საბერძნეთში, ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს 33 წლის კაცი, რომელმაც პარტნიორი ქალის, 7 წლის შვილი მოკლა და მის სხეულს 5 წელი აივანზე მალავდა

საბერძნეთის ციხეში, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე 33 წლის პოლონელმა პატიმარმა, რომელიც სასჯელს მისი პარტნიორი ქალის, 7 წლის შვილის მკვლელობისთვის იხდიდა. 

გარდაცვლილი 7 წლის ანდრიას სხეული პოლიციამ მისი გაუჩინარებიდან 5 წლის შემდეგ, კიფსელზე დედის და მისი 33 წლის პოლონელი პარტნიორის სახლის აივანზე, სპეციალურად გვამის დასამალად აშენებულ, ცემენტის "ყუთში" იპოვა. 

7 წლის ბავშვის სასტიკი მკვლელობის ბრალდებით საბერძნეთის პოლიციამ,  29 წლის დედა და მისი 33 წლის პარტნიორი  დააკავა, რის შემდეგაც მათ ჩადენილი დანაშაული აღიარეს.  

22 მარტს, 33 წლის პოლონელი კაცი კერკირას ციხეში, თავის საკანში  გარდაცვლილი იპოვეს. 

ბერძენი დედა 5 წელი მალავდა 7 წლის შვილის მკვლელობას და ცხედარს სახლის აივანზე ინახავდა - შემზარავი ამბის დეტალები :

ბერძენი დედა 5 წლის განმავლობაში მალავდა საკუთარი 7 წლის შვილის გარდაცვალების ამბავს, მისი ცხედარი კი მთელი ამ დროის მანძილზე სახლის აივანზე ჰქონდა გადამალული.

საბერძნეთის პოლიციამ, 12 თებერვალს, 5 წლის წინ გაუჩინარებული 7 წლის ბავშვის დედის და მისი პოლონელი მეგობარი კაცის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, აივანზე, ცემენტით აშენებულ, ყუთის ფორმის სამალავში მოთავსებული ბავშვის ცხედარი აღმოაჩინა.

გავრცელებული ინფორმაციით, დედა მთელი ამ დროის მანძილზე ირწმუნებოდა, რომ ბავშვი ბიოლოგიურ მამასთან ერთად, მამის მშობლიურ ქვეყანაში ცხოვრობდა.

კიდევ უფრო, შემზარავია მკვლელობის საქმის დეტალები, რომელიც ცხადყოფს თუ როგორ გარდაიცვალა 7 წლის ბავშვი.

ბერძენი დედის პოლონელი მეგობარი კაცი, გამოირჩეოდა ბავშვების მიმართ განსაკუთრებული სიმკაცრით და დასჯის სასტიკი მეთოდებით. ბავშვები სკოლაშიც ხშირად შეუმჩნევიათ სასტიკად ნაცემ მდგომარეობაში.

როგორც ირკვევა, საბედისწერო დღეს პოლონელი კაცი, გამოწვეული ხმაურის გამო გაუბრაზდა 7 წლის ბავშვს და  მისი დასჯა გადაწყვიტა. ბავშვი საიზოლაციო ლენტით დააბა, რის გამოც მოზარდმა სუნთქვა ვეღარ შეძლო და გაიგუდა. 

არსებული ინფორმაციით, ამ დროს დედა იმავე ოთახში იჯდა და კომპიუტერს თამაშობდა.

ბავშვის დაღუპვის შემდეგ, პოლონელმა კაცმა დედას უთხრა რომ ამ საქმეს თავად მოაგვარებდა.

34 წლის კაცმა, სახლის აივანზე ააშენა ცემენტის პატარა "სამარხი" სადაც ბავშვის ცხედარი მოათავსა. როგორც ცნობილია, მანამდე ბავშვის ცხედარი საოჯახო ხელსაწყოების ყუთში ჰქონდათ დამალული.

ასევე საინტერესოა

🔷ათენში, როგორი გრაფიკით იმუშავებენ მაღაზიები, აღდგომის სადღესასწაულო პერიოდში ?!

🔷ტრაგედია ათონის მთაზე - ახალგაზრდა კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

🔷ბერძნული მითოლოგიის რომელი ქალღმერთი ხართ ჰოროსკოპით?

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740646353

სპორტი

„მარადონასთან შედარება მარტივი მისაღწევი არ არის“ - ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ბრიტანული ჟურნალის რეიტინგში

ცნობილმა ბრიტანულმა საფეხბურთო ჟურნალმა FourFourTwo პარი სენ-ჟერმენის და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო გარემარბებს შორის დაასახელა. მას რეიტინგში მხოლოდ რეალის ფ...

ხვიჩა კვარაცხელია

1740645520

ახალი ამბები

„აჭარაში არის არსებითად მოგვარებული პრობლემების ძირითადი ნაწილი, გურიაში რჩება მეტი პრობლემა, მათ შორის, გზის გაწმენდითი სამუშაოები“ - პრემიერი

აჭარაში არის არსებითად მოგვარებული პრობლემების ძირითადი ნაწილი. რაც შეეხება გურიას, გურიაში რჩება მეტი პრობლემა, მათ შორის, გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს, - ამის შესახებ პრემი...

ირაკლი კობახიძე

1740643721

ახალი ამბები

„არც ბიძინა ივანიშვილი, არც ხელისუფლება, არავითარ შემთხვევაში არ გადადგამდა არავითარი შანტაჟის პირობებშიც ისეთ ნაბიჯს, რომელიც პირდაპირ ნიშნავდა ქვეყნის განადგურებას“ - ირაკლი კობახიძე

„არც ბიძინა ივანიშვილი, არც ხელისუფლება მთლიანად, არავითარ შემთხვევაში არ გადადგამდა არავითარი შანტაჟის პირობებშიც ისეთ ნაბიჯს, რომელიც პირდაპირ ნიშნავდა ქვეყნის განადგურებას“, - ამის შესახებ საქართვე...

ირაკლი კობახიძე:

1740643151

საზოგადოება

კობა გრიგოლია: „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ ერთად ჩავრთეთ დრონები, რომლებიც დაზიანებას აღმოაჩენენ ოპერატიულად, რომ მოხდეს მაღალმთიან რაიონებში ელექტროენერგიის აღდგენა

„ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ ერთად ჩავრთეთ დრონები, რომლებიც მიმართულებაზე დაზიანებას აღმოაჩენენ ოპერატიულად, რომ მოხდეს მაღალმთიან რაიონებში ელექტროენერგიის აღდგენა“, - ამის შესახებ თავდაცვის ძალების დასა...

კობა გრიგოლია

1740642332

ახალი ამბები

„ყველა პაციენტთან მივდივართ და ვაკმაყოფილებთ იმ სამედიცინო საჭიროებებს, რაც უდგას ჩვენს მოსახლეობას“ - ამირან გოგიტიძე

„ჯანდაცვის სამინისტრო სრულად უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისების მიწოდებას საგანგებო რეჟიმში, ყველა პაციენტთან მივდივართ და ვაკმაყოფილებთ იმ სამედიცინო საჭიროებებს, რაც უდგას ჩვენს მოსახლეობას“, - ამის...

ამირან გოგიტიძე