩაანაცვლა თანამდებობაზე ჯასტინ ტრიუდო. კარნიმ ფიცი, ტრადიციულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო. ფიცის და...
1741969756
მსოფლიოუკრაინის პრემიერი: უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას. „რაც შეეხება ტერიტორიულ დათმობებს, არის უკრაინის პრეზიდენტის [ვოლოდიმირ ზელენსკის] პოზიცია, რ...
1741968663
საზოგადოებამარიამ ლაშხი: ვამაყობ, რომ წარმოვადგენ საქართველოს პარლამენტს გაეროში ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი, გაეროში გამართულ ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“, სიტყვით გამოვ...
1741967694
საზოგადოებაფსიქიატრი: კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელია, ძალიან დიდი კამპანია დაიწყოს და ჩაერთოს ბევრი სპეციალისტი. შედეგები ნამდვილად სავალალოა. კანაფის მოხმარების შემდეგ მხოლოდ შიზოფრენიის დიაგნოზი 10%-ით არის გაზრდილი
წამლები, რომლებსაც ადამიანები ფსიქოტროპულს ეძახიან, მათი მოხმარება არის გაუკუღმართებული. ამის სავალალო შედეგებს ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფსიქიატრმა, ნინო მენაღარიშვილმა...
1741965225
საზოგადოებაავარია ლანჩხუთში - დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი
ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარ...