ცესკო პრეზიდენტის ბრალდებებზე: განცხადებები, თითქოს არჩევნები გაყალბდა, არ შედგა, არის აბსოლუტურად უარგუმენტო და ახდენს ფაქტობრივი გარემოებების პოლიტიკურად მოტივირებულ იგნორირებას
26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ბრალდებებზე ცესკო განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ არ არსებობს დადასტურებული ფაქტები და მტკიცებულებები, რომ პარლამენტის არჩევნებზე ადგილი ჰქონდა ისეთ დარღვევებს, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენის მოხდენა საბოლოო შედეგებზე.
შესაბამისად, ცესკოს შეფასებით, განცხადებები, თითქოს არჩევნები გაყალბდა, არ შედგა, არის აბსოლუტურად უარგუმენტო და ახდენს ფაქტობრივი გარემოებების პოლიტიკურად მოტივირებულ იგნორირებას.
„ცენტრალური საარჩევნო კომისია ეხმაურება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს, რომელიც, როგორც ჩანს, წარმოადგენს კონკრეტული პოლიტიკური ინტერესებით განპირობებული დეზინფორმაციული და მანიპულაციური კამპანიის გაგრძელებას. განცხადებები, თითქოს არჩევნები გაყალბდა, არ შედგა, არის აბსოლუტურად უარგუმენტო და ახდენს ფაქტობრივი გარემოებების პოლიტიკურად მოტივირებულ იგნორირებას.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არ არსებობს დადასტურებული ფაქტები და მტკიცებულებები იმისა, რომ პარლამენტის არჩევნებზე ადგილი ჰქონდა ისეთ დარღვევებს, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენის მოხდენა ამ არჩევნების საბოლოო შედეგებზე. მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტი, სამწუხაროდ, იმეორებს ზოგიერთი დაინტერესებული წარმომადგენლის პროპაგანდისტულ ნარატივს და ამით ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე ცდილობს არჩევნებისა და, შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას, რითაც ხელს უწყობს ისედაც პოლარიზებულ გარემოში კიდევ უფრო მეტი დაძაბულობის შემოტანას.
მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესში იყო გარკვეული შენიშვნები, ხარვეზები თუ წუხილები, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ 26 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირება განახორციელა მაღალ პროფესიულ დონეზე და კანონმდებლობის სრული დაცვით, რაც, როგორც მინიმუმ, დადასტურებულია ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ახლახან გამოქვეყნებულ შეფასებაში. ასევე, ჩვენი მხრიდან გამოითქვა სრული მზაობა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, განვიხილოთ და შესაძლებლობის ფარგლებში გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, რომელიც გამოითქვა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად. სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ ახლა სწორედ მსგავსი პროცესის ინიციირების და ჩართულ მხარეებს შორის მშვიდ გარემოში მსჯელობის დროა და არა კიდევ უფრო მეტი სიმძაფრის შემოტანის მცდელობის.
გვინდა საზოგადოებას ამასთანავე შევახსენოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, „სავარაუდო გაყალბებასთან“ დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციამ თავად მიმართა უფლებამოსილ უწყებას და მოითხოვა გამოძიების დაწყება გავრცელებული პრეტენზიების ობიექტურად შესაფასებლად. რამდენადაც საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით ცნობილია, ამ დრომდე არავის წარუდგენია გახმოვანებული ბრალდებების რაიმე არსებითი ან კონკრეტული მტკიცებულებები.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პრეზიდენტს და ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც აყენებს მსგავს ბრალდებებს, წარმოადგინონ შესაბამისი, საფუძვლიანი მტკიცებულებები ან თავი შეიკავონ უარგუმენტო/უსაფუძვლო და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადებების გავრცელებისაგან, რომლებიც აზიანებს საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ.
საარჩევნო ადმინისტრაცია მტკიცედ რჩება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტის დამცველი. ნებისმიერ დეზინფორმაციას მოჰყვება ფაქტობრივი და ყოვლისმომცველი პასუხი, რათა უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოების ზუსტი ინფორმირება საარჩევნო პროცესის მთლიანობის შესახებ. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და წვლილი შეიტანონ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის გაძლიერებაში და არა პირიქით დამსხვრევაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
1735056532
სოციალური მედია„მადლობა ზუგდიდს თბილი დახვედრისთვის! მალე აფხაზეთში ჩავატარებთ ერთად კონცერტს!“ - რა კადრებს აქვეყნებს ზურა ხაჩიძე
მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში წინასაახალწლოდ, ზუგდიდში გამართული კონცერტიდან კადრებს აქვეყნებს და თბილი დახვედრისთვის მოსახლეობას მადლობას უხდის. მომღერალი იმედს გამოთქვამს, რომ მალე ოკუპირებუ...
1735051353
საზოგადოებასაქართველოს ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის წევრი მიხეილ ვირსალაძე გარდაიცვალა
47 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი სამედიცინო კონფერენციის მონაწილე, მსოფლიოს ნევროლოგთა ფედერაციის, ევროპის ნევროლოგიური საზოგადოებების ფედერაციის (EFNS), ეპილეფსიასთა...
1735047967
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ ეუთო/ოდირის ნებისმიერი რეკომენდაცია პარტნიორულ, კონსტრუქციულ ჭრილში გავიაროთ და მივყვეთ
„ყველაზე მთავარი, რასაც ელოდებოდა ჩვენი ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი, ამ დასკვნამ აბსოლუტურად ყველაფერი ჩამოშალა“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხა...
1735045722
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8119 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8128 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1735044760
ჰოროსკოპი31 დეკემბერი ახალმთვარეობა და 2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მარიამ შუკაკიძისგან
2024 წელი დასასრულს უახლოვდება. 2025 წელს კი ბევრი ადამიანი უკეთესი დღეების იმედით ხვდება. მომდევნო წელს ასტროლოგები ტრანსფორმაციისა და ცვლილებების წელს უწოდებენ. 2025 წელი ბევრ ადამიანს არაერთ სიახლე...