ემიგრანტი ჟურნალისტი - „ისევ მაქ ვიქნებოდი, ოთხას ლარიან ხელფასს მიჩიჩინებული და მშვიდად დავიხოცებოდით შიმშილით“

„ეს რომ არ გექნა, ისევ მაქ ვიქნებოდი ოთხას ლარიან ხელფასს მიჩიჩინებული და მშვიდად დავიხოცებოდით შიმშილით“, - ამის შესახებ ემიგრანტი, ჟურნალისტი ლალი იმედაიშვილი ფეისბუკგვერდზე წერს.
„რაღაც ძალიან მადლიერების ნოტაზე გამომეღვიძა ამ დილით. მადლობა ღმერთო ჩემი ორი გოგონასათვის, მადლობა რომ სწორედ ისეთები არიან, როგორებიც მინდოდა ყოფილიყვნენ. მადლობა ჩემს ერთგულ, საყვარელ, უანგარო ადამიანებს, ცოტანი ხართ, მაგრამ საუკეთესონი. ყველაფერი საუკეთესო კი ცოტაა სამყაროში.
მადლობა ყველა ადამიანს, ვინც წამიერად გაიელვა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ამითაც კვალი დატოვა, ვინც უკეთესობისკენ შეცვლა მაფიქრებინა.
იმათაც მადლობა, გულგრილად რომ ჩამიარეს და მოხედვაც დაეზარათ, ყველა თავისი ტვირთით მიდის საკუთარი მომავლისკენ და ალბათ ეს ტვირთი ზოგჯერ იმაზე მძიმეა, ვიდრე წარმოგვიდგენია.
ყველა უმცირესი სიკეთე მახსოვს, რაც ადამიანებმა ჩემთვის გამოიმეტეს, მადლობა ამ მცირედისთვისაც. ეს სიკეთეები მეც მიბიძგებდა ხოლმე, სხვებისთვის იმავეს გაკეთების სურვილს მიჩენდა. მთელი ცხოვრება თავში მაქვს ჩაჭედილი - უკვალოდ არაფერი არ იკარგება სამყაროში, ყველა მიზეზს მოსდევს თავისი შედეგი.
და ბოლოს, მადლობა შენ "ძვირფასო მთავრობავ", გასაქანი რომ არ მომეცი, სუნთქვის, არსებობის, მუშაობის და ადამიანური ცხოვრების საშუალება რომ შემიზღუდე, ჩემი შვილების გვერდით ცხოვრების უფლება რომ ჩამომართვი, პირადად ჩემგან მიიღე ამისთვის მადლობა. ეს რომ არ გექნა, ისევ მაქ ვიქნებოდი ოთხასლარიან ხელფასს მიჩიჩინებული და მშვიდად დავიხოცებოდით შიმშილით. სწორედ შენ მაიძულე, შემეცვალა ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების წესი. შენი "წყალობით" ახლა, როგორც არასოდეს ცხოვრებაში, ისე ახლოს ვარ ჩემი მიზნების და ოცნებების რეალობად ქცევის შესაძლებლობასთან.
ახლა უკვე ვიცი, რომ ჩემი შვილები პროგრესული და განათლებული მომავალი თაობის ორგანული ნაწილი იქნებიან. ეს თაობა სამუდამოდ შეცვლის ჩემს ქვეყანაში დროებით გამეფებულ სიბნელეს და ამაში მეც მექნება სულ ცოტაოდენი წვლილი.
მადლობა“ - წერს ქართველი ჟურნალისტი.
ლალი იმედაიშვილი იტალიაში სამუშაოდ 2 წლის წინ წავიდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵1902 წლის სეზონი გომის მთაზე- ვოდევილებით, კონცერტით და პოეზიით
1741508138
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
2025 წლის 11 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ქ. ნიუ-იორკში მონაწილეობას მიიღებს გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაში, რომლის ფარგლებშიც ის დამსწრე საზოგადოებას სიტყვით...
1741506332
მსოფლიომასკი: ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალი, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა
„ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა“, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამერიკელი მილიარდერი ილ...
1741504157
ახალი ამბებისაქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 9-10 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილი...
1741465889
სპორტისაქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა
9 მარტს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთის წინააღმდეგ პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის პირველი მატჩი 9 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის...
1741464309
მსოფლიოჩინეთი კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს აწესებს
ჩინეთი კანადას 2.6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს უწესებს. ჩინეთის ეს გადაწყვეტილება საპასუხო ქმედებაა კანადის მიმართ, რომელმაც ჩინეთს ტარიფე...