კადრები ათენის აეროპორტიდან სადაც ასობით მგზავრს მოუწია ღამის გათენება (სურათები)

დიდთოვლობამ საბერძნეთში, არა მარტო გზებზე შექმნა პრობლემები, არამედ ხელი შეუშალა ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ფრენების განხორციელებასაც.
ასობით ადამიანი იძულებული გახდა ღამე აეროპორტის შენობაში გაეთენებინა, რადგან თოვლის გამო არ არსებობდა არანაირი საშუალება, რაც მათ დანიშნულების ადგილზე გადაყვანას უზრუნველყოფდა.
აეროპორტში ჩარჩენილი მგზავრების განცხადებით, გვიან ღამემდე არავინ დაინტერესებულა თუ რას შეჭამდნენ ან სად დაიძინებდნენ ისინი. აღსანიშნავია, რომ მათ შორის მრავლად იყვნენ ბავშვები და მოხუცებიც. რის შედეგადაც მგზავრების უმეტესობა იძულებული გახდა აეროპორტის სკამებზე ან იატაკზე დაეძინა.
კითხვაზე მიიღეს თუ არა მგზავრებმა, აეროპორტის ადმინისტრაციისგან რაიმე ინსტრუქციები იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ შექმნილ ვითარებაში ერთ-ერთი მგზავრი პასუხებს, რომ მხოლოდ აეროპორტის დინამიკებიდან გაისმა მითითებები პირბადის ტარების და საჭირო დისტანციის დაცვის შესახებ.
აეროპორტის წარმომადგენლის განცხადებით, 25 იანვარს ცუდი ამინდის გამო მინიმალურად შემცირებული იქნება ფრენები.
ზოგადად ქვეყანაში ვითარება ამ დრომდე რთულია, ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო სამსახურები თოვლის გამო გზებზე დარჩენილი ავტომობილების და მოქალაქეების დასახსნელად.
სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით სკოლა და ბაღები არც ხვალ გაიხსნება.
ასევე საინტერესოა
🔴საბერძნეთში, პოლიციელმა პატარა გოგონა კილომეტრები ზურგით, ქარბუქსა და თოვლში ატარა
🔴საბერძნეთში, თოვლის გამო ქუჩაში დარჩენილ მძღოლებს 2000 ევრო გადაეცემათ
1741254513
მსოფლიოირლანდიის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, საზღვარგარეთ მყოფი ირლანდიელი ოფიციალური პირების დასაცავად სპეცრაზმი გააგზავნოს
ირლანდიის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, საზღვარგარეთ მყოფი ირლანდიელი ოფიციალური პირების დასაცავად სპეცრაზმი გააგზავნოს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივ...
1741253103
მსოფლიოილონ მასკი - სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშვება, დიდი მასშტაბის თაღლითობის საშუალებას იძლევა, რომლის თვალყურის დევნება ძალიან რთულია
ილონ მასკი მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას მასშტაბურ თაღლითობას უკავშირებს. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშ...
1741252033
ახალი ამბებიშსს - გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებულია, 1977 წელს დაბადებ...
1741250527
ახალი ამბებისაქსტატი - 2024 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით, 62 მილიარდ ლარამდე გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესის სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით გაიზარდა და 62.0 მილიარდი ლარი შეად...
1741248563
მსოფლიოქალაქ არნემის ისტორიულ ცენტრში მასშტაბური ხანძარია
ნიდერლანდების ქალაქ არნემში, ისტორიული ცენტრის ერთ-ერთ შენობაში ღამით ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი მე-18 და მე-19 საუკუნეების ათობით სახლს მოედო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ხანძარი...