ხვალ საბერძნეთში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს და ხარებას ზეიმობენ

25 მარტი განსაკუთრებული თარიღია ბერძნულ კალენდარში, რადგან ის აერთიანებს ერთდროულად ორ დიდ დღესასწაულს - ხარებას და დამოუკიდებლობის დღეს. 

ამ ორ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს და ხარებას - ერთმანეთთან უფრო მჭიდრო კავშირი აქვს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. სიმბოლურია, რომ ეს თარიღი ბერძნებისთვის ერთ-ერთ მთავარ ეროვნულ დღესასწაულად იქცა.

1821 წელს, 25 მარტს, საბერძნეთის ქალაქ პატრას მიტროპოლიტმა გერმანოსმა, ოსმალეთის უღლის წინააღმდეგ  ეროვნული აჯანყების ბერძნული დროშა აკურთხა.

მას შემდეგ, საბერძნეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებამდე, 11 წლიანი სისხლიანი ბრძოლა მიმდინარეობდა.

1838 წლის 15 მარტს, საბერძნეთის მეფე ოტონის (Όθων) გადაწყვეტილებით,  25 მარტი საბერძნეთის ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დაწყების დღედ გამოცხადდა. 

  

საბერძნეთის დამოუკიდებლობის დროშა, რომელიც მიტროპოლიტ გერმანოსმა აკურთხა, იყო თეთრი ქსოვილი, შუაში ლურჯი ჯვრით. ის მალე, საბერძნეთის ოფიციალური დროშად მიიღეს და დღემდე გამოიყენება საბერძნეთის საზღვაო ძალების მიერ. 

რაც შეეხება ქვეყნის დანარჩენ სტრუქტურებს, რამდენიმე ათეული წლის წინ ისინი გადავიდნენ ბერძნული დროშის  ჩვენთვის კარგად ცნობილ ვერსიაზე,  რომელსაც ცხრა ცისფერი და თეთრი ზოლები დაჰყვება, მარცხენა ზედა კუთხეში კი თეთრი ჯვარია გამოსახული. 

დღესდღეობით, ხარების და დამოუკიდებლობის დღე საბერძნეთში ძალიან ფართოდ აღინიშნება. მთელი ქვეყნის მასშტაბით აღლუმები იმართება, რომელშიც  ყველა სკოლის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას. სკოლის მოსწავლეები დგამენ ასევე  სპექტაკლებს  ბერძნულ-თურქულ თემაზე  და ასრულებენ პატრიოტულ სიმღერებს. 

ამ დღეს ბერძნები ტრადიციულად ვირთევზას და "სკორდალიას" ამზადებენ (ნივრის და კარტოფილის  პიურე).  

 

ასევე საინტერესოა

🔷ის პირველი ევროპელი ჩინოვნიკია, რომელმაც გადაწყვიტა,  მხარი დაუჭიროს ჩვენი ჰუმანიტარული დერეფნების მუშაობას მარიუპოლში - ზელენსკი, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობას უხდის

🔷საბერძნეთში, ხორცის, ბოსტნეულის და პურის ფასი სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება

🔷საბერძნეთში, ძიძის ვაკანსიაზე გასაუბრებაზე მისული 18 წლის გოგო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740597755

ახალი ამბები

გიორგი ურუშაძე - რამდენიმე სოფელში გადაადგილება ვერ ხერხდება თოვლის დიდი საფარის გამო, თუმცა შესაბამისი სამსახურები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში, არცერთი მოქალაქე არ დარჩება სახელმწიფოს მხრიდან ყურადღების გარეშე

 არის სოფლები, რომლებშიც გადაადგილება ამ დრომდე ვერ ხერხდება თოვლის დიდი საფარის გამო, თუმცა ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს 24-საათიან ინტენსიურ რეჟიმში, – ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა გური...

გიორგი ურუშაძე

1740596613

ახალი ამბები

თემურ მღებრიშვილი - ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაცია გავრცელდა - გურიაში ერთი უბედური შემთხვევაა დაფიქსირებული

 „საბედნიეროდ გურიაში ერთი უბედური შემთხვევაა დაფიქსირებული. იყო გარდაცვალების სხვა ფაქტები, მაგრამ ეს სტიქიური მოვლენებით არ იყო გამოწვეული“, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უ...

თემურ მღებრიშვილი

1740595414

მსოფლიო

ტრამპი: უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატოში გაწევრიანება

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატოში გაწევრიანება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს. „შეგიძლიათ დაივიწყოთ. ალბათ ეს...

დონალდ ტრამპი

1740593914

საზოგადოება

პრემიერი: საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ მოწყვეტილი სოფლები დაკავშირებოდნენ გარესამყაროს, ინტენსიურად გაგრძელდება გზის გაწმენდითი სამუშაოები, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა

 ინტენსიურად წარიმართება გზის გაწმენდითი სამუშაოები, დღის განმავლობაში, საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ მოწყვეტილი სოფლები დაკავშირებოდნენ გარესამყაროს, ახლა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის...

ირაკლი კობახიძე

1740592756

ახალი ამბები

პრეზიდენტი: დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად საკოორდინაციო შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს

 „საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ვიმყოფები გურიაში, სადაც ადგილზე გავეცანი არსებულ ვითარებას. საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე დეტალური ანგარიში მო...

მიხეილ ყაველაშვილი