როდის დასრულდება უკრაინის ომი და რა ბედის ელის რუსეთს - ასტროლოგ რამაზ გიგაურის პროგნოზი
ასტროლოგი რამაზ გიგაური, რუსეთ-უკრაინის ომის მოსალოდნელი შედეგისა და რუსეთის "პერსპექტივების" შესახებ ამ ომში, საინტერესო პროგნოზს აქვეყნებს. სადაც რუსეთის მარცხის გარდაუვალობაზე საუბრობს.
"ასტროლოგიური მეტაგნოზი და პროგნოზი
რუსეთის მოსალოდნელი კრიზისი და საქართველო
ვინც ჩემს პროგნოზებს თვალს ადევნებს, კარგად ეხსომება, 2021 წლის 28 დეკემბერს ჩემს მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის პოლიტიკურ-ეკონომიკური პროგნოზი:
https://www.facebook.com/ramaz.gigauri/posts/5793194887373713/ნაწყვეტი პროგნოზიდან:
„შედარებით რთულად განვითარდება პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები და მოსალოდნელია ამის დასტური მსოფლიომ უკვე 2022 წლის დასაწყისშივე იგრძნოს, რომელიც დაუკავშირდება სერიოზულ მსოფლიო პოლიტიკურ კრიზისს, პოლიტიკურ ექსკალაციებს და საომარ განწყობებს. არ არის გამორიცხული წლის პირველივე კვარტალში (იანვრიდან - მარტის ჩათვლით) გარკვეულ ძალებს შორის სამხედრო დაპირისპირება ან მოკლევადიანი, მაგრამ რეზონანსული სამხედრო ოპერაცია. მსოფლიოს პოლიტიკური ცხოვრება დატვირთული იქნება „ხმაურიანი“ განცხადებებით, ასევე რისკის შემცველი და ავანტიურისტული გადაწყვეტილებებით, რომლებმაც მოსალოდნელია არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს გარკვეული საფრთხე შეუქმნას. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერების მხრიდან, იშვიათი არ იქნება მოულოდნელი შემოტრიალებები და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებმაც მოსალოდნელია საკმაოდ მტკივნეულ პროცესებს დაუდოს საფუძველი“.
2022 წლის 12 თებერვალს, ანუ ომის დაწყებამდე 12 დღით დავდე ზემოთ გამოქვეყნებული პროგნოზის ნაწილი და ასევე დავწერე, რომ: „რუსეთი უბრალოდ, დამარცხდება! ეს არ არის კეთილი სურვილი, ეს არის კონკრეტულ სისტემაზე დაფუძნებული პროგნოზი. ეს არ იქნება მხოლოდ დამარცხება. ეს იქნება რუსეთის ხელისუფლებაში სისტემური ცვლილებები.- დროის რა პერიოდში მოხდება ეს?- 2025 წლის ბოლომდე, მაქსიმუმ 2026 წლის გაზაფხულამდე.
- თუ ომი იქნება, ამდენ ხანს გაგრძელდება?
- არა. უბრალოდ, ეს „დომინოს პრინციპით“ რუსეთში ჰიპერკრიზისულ სიტუაციებს შექმნის. ამის პიკი იქნება 2024-25 წლები“.
რომ შევაჯამოთ 2022 წლის 12 თებერვლის მოკლედ გადმოცემული პროგნოზი. მიდის თუ არა ყველაფერი ამისკენ? ცხადია, მიდის!მიუხედავად იმისა, რა შედეგებს მიაღწევს რუსეთი ამ ომში, ცივილური მსოფლიოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწყებულია საერთო ფრონტით ბრძოლა. ეს ყველაფერი როგორც 12 თებერვლის პროგნოზში მოკლედ ჩამოვაყალიბე („დომინოს პრინციპით“ რუსეთში ჰიპერკრიზისული სიტუაციების შექმნა), ნელ-ნელა ძალას იკრებს და გარკვეულ პერიოდში რუსეთისთვის დამანგრეველ ცუნამად იქცევა.რუსეთი ადგას დამარცხების გზას.
ეს შეიძლება მეორენაირად შევატრიალოთ, მიუხედავად 2022 წლის თებერვალ-მარტ-აპრილში დამდგარი შედეგისა, უკრაინა გაიმარჯვებს.
მოცემული წერტილიდან როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
II ნაწილი (პროგნოზი) რუსეთი და პლანეტა ურანის ციკლი XX საუკუნე
თუ რუსეთის ისტორიას თვალს გადავავლებთ, აღმოვაჩენთ, რომ პლანეტა ურანის კუროს ზოდიაქოს ნიშანში მოძრაობა რუსეთისთვის ყოველთვის დამანგრეველი იყო. განსაკუთრებით რთული კი ის პერიოდები იყო, როდესაც პლანეტა ურანი „უძრავ“ ვარსკვლავ ალგოლს უერთდებოდა („ალგოლი“ კუროს ზოდიაქოს 27-ე გრადუსში მდებარეობს). მაგალითად, თუ ურანის კუროში ბოლო ინგრესიას თვალს გადავავლებთ, ეს იყო 1934-42 წლებში, ხოლო ურანი ალგოლს 1941 წელს შეუერთდა. XX საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირში „წითელი ტერორის“ პერიოდი იყო, ხოლო 1941 წელს საბჭოთა კავშირს ფაშისტური გერმანია თავს დაესხა. რომ არა მოკავშირეების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება, საბჭოთა კავშირი დამარცხდებოდა. უფრო მეტიც, რომ არა მოკავშირეების დახმარება, 1945 წელს ატომური ბომბი ექნებოდა არა ამერიკის შეერთებულ შტატებს, არამედ ფაშისტურ გერმანიას (და შეიძლება ეს 1944 წელსვე ყოფილიყო).
XIX საუკუნე თუ „ურანი - კუროში“ კიდევ ერთი ციკლით უკან თუ დავიხევთ და ამ კუთხით XIX საუკუნეს თვალს გადავავლებთ, ვნახავთ, რომ ურანი კუროში 1851-1859 წლებში მოძრაობდა. რა ხდებოდა ამ დროს რუსეთის იმპერიაში? 1853-56 წლებში მიმდინარეობდა ყირიმის ომი: რუსეთის და თურქეთის დაპირისპირება. ურანი ვარსკვლავ ალგოლს შეუერთდა 1856 წელს. რა მოხდა ამ წლებში და განსაკუთრებით 1856 წელს? 1856 წელს რუსეთი ამ ომში დამარცხდა. ოსმალეთის იმპერიამ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის დახმარებით მიწასთან გაასწორა რუსეთის იმპერიის სანაქებო არმია. 1856 წელს გაფორმდა პარიზის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით რუსეთმა დამარცხება აღიარა. ამ ხელშეკრულების მიხედვით:*რუსეთმა დაკარგა ტერიტორიები დუნაის შესართავთან.* რუსეთი იძულებული გახდა უარი ეთქვა ოსმალეთის იმპერიაში ქრისტიანების დაცვაზე.*რუსეთმა დაკარგა გავლენა რუმინეთსა და სერბეთზე.* პარიზის ხელშეკრულების დადებამ და ომში მარცხმა რუსეთის მოსახლეობის მაღალი ფენები აიძულა მოეთხოვათ ძირეული რეფორმა ხელისუფლებაში და სოციალურ საკითხებში. სწორედ ყირიმის ომს შეეწირა რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I. ოფიციალური ვერსიით, ის გაცივდა და ფილტების ანთებით გარდაიცვალა. არაოფიციალური ვერსიით კი, მან გამოუცნობ ვითარებაში (მგზავრობისას) თავის მძიმე ტრავმა მიიღო. ვარსკვლავი ალგოლი საინტერესოა, თუ ვარსკვლავს ალგოლს მოკლედ მაინც განვიხილავთ. ეს არის (ბეტა) ვარსკვლავი პერსევსის თანავარსკვლავედში. მას ძველსპარსულ წყაროებში აჰრიმანი ეწოდება(!!!). ეს ზოროასტრიზმში ბოროტი სულის სახელწოდებაა. ძველბერძნულ წყაროებთან ის მედუზა გორგონას თავთან ასოცირდება. ბერძნული მითის თანახმად, მედუზა გორგონა სწორედ პერსევსმა მოკლა. მისი თავი ქალღმერთ ათენას ფარზე იყო გამოსახული და მნახველს ადგილზე აქვავებდა. ალგოლი ასტროლოგიაში ძალიან ნეგატიურ ვარსკვლავად ითვლება. მაგალითად, პირად ჰოროსკოპში ალგოლის მზესთან შეერთება იძლევა ბრძოლისკენ და ძალადობისკენ მიდრეკილებას. მისი მე-8 ასტროლოგიურ სახლთან კავშირი კი ხშირად იძლევა კატასტროფას, ძალადობას, დაჭრას და სიკვდილსაც კი. მთვარესთან შეერთება იძლევა ემოციურ ფრუსტრაციას, მძიმე ემოციურ კრიზისებს და ა.შ.
XXI საუკუნე
ურანი კუროს ზოდიაქოში 2018 წლის 15 მაისს გადავიდა და მას 2026 წლის 26 აპრილს დატოვებს. ვარსკვლავ ალგოლს ის 2024-2025 წელს შეუერთდება. სწორედ ამ წლებში კრიზისი რუსეთში პიკს მიაღწევს. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი მორიგ კრიზისულ პერიოდს გადის და ამ პერიოდში მოსალოდნელია ჰიპერკრიზისები, რომლებსაც ხელისუფლების ცვლილება მოჰყვება. ზემოთ თქმული არ ნიშნავს, რომ 2024 წლამდე რუსეთში მოვლენები მშვიდად განვითარდება. 2022 წელს პლანეტა მარსი ე.წ. „მარყუჟს“ აკეთებს და ამ ციკლს ის რუსეთის ე.წ. სუვერენიტეტის ჰოროსკოპში ნატალურ მზეს სამჯერ შეუერთდება (ორჯერ დირექტიულად და ერთხელ რეტროგრადულად). ეს პერიოდები იქნება: 27 სექტემბრიდან (2022) - 14 ოქტომბრამდე (2022); 14 ნოემბრიდან (2022) - 2 დეკემბრამდე (2022); 26 იანვრიდან (2023) - 14 მარტამდე (2023).ასე რომ, პირველ სერიოზულ „დარტყმას“ რუსეთის ხელისუფლება ამ წლის შემოდგომაზევე მიიღებს. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ბოლო დღე, როდესაც შეიძლება რუსეთის ხელისუფლების ჩამოშლა მოხდეს, 2026 წლის 26 აპრილია. თუმცა, ეს არის ბოლო დღე და მანამდე რუსეთის ხელისუფლება როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით დენთის კასრზე ზის, რომელიც შეიძლება ნებისმიერ წამს აფეთქდეს."
1736746304
ახალი ამბებიევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოში სამუშაო ვიზიტით ხვალ ჩამოვლენ
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტი საქართველოში ხვალ (14 იანვარს) იგეგმება. საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია, შეაფასოს საქართველოს...
1736744737
სოციალური მედია„ფაქტია, რომ ყველაზე არაქართული პროტესტის მომსწრე ვართ, რომელიც ლიეტუვიდან გადმოღებული სამარცხვინო ქცევის იმედადაა“ - შალვა პაპუაშვილი
„ფაქტია, რომ ყველაზე არაქართული პროტესტის მომსწრე ვართ, რომელიც ლიეტუვიდან გადმოღებული სამარცხვინო ქცევის იმედადაა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში...
1736714205
ახალი ამბები13 იანვარს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 13 იანვარს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვები შეეხება შემდეგ ქუჩებს: ვაკის რაიონი გადაუდებელი ს...
1736713147
ახალი ამბებინიკა კლდიაშვილი: გარკვეულ პოლიტიკურ ფაზაში როცა შედის ქვეყანა, ზუსტად მაშინ ხდება „ფაქტ ჩეკერების“ გააქტიურება, იყო პერიოდი, როდესაც ვერ ვუშვებდით ე.წ. „ლაივებს“, საინფორმაციო გამოშვებას ვერ ვაწვდიდით ინტერნეტ მაყურებლებს
რაღაც გარკვეულ პოლიტიკურ ფაზაში როცა შედის ქვეყანა, ზუსტად მაშინ ხდება „ფაქტ ჩეკერების“ გააქტიურება, - განაცხადა „იმედის“ ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედია ჯგუფის ხელმძღვანელმა ნიკა კლდიაშვილმა...
1736708608
ახალი ამბებიუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი კახა თილიძე დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე და „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი დავით ქაცარავა ავრცელებენ. „შენისთანა...