რა გელოდება დღეს? - 6 ნოემბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი
ვერძი შეიძლება უამრავი ადამიანისთვის მისაბაძ ადამიანად იქცეს. მისი ოპტიმიზმი და ენერგია ადამიანების ყურადღებას ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს. ვერძი მზადაა საკუთარი ენთუზიაზმი, იდეები და გეგმები სხვა ადამიანებსაც გაუზიაროს და ირგვლივ უამრავი თანამოაზრე შემოიკრიბოს.
კურო
ამ დღეს პირველობას არ უნდა ეცადოთ - მაინც არაფერი გამოგივათ. დილას „მარცხენა ფეხით ადექით“ და ყველაფერი გიჭირთ: ინიციატივის აღება, გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარი თავის დაცვა. თუ წარმატების მიღწევა გსურთ, მეორე ადამიანთან ერთად უნდა იმოქმედოთ. უფრო კარგი იქნება თუ დაეხმარებით ადამიანს, ვისაც ეს სჭირდება. ნომინაციაში „საუკეთესო მეორე როლისთვის“ თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ.
ტყუპები
ამ დღეს სიურპრიზებისთვის უნდა მოემზადოთ! გულის სიღრმეში ოცნებობდით მიზეზზე, რომელიც გეგმების შეცვლას გაიძულებდათ და ასეთი მიზეზი მოგეცემათ. რაღაც შემთხვევა, სიახლე ან ადამიანი საქმის ჩვეულ მიმდინარეობას შეაფერხებს და გეგმების შეცვლას გაიძულებთ. არ ინერვიულოთ: ეს პატარა ქაოსი თქვენს წინაშე ახალ გზებსა და შესაძლებლობებს გააჩენს.
კირჩხიბი
ამ დღეს საჭირო დროს და საჭირო ადგილზე აღმოჩნდებით და რაც მთავარია, საჭირო ადამიანებს შეხვდებით! ვარსკვლავები გირჩევენ, დატოვოთ საკუთარ ცხოვრებაში ადგილი ახალი იდეებისა და ადამიანებისთვის. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს მსოფლმხედველობაში გადატრიალებას მოაწყობს და გაიძულებთ ბევრ რამეს ახლებურად შეხედოთ.
ლომი
ენთუზიაზმის და პოზიტიური განწყობის დამსახურებით გარშემომყოფთა სიმპათიას დაიმსახურებთ. მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ მხარდამჭერები იპოვოთ, რთული მოლაპარაკებები აწარმოოთ ან კონფლიქტი დაასრულოთ. ლომი შეძლებს თანამოსაუბრე დააინტერესოს და მოსმენა აიძულოს. ამ მიმართულებით მისი ნებისმიერი საქმიანობა განწირულია წარმატებისთვის!
ქალწული
ამ დღეს ქალწულს მთელი სამყაროს დაპყრობა შეუძლია! ყოველ შემთხვევაში, ამისთვის მზად არის. დღეს ქალწულის ენერგიას საზღვრები არ აქვს და მის ლექსიკონში სიტყვა „შეუძლებელი“ არ არსებობს. თანაგრძნობას იმსახურებს ადამიანი, რომელიც გაბედავს და ამ დღეს ქალწულს გზაზე გადაეღობება.
სასწორი
ცხოვრება უამრავ ბედნიერ შანსს შემოგთავაზებთ, თუმცა უმეტესობის გამოყენებას ვერ შეძლებთ. საქმე ისაა, რომ ამ დღეს შენელებული რეაქციები გაქვთ და სწრაფად ცვალებად გარემოზე რეაგირებას ვერ ასწრებთ. ეცადეთ მეტი იაქტიუროთ და შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
მორიელი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ჩვეულ ჩარჩოებს გასცდეთ და მიხვდებით, რომ სამყარო გაცილებით საინტერესოა. გადაუდებელი საქმეები, ყოველდღიური რუტინა - დრო არასოდეს გყოფნით, რომ თავი ასწიოთ და ირგვლივ მიმოიხედოთ. კარგი შანსი გაქვთ, რომ მოსაწყენ ყოველდღიურობას გაექცეთ და ახალი შთაბეჭდილებებით აივსოთ.
მშვილდოსანი
ყველა შანსი გაქვთ, რომ ახალი ნაცნობები და თაყვანისმცემლები გაიჩინოთ. ამ დღეს ნიჭიერი ორგანიზატორის როლს მოირგებთ. ნუ დაკარგავთ დროს იმაზე, რომ სასურველი ადამიანს გულს გასაღები მოარგოთ. საკმარისია უნივერსალური გასაღები იპოვოთ, რომელიც ნებისმიერ ადამიანს მოერგება.
თხის რქა
ამ დღეს თქვენი ძალა მხარდამჭერებშია. თუ დახმარებისთვის ნათესავებსა და მეგობრებს მიმართავთ, მათგან იმაზე მეტ დახმარებას მიიღებთ, ვიდრე ელოდით. მოაწყვეთ მეგობრული წვეულება ან უბრალოდ შეიკრიბეთ ოჯახთან ერთად. იყავი გულწრფელი მათთან, ვინც შენთვის ძვირფასია და ისინი ყოველთვის თქვენს გვერდით დარჩებიან.
მერწყული
ამ დღეს სახეზე გეტყობათ, რომ დაბნეული და არაორგანიზებული ხართ. ყველაფრის მიუხედავად, ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ გარშემო მყოფებისთვის თქვენი შინაგანი მდგომარეობა შეუმჩნეველი დარჩება. ეცადეთ დაბნეულ აზრებს და გრძნობებს თავი მოუყაროთ და ჩვეულ ფორმას დროულად დაუბრუნდეთ.
თევზები
თევზებს ფინანსურ სექტორში სიურპრიზი ელით – დღის განმავლობაში ფული იშოვოთ ან დაკარგოთ. თევზებს შეუძლიათ იპოვონ და წააგონ. ბონუსი, მოგება, ვალის გასტუმრება, ზარალი ან უსარგებლო შესყიდვა - ნებისმიერი სიურპრიზისთვის უნდა მოემზადოთ და ფულის ხარჯვის დროს მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რუსეთმა ძველი მაცივრების გამოშვება განაახლა
🔵წვიმა, თოვლი და შემოდგომის თბილი ამინდები - ამინდის პროგნოზი
1744570231
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია გრანტების კანონზე: მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვისთვის, რომ იყოს ბერკეტები, ფილტრი, რომ აქ არ შემოვიდეს ის ბინძური ფული, ბინძური მიზნებისთვის, რომელსაც აქაური აგენტურული ქსელი წარბშეუხრელად ასრულებს
მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვისა და სუვერენიტეტისთვის, რომ იყოს მაქსიმალური შემზღუდავი ბერკეტები, მაქსიმალური ფილტრი, რათა აქ არ შემოვიდეს ის ბინძური ფული, იმ ბინძური მიზნებისთვის, რომელ...
1744567227
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: შუა დერეფნის პროექტი არის უდიდესი ეკონომიკური პროექტი, რომლის განხორციელება საქართველოს გარეშე ფიზიკურად არ ხდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის თქმით, შუა დერეფნის პროექტი არის ის რეალური და ხელშესახები მოცემულობა, რომლის განხორციელება საქართველოს გარეშე ფიზიკურად შეუძლებელია და ასეთ დროს მე...
1744566259
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: საქართველო აზერბაიჯანთან ერთად მთავარ როლს თამაშობს, ევროპისა და შუა აზიის დამაკავშირებელ ფუნქციას ორივე ერთად ვიტვირთავთ
„საქართველო აზერბაიჯანთან ერთად მთავარ როლს თამაშობს. ევროპისა და შუა აზიის დამაკავშირებელ ფუნქციას ორივე ერთად ვიტვირთავთ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების...
1744564723
ახალი ამბები„გვინდა, მწუხარება გამოვთქვათ, ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის გამო“ - გლდანის რაიონის გამგეობა
გლდანის რაიონის გამგეობა თბილისში, კერძოდ გლდანში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება, სადაც ე.წ. ტიტანიკის ავარიული კორპუსის ლიფტის შახტში, 12 აპრილს 13 წლის ბიჭი ჩავარდა და დაიღუპა. „გვინდა, მწუხარ...
1744563745
ახალი ამბებისოზარ სუბარი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: დღეს რომ ისინი ხელისუფლებაში მოუშვა, რაც მათ შეცდომად მიაჩნიათ, რომ ვიღაცები ცოცხლები გადარჩნენ, ამ თავის „შეცდომებს“ გამოასწორებენ იმით, რომ სისხლის კალოს გალეწავენ ქვეყანაში
არა ის, რომ „რომელიღაცა ძებნილი იყო და უნდა დაგვეჭირა“, „განადგურების ბრძანება გავეციო“, - ეს არის მათი ხელწერა. აქედან კარგად ჩანს, რა იყო მათი პოლიტიკა და ეს პოლიტიკა დღესაც ცოცხალია, - განაცხადა გა...