ათენში, სამი მცირეწლოვანი ბავშვი თაგვებთან და ტარაკნებთან ერთად ცხოვრობს, დედა კი მათ მათხოვრობას აიძულებს

საბერძნეთში, სამი მცირეწლოვანი ბავშვის არაადამიანური ცხოვრების პირობების შესახებ, გავრცელებულმა ინფორმაციამ მთელი საბერძნეთი შოკში ჩააგდო. 

ათენში, პატისიონზე, აგიოს პანტელეიმონის ტერიტორიაზე, სამი მცირეწლოვანი ბავშვის შემაძრწუნებელი ცხოვრების პირობების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მამამ ბავშვების დედის და მისი მეგობარი კაცის წინააღმდეგ პოლიციაში საჩივარი შეიტანა.  

შოკის მომგვრელია ბავშვების მამის ნაამბობი, სადაც აღწერს იმ სურათს, რომელიც ნახა ბინაში, სადაც  მისი 30 წლის  ყოფილი მეუღლე შვილებთან და ახალ პარტნიორ კაცთან ერთად ცხოვრობდა.  მისი გადმოცემით კარების გაღებისთანავე დაინახა ორ "მიტყუპებულ" ლოგინზე მწოლიარე ბავშვები, რომელთაც ზევიდან ტარაკნები დასდიოდნენ. მისი გადმოცემით, სახლი, სადაც პატარა ბავშვები ცხოვრობდნენ ტარაკნებით იყო სავსე და თაგვები დადიოდნენ. მამა აღნიშნავს, რომ სურათი იმდენად საშინელი იყო, რომ მის დანახვაზე გული წაუვიდა. 

50 წლის მეზღვაურის განცხადებით, გემით მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ, აგიოს პანტელეიმონის ტერიტორიაზე მდებარე ბინაში  საკუთარი 2 შვილის(მესამე ბავშვი დედას სხვა ქორწინებიდან ჰყავს) სანახავად მივიდა, სადაც ნანახით შოკირებულმა ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტს სთხოვა დახმარება.  როგორც ის პოლიციისადმი მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავს, ყოფილმა ცოლმა და მისმა ახალმა პარტნიორმა კაცმა მას ბავშვების ნახვის უფლება არ მისცეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

ბავშვების მამა ასევე აღნიშნავს, რომ მას რამდენიმე ხნის წინ მეზობელი დაუკავშირდა, რომელმაც ამცნო რომ მისი შვილები სავალალო პირობებში, ტარაკნებთან და თაგვებთან ერთად ცხოვრობენ. მამა ამბობს რომ მეზობლის გადმოცემით დედას ბავშვები მონასტირაკზე ეკლესიის წინ სამათხოვროდ დაჰყავს და მათ ძირს დაყრილი საკვების ჭამას აიძულებს. 

საბერძნეთის პოლიციამ მამის საჩივრის საფუძველზე, წინასწარი გამოძიება ჩაატარა, რის შედეგადაც მამის მიერ მიცემული ყველა ჩვენება დადასტურდა. რის შედეგადაც, პროკურორის თანდასწრებით, პოლიცია ბინაში შევიდა და ბავშვების 30 წლის დედა  და მისი 54 წლის პარტნიორი დააკავა. 

რაც შეეხება სამ ბავშვს, რომელთაგან 30 წლის ქალს, 2( 2 და 3 წლის) 50 წლის მეზღვაურისგან ერთი (6 წლის) კი პირველი ქორწინებიდან ჰყავს, ისინი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგადი გამოკვლევების ჩასატარებლად "ბავშვთა საავადმყოფოში" გადაიყვანეს. რის შემდგომაც  მათ ბედს  არასრულწლოვანთა პროკურორი გადაწყვეტს.

ასევე საინტერესოა

🔵საბერძნეთის პოლიციამ 9 წლის ჯორჯინას საფლავიდან პლანშეტი ამოიღო - გარდაცვლილი სამი დის საქმის, ხმაურიანი გამოძიების ახალი დეტალები

🔵საბერძნეთის პოლიციამ, რუსეთის მხარდამჭერ ავტოკოლონაზე თავდასხმისთვის ორი ქართველი დააკავა

🔵"საბერძნეთი სთხოვს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გამოიძიოს მარიუპოლში ჩადენილი სამხედრო დანაშაულები"- საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745164477

მსოფლიო

აშშ-ში ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა

აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკის გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა. ამის შესახებ BBC იუწყება. მომიტინგეებმა სხვადასხვა საკითხზე უკმაყოფილება გამოხატე...

აქციები

1745160046

მსოფლიო

Politico: აშშ და ირანი შეთანხმდნენ, რომ „ექსპერტების დონეზე“ მოლაპარაკებებს მომავალ კვირას გააგრძელებენ

 ირანის ბირთვულ პროგრამაზე 19 აპრილს რომში გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მორიგი ორმხრივი შეხვედრა ექსპერტების დონეზე გამართონ. ამის...

აშშ და ირანი

1745153818

მსოფლიო

ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე მორწმუნეები აღდგომას ზეიმობენ, პაპმა ფრანცისკემ მათ დღესასწაული მიულოცა, ტრადიციული მიმართვა კი, პაპის ნაცვლად, ღვთისმსახურმა წაიკითხა

 კათოლიკური ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით მორწმუნეა შეკრებილი, თუმცა საზეიმო მესას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ უძღვება პაპი ფრანცის...

იტალია

1745152346

მსოფლიო

ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა

 ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრაციას „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა მოუწო...

ღაზაღაზა

1745148150

მსოფლიო

კიტ კელოგი: მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაემგზავრება

 აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაე...

კიტ კელოგი