“ფრთხილად! რომის მეტროში მომპარეს საფულე, დოკუმენტები” - ემიგრანტი ჟურნალისტი იტალიიდან

მსოფლიოს დიდ ქალაქებში, ჯიბის ქურდობა იმდენად გავრცელებული ფენომენია, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ან ცენტრალურ სადგურებში, ხშირად შეხვდებით წარწერებს სხვადასხვა ენაზე, საიდანაც ვიგებთ, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ ჯიბის ქურდებთან.
ქურდობის მხრივ განსაკუთრებული აქტიურობა კი დედაქალაქებში შეინიშნება, მათ შორის გამონაკლისი არც იტალიის დედაქალაქი რომია.
სწორედ ასეთი ინციდენტის შესახებ გვაფრთხილებს ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი მზეკო ჟვანია:
"რომის მეტროებში ყველაზე ფრთხილად ჩანთებთან იყავით!
მომპარეს საფულე, სადაც ყველა ჩემი დოკუმენტი იყო, თანხაზე აღარაფერს ვამბობ, უმნიშვნელოა საბუთებთან შედარებით!
პასპორტი, პირადობა, სახლის გასაღები...
არ ვიცი, აი, ყველაფერი, რაც აქ ყოფნისას განსაკუთრებით აუცილებელია!
არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა! - წერს ემიგრანტი.
წარმოუდგენლად უარყოფითი განცდაა, როდესაც წამებში აცნობიერებ, რომ "ცხოვრება მოგპარეს", რადგან აქ, მხოლოდ ფინანსურ დანაკარგზე არ არის საუბარი. ხელჩანთაში და საფულეში ხომ ზოგჯერ იმაზე მეტად მნიშვნელოვანი ნივთები გვაქვს, ვიდრე ფულია, იქნება ეს პირადი ნივთები, რომელთანაც განსაკუთრებული მოგონებები გვაკავშირებს, თუ საბუთები, რომელთა აღდგენა-განახლება, საკმაოდ დიდ თანხებთან და დროსთან არის დაკავშირებული.
რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ იტალიაში საბუთები მოგპარეს?
პირველ რიგში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაუკავშირდეთ ბანკს და "დააბლოკინოთ" საბანკო ბარათი. ამის შემდეგ, აუცილებლად უნდა განაცხადოთ პოლიციაში, სადაც ოქმში დეტალურად უნდა აღწეროთ მოპარული ნივთები.
სტატისტიკის თანახმად, ამ გზით მოპარული ნივთების პოვნა არც ისე ხშირად ხდება, მაგრამ არის შემთხვევები, რომ ქურდი, მხოლოდ თანხას იღებს საფულიდან და დანარჩენს იქვე ყრის, შემდეგ კი ეს საბუთები პოლიციაში ხვდება. თუ თქვენ საჩივარი გაქვთ დაწერილი, პოლიცია მარტივად მოგაგნებთ და ნივთებსაც დაიბრუნებთ. თანაც განაცხადის გაკეთება, ერთგვარი თავდაცვის საშუალებაცაა, თუ ქურდმა თქვენი პირადი საბუთების ბოროტად გამოყენება განიზრახა. ასევე, საჩივრის ოქმი აუცილებელია საბუთების გასაახლებლად. ამის გარეშე არცერთი უწყება საბუთების შესახებ განაცხადს არ მიიღებს.
ნინა მამუკაძე სპეციალურად იტალიიდან
🔵 ასევე დაგაინტერესებთ:
იტალიაში ერთი უცნაური დღე აღინიშნება, რომელიც წელიწადში 12-ჯერ მეორდება
1740319989
ახალი ამბები„სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 23 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა საპატიმრო შეწყალების აქტის შედეგად დატოვა“ - პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 23 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი პა...
1740314106
საზოგადოებაგუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-...
1740313990
საზოგადოება„მხოლოდ ისინი ხდებიან საუკუნო ნეტარების ღირსნი, ვინც მიწიერ ცხოვრებაში იჩენდა მოწყალებას მოყვასთა მიმართ“ - მეუფე შიო
„მხოლოდ ისინი ხდებიან საუკუნო ნეტარების ღირსნი, ვინც მიწიერ ცხოვრებაში იჩენდა მოწყალებას მოყვასთა მიმართ“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)...
1740311272
მსოფლიო2002 წლის შემდეგ პირველად, ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ტანკები შეიყვანა
2002 წლის შემდეგ პირველად, ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ტანკები შეიყვანა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის ძალები ჯენინის რაიონში კონტრტერორისტულ ოპერაციას აფართოებენ. გავრ...
1740308183
მსოფლიო„როიტერი“ - სერგეი ლავროვი უკრაინის ომის დასრულების თაობაზე აშშ-ის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების განსახილველად ხვალ თურქეთში ჩავა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხვალ თურქეთში ჩავა. როგორც „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ლავროვი თურქეთში უკრაინის ომის დასრულების თაობაზე აშშ-ის ოფიციალურ პირებთან გამარ...