რა დატვირთვა აქვს საბერძნეთის ტრადიციული მარტის სამაჯურს?

გაზაფხული ახლოვდება და საბერძნეთის მოსახლეობა მალე დაიწყებს მზადებას, უძველესი ტრადიციის მიხედვით ახალი სეზონის დასახვედრად.

 ბერძნები მარტის თვეს ტრადიციულად, სპეციალურად ამ თვის 1 რიცხვისთვის შექმნილი, წითელი და თეთრი ფერის ძაფებით მოქსოვილი  სამაჯურებით ხვდებიან. ამ ჩვეულებას „მარტისი“ ჰქვია, ორფეროვან სამაჯურს კი „მარტაკი“.

მარტის სამაჯურებს, როგორც წესი ზამთრის ბოლო დღეს ქსოვენ და 1 მარტიდან 31 მარტამდე ატარებენ. 

თეთრი ძაფი ასოცირდება მამაკაცურობასთან, სიძლიერესა და სიწმინდესთა. წითელი ძაფი კი ქალურობის, ჯანმრთელობის, სიცოცხლის და ვნების სიმბოლოდ მიიჩნევა. 

ამ ტრადიციის ფესვები მომდინარეობს ძველი საბერძნეთიდან და დაკავშირებულია ელევსინურ მისტერიებთან.

გადმოცემის თანახმად, ნაყოფიერების ქალღმერთის დემეტრესა და პერსეფონესადმი მიძღვნილ საკულტო დღესასწაულზე, ხალხი სპეციალური ძაფისგან მოქსოვილ სამაჯურს მარჯვენა ხელსა და მარცხენა ფეხზე იკეთებდნენ.

ძველ ბერძნებს სჯეროდათ, რომ ამ სამაჯურებს, შეეძლო მათი დაცვა სხვადასხვა  დაავადებებისგან და პირველი გაზაფხულის "ცბიერი" მზისგან. 

ასევე ცნობილია, რომ დედები "მარტისი" სამაჯურს ქსოვდნენ, შვილებისთვის მათ სჯეროდათ, რომ ის იცავდა ბავშვის კანს გაზაფხულის პირველი მზისგან. ხოლო როდესაც თვე დასრულდება, ბავშვები იხსნიდნენ მას და აყვავებული ხის ტოტზე ან ვარდებზე ტოვებენ, რათა  მერცხლებს აეღოთ იგი და გამოეყენებინათ ბუდის შექმნაში.

 

მარტის სამაჯურები საბერძნეთში დღემდე ძალიან აქტუალურია. თებერვლის ბოლოს ასეთ სამაჯურებს შეხვდებით თითქმის ყველა მაღაზიაში, სხვადასხვა დიზაინით და მძივებით გაფორმებულს. როგორც წესი მას 1 მარტს იკეთებენ, თვის ბოლოს კი აუცილებლად იხსნიან და არ ინახავენ. ზოგი სამაჯურს აყვავებული ხის ტოტზე ტოვებს, ზოგი კი ვარდის ბუჩქებზე.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთი ერთადერთი ქვეყანა არ არის სადაც ეს ულამაზესი ტრადიცია არსებობს. ის დამკვიდრებულია ასევე ბულგარეთში , ჩრდილოეთ, მაკედონიაში, ალბანეთში მოლდოვაში ხოლო რუმინეთში კი მარტის თვეში პატარა ქინძისთავს იკეთებენ რომელსაც Martisor_ს უწოდებენ. 

ასევე საინტერესოა

🔵ეს ამბავი ადასტურებს, რომ ჩვენ მარტო არ ვართ დედამიწაზე" - გედების სიყვარულის სევდიანი ისტორია, რომელმაც ბერძნული მედიის ყურადღება მიიპყრო

🔵საბერძნეთმა, თავშესაფრისთვის უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიას ეგვიპტე, ნეპალი და ბენინი დაამატა, ამავე სიაშია საქართველო და უკრაინა

🔵საბერძნეთის მთავრობა, რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას კანონდარღვევად მიიჩნევს

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1736093941

ჰოროსკოპი

„საპატრიარქო ცვლილებები, გარდაცვალება რომელიც არეულობას და გლოვას ერთად მოიტანს“ - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს ხოლმე. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთა...

ზოგადი

1736087920

ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში 6 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო 6 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. როგორც აფხაზური მედია იტყობინება, „განკარგულებას“ უკვე მოაწერა ხელი ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულე...

გლოვის დღე

1736087661

სოციალური მედია

ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა - რას წერს მსახიობის მეუღლე

2022 წლის, 5 იანვრის დილას, რუსთაველის თეატრის მსახიობი, 43 წლის ნიკა ქაცარიძე  მოულოდნელად გარდაიცვალა. ეს ყველასთვის შოკის მომგვრელი ამბავი იყო. მას 2 შვილი დარჩა. ყველასათვის საყვარელი მსახიობის გა...

მსახიობი

1736085243

საზოგადოება

რუსეთის 2 მოქალაქეს ზუგდიდი-მესტიის გზაზე თავს დაესხნენ

ყაჩაღობა ზუგდიდი-მესტიის გზაზე რუსი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს. ადგილზე დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. პოლიცია ორ ახალგაზრდას ეძებს, რომელთაც ბრალად უცხოელ მოქალაქეებზე თავდასხმა ედებათ.  სოფელ ნაკრას ასა...

პოლიციაპოლიცია

1736083147

ახალი ამბები

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარ ტრაგედიაზე: ვიზიარებთ ამ უმძიმესი დანაკარგის განუზომელ ტკივილსა და უდიდეს ტრაგედიას

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც საცხოვრებელ სახლში გაჩენილმა ხანძარმა ხუთი...

სახელმწიფო მინისტრის აპარატი