გაიცანით, იტალიაში დააბდებული სამი ტყუპი ქართველი ბიჭის მშობლები და გაიგეთ, რა ვითარებაში შეიტყო მშობლებმა, რომ სამ შვილს ელოდებოდნენ

დღეს 22 თებერვალს იტალიაში, რეჯო-კალაბრიაში ბელა ბუმბეიშვილსა და მიშა ვაშაყმაძეს სამი ტყუპი, გაბრიელი, მატეო და დემეტრე შეეძინათ. ტყუპების დაბადების შესახებ ინფორმაცია იტალიურმა მედიამ გაავრცელა. ამ სასიხარულო ამბავმა, საემიგრაციო საზოგადოებაში დიდი სიხარული გამოიწვია. ტყუპების დაბადების ამსახველი ვიდეო, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. 

გაბრიელს, მატეოსა და დემეტრეს სახლში უფროსი და ელოდებათ. ექიმების ცნობით, საკეისრო კვეთამ გართულებების გარეშე ჩაიარა. ამ დროისთვის დედა და ბავშვები თავს კარგად გრძნობენ.

exclusivetv.ge ტყუპების მამას, მიშა ვაშაყმაძეს დაუკავშირდა და მათი იტალიური ცხოვრების, ტყუპების დაბადებისა და საქართველოში ცხოვრების შესახებ, რამდენიმე კითხვა დაუსვა. 

ბელა და მიშა ქუთაისიდან არიან, იტალიაში წლების წინ ჩამოვიდნენ. მიშა, საქართველოში სერჟანტის წოდების მქონე სამხედრო პირი იყო. ბელა პროფესიით ბილოგი გახლავთ. საქართველოში კარდიო-ქირურგიულ განყოფილებაში მუშაობდა. ოჯახი, იტალიაში, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისა და წინსვლის მიზნით ჩამოვიდა. 

როგორც ტყუპების მამა გვიყვება, სამი ბიჭის შესახებ ამბის გაგებას, წინ ფათერაკით სავსე ისტორია აქვს. 

„ავტოავარიაში მოვყევით. იმ დროისთვის მეუღლემ იცოდა, რომ ფეხმძიმედ იყო და როცა სასწრაფო სამედიცინო მანქანამ საავადმყოფოში გადაგვიყვანა, ჩემმა მეუღლემ ექიმები წინასწარ გააფრთხილა, რომ ფეხმძიმედ იყო და ექოსკოპიის ჩატარება სთხოვა. სწორედ იმ დღეს გავიგეთ, რომ თურმე ტყუპებს ველოდებოდით. შემდეგ, ერთ-ერთი გეგმური სამედიცინო კონტროლის დროს გავიგეთ, რომ სამიდან, ორი ბიჭი იყო, მესამეს სქესი დღეს, დაბადების შემდეგ გავიგეთ. უბედნიერესი ადამიანი ვარ, ეს უდიდესი სიხარულია. ვიცი, რომ როცა ამ ქვეყნად აღარ ვიქნები, ჩემი სამი ბიჭი გააგრძელებს მომავალს“. - აღნიშნა, ჩვენთან საუბარში მიშა ვაშაყმაძემ.  

exclusiveitv.ge-ს რედაქცია, კიდევ ერთხელ ულოცავს ემიგრანტ მშობლებს სამი ვაჟკაცის დაბადებას და ბედნიერ ცხოვრებას უსურვებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 იტალიაში, სამი ქართველი ტყუპი გაბრიელი, მატეო და დემეტრე დაიბადა

📌 იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

📌 თუ საზღვარგარეთ იმყოფებით და არასრულწლოვანისთვის პასპორტის დამზადება გსურთ

📌 რატომ ეგონათ იტალიელ კარაბინიერებს ქართველები, რუსი მაფიოზები - ორი გურულის თავგადასავალი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740988176

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის - გაგვწირეს უცხოელებმა, „ენჯეოებმა“, ოპოზიციამ - ასეთი ადამიანების ხელისუფლებასთან გაკარება დაუშვებელია

უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის – გაგვწირეს უცხოელებმა, გაგვწირეს „ენჯეოებმა“, გაგვწირა ოპოზიციამ. ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ – თავიანთი პოლიტიკური ღვარძლით,...

შალვა პაპუაშვილი

1740986829

მსოფლიო

CNN: ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ტრამპისა და პუტინის გუ...

ტრამპი და პუტინი

1740983813

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება.  3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...

საქართველოს რკინიგზა

1740982120

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა

დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...

ირაკლი კობახიძე

1740981935

მსოფლიო

მაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება

ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...

საფრანგეთს პრეზიდენტი