საბერძნეთში, ხორცის, ბოსტნეულის და პურის ფასი სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება

აუცილებელ და ყველაზე მოხმარებად პროდუქტებზე ფასების ზრდის გამო, სააღდგომო სუფრის მომზადება საბერძნეთის მოსახლეობას, კიდევ უფრო ძვირი დაუჯდება. 

უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული კრიზისის გამო, ხორცის, ბოსტნეულის,  ტკბილეულის და პურპროდუქტების ფასები სავარაუდოდ, კიდევ უფრო მოიმატებს. 

როგორც ცნობილია, ფრინველისა და ღორის ხორცის ფასმა 10-20% -ით მოიმატა. გაიზარდა ცხვრის ხორცის ფასიც, თუ იანვარში ერთი კილოგრამი დაახლოებით, 8 ევრო ღირდა, ახლა  მისმა ფასმა 10  ევროს გადააჭარბა. 

ამავდროულად 15%-ით გაიზარდა ცომეულისა და საკონდიტრო ნაწარმის ფასიც.   

თვალსაჩინოებისთვის გადახედეთ, ტელეკომპანია MEGA- ს რეპორტაჟის მიხედვით, პურის ფასებს საბერძნეთის ტერიტორიებზე.

ოლიმპია - 2,60 € (გასულ შაბათს 1,80 ევრო ღირდა)

მილა - 2,50 ევრო

სერეს - 2,40 ევრო (იყო - 1,80 )

პირგოს ილიას - 2,40 ევრო

ნავპაქტოს - 2.40 ევრო ( ღირდა 2 ევრო)

ამფილოხია - 2.40 ევრო

პატრა - 2 ევრო  

გაზრდილი ფასები პირველადი მოხმარების პროდუქტზე :

სპაგეტის ფასი -  0,94-დან 1,04 ევრომდე გაიზარდა, ბერძნული ყავის (96გრ) 1,60-დან - 1,68 ევრომდე, მზესუმზირის ზეთი (1 ლიტრი)  3,58-დან 3,76 ევრომდე ღირს. დაჭრილი ტოსტის ყველის ფასმა  2,72-დან - 2,78 ევრომდე მოიმატა. ექვსი კვერცხი 2.09-დან  - 2.29 ევრომდე  ღირს. ერთი კილოგრამი ქათამის ხორცის ღირებულება 3,23-დან 3,43 ევრომდე გახდა. 500 მლ. ჭურჭლის სარეცხი სითხის ფასი  -  1,30-დან 1,46 ევრომდე გაიზარდა. 

 

 

ასევე საინტერესოა

🔷საბერძნეთში, ძიძის ვაკანსიაზე გასაუბრებაზე მისული 18 წლის გოგო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა

🔷საბერძნეთში, 15 აპრილიდან 60 წელს გადაცილებულ არავაქცინირებულთათვის 100 ევროს ოდენობის ჯარიმა უქმდება

🔷საბერძნეთში, ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს 33 წლის კაცი, რომელმაც პარტნიორი ქალის, 7 წლის შვილი მოკლა და მის სხეულს 5 წელი აივანზე მალავდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740597755

ახალი ამბები

გიორგი ურუშაძე - რამდენიმე სოფელში გადაადგილება ვერ ხერხდება თოვლის დიდი საფარის გამო, თუმცა შესაბამისი სამსახურები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში, არცერთი მოქალაქე არ დარჩება სახელმწიფოს მხრიდან ყურადღების გარეშე

 არის სოფლები, რომლებშიც გადაადგილება ამ დრომდე ვერ ხერხდება თოვლის დიდი საფარის გამო, თუმცა ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს 24-საათიან ინტენსიურ რეჟიმში, – ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა გური...

გიორგი ურუშაძე

1740596613

ახალი ამბები

თემურ მღებრიშვილი - ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაცია გავრცელდა - გურიაში ერთი უბედური შემთხვევაა დაფიქსირებული

 „საბედნიეროდ გურიაში ერთი უბედური შემთხვევაა დაფიქსირებული. იყო გარდაცვალების სხვა ფაქტები, მაგრამ ეს სტიქიური მოვლენებით არ იყო გამოწვეული“, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უ...

თემურ მღებრიშვილი

1740595414

მსოფლიო

ტრამპი: უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატოში გაწევრიანება

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატოში გაწევრიანება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს. „შეგიძლიათ დაივიწყოთ. ალბათ ეს...

დონალდ ტრამპი

1740593914

საზოგადოება

პრემიერი: საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ მოწყვეტილი სოფლები დაკავშირებოდნენ გარესამყაროს, ინტენსიურად გაგრძელდება გზის გაწმენდითი სამუშაოები, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა

 ინტენსიურად წარიმართება გზის გაწმენდითი სამუშაოები, დღის განმავლობაში, საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ მოწყვეტილი სოფლები დაკავშირებოდნენ გარესამყაროს, ახლა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის...

ირაკლი კობახიძე

1740592756

ახალი ამბები

პრეზიდენტი: დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად საკოორდინაციო შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს

 „საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ვიმყოფები გურიაში, სადაც ადგილზე გავეცანი არსებულ ვითარებას. საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე დეტალური ანგარიში მო...

მიხეილ ყაველაშვილი