საბრძნეთში დააპატიმრეს მღვდელი, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ეკლესიას მრევლმა, საღებავი შეასხა

საბერძნეთში, კატო პატისიას უბანში, წმინდა დიმიტრის სახელობის ეკლესიის კედლები უცნობმა პირებმა ვანდალურად შეღებეს.

აღნიშნული ქმედების მიზეზი გახლავთ ის, რომ რამდენიმე დღის წინ, საბერძნეთის პოლიციამ აღნიშნულ ტაძარში მოქმედი მღვდელმსახური, არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააპატიმრა.

დაპატიმრებულია 37 წლის მღვდელი, რომელიც გახლავთ სამი შვილის მამა, რომელმაც 2019 წლის ბოლოდან 2020 წლის შუა რიცხვებამდე მრავალგზის გააუპატიურა არასრულწლოვანი ალბანელი გოგონა, რომლის მოძღვარიც და კატეხიზაციის მასწავლებელიც გახლდათ აღნიშნული სასულიერო პირი.

მღვდელი ათენში, კატო პატისიაში მდებარე ეკლესიაში მსახურობს, სადაც საბერძნეთის პოლიციის არასრულწლოვანთა დაცვის სამსახურის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ, მას შემდეგ რაც არასრულწლოვანი გოგონას მშობლების საჩივარი შევიდა საბერძნეთის პოლიციის სპეც. განყოფილებაში.

არასრულწლოვანი ალბანელი გოგონას განცხადებით, მღვდელი მას ეკლესიის ქვემოთ არსებულ კატეხიზაციის დარბაზში ხშირად აუპატიურებდა.

საბერძნეთის პროკურატურამ საქმის წარმოება დაიწყო, მღვდელი დააპატიმრა და საქმე ათენის მთავარ სასამართლოს გადასცა, რომელიც სამართლებრივად განსჯის აღნიშნულ სისხლის სამართლის დანაშაულს.

საბერძნეთის ეკლესიის მეთაურმა, უნეტარესმა იერონიმე მეორემ, მისი ეპარქიის იურისდიქციაში მყოფ აღნიშნულ სასულიერო პირს უმალვე მღვდელმოქმედება აუკრძალა, ხოლო განაცხადა, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, საბერძნეთის საეკლესიო სასამართლო მღვდელს განკვეთს და ერისკაცის დონემდე დაიყვანს.

არასრულწლოვანი გოგონას ადვოკატმა სატელევიზიო ინტერვიუში მადლობა გადაუხადა საბერძნეთის ეკლესიას და აღნიშნა, რომ ელადის ეკლესიის ადმინისტრაცია ბავშვის უფლებების დასაცავად ყველაფერს აკეთებს და ეხმარება სამართალდამცველებს სიმართლის დადგენაში.

წყარო:wenews.ge

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵Covid - 19 - ზე აუცრლ ახალგაზრდას გულის გადანრგვაზე უარი უთხრეს

🔵სენაკში დაკარგულ კაცს ეძებენ - მისი კვალი შაბათს საღამოდან იკარგება

🔵პოლიციელი, რომელმაც ზუგდიდში ქალს სცემა, დაკავებულია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741254513

მსოფლიო

ირლანდიის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, საზღვარგარეთ მყოფი ირლანდიელი ოფიციალური პირების დასაცავად სპეცრაზმი გააგზავნოს

ირლანდიის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, საზღვარგარეთ მყოფი ირლანდიელი ოფიციალური პირების დასაცავად სპეცრაზმი გააგზავნოს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივ...

 სპეცრაზმი  სპეცრაზმი

1741253103

მსოფლიო

ილონ მასკი - სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშვება, დიდი მასშტაბის თაღლითობის საშუალებას იძლევა, რომლის თვალყურის დევნება ძალიან რთულია

ილონ მასკი მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას მასშტაბურ თაღლითობას უკავშირებს. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშ...

ილონ მასკი

1741252033

ახალი ამბები

შსს - გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებულია, 1977 წელს დაბადებ...

შსს

1741250527

ახალი ამბები

საქსტატი - 2024 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით, 62 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესის სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით გაიზარდა და 62.0 მილიარდი ლარი შეად...

საქსტატი

1741248563

მსოფლიო

ქალაქ არნემის ისტორიულ ცენტრში მასშტაბური ხანძარია

ნიდერლანდების ქალაქ არნემში, ისტორიული ცენტრის ერთ-ერთ შენობაში ღამით ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი მე-18 და მე-19 საუკუნეების ათობით სახლს მოედო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ხანძარი...

ქალაქ არნემი