იტალია მინიმალურ სახელფასო ზღვარს ზემოთ სწევს, მაგრამ შესაძლოა ხელფასების მომატება “ბადანტეებს” არ შეეხოთ?!

იტალიაში კვლავ გააქტიურდა საკითხი მინიმალური სახელფასო განაკვეთის გაზრდის შესახებ, რომელიც სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს, რის შემდეგაც დამსაქმებელს დადგენილ თანხაზე ნაკლების გადახდა, კანონით აეკრძალება.
ამ მხრივ იტალიაში, ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, არც თუ ისე სახარბიელო პირობებია. იქიდან გამომდინარე, რომ საკითხს კანონი არ არეგულირებს, დამსაქმებლები ხშირად გარკვეული მექანიზმების გამოყენებით, ინდივიდუალურად განსაზღვრავენ მათ მიერ დაქირავებული პირების ხელფასს.
აღნიშნული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, არაერთ სექტორში დასაქმებულ მოქალაქეებს, ხელფასი მნიშვნელოვნად გაეზრდებათ. ერთ-ერთი ასეთია კერძოდ, ოჯახებში მომვლელებად, ძიძებად, შინამოსამსახურეებად დასაქმებული პირების კატეგორია.
ამ კატეგორიის გამორიცხვას მოითხოვს ასოციაცია "დომინას" პრეზიდენტი ლორენცო გასპარინი, რადგან "ბადანტეებისთვის" და მოახლეებისთვის ხელფასის მომატება, უმძიმეს ტვირთად დააწვებათ ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფ იტალიელ ოჯახებს. ეს ყველაფერი კი პარალელურად გამოიწვევს არალეგალური სამუშაო ადგილების შექმნას. აღნიშნული ასოციაცია იმ ოჯახების უფლებებს იცავს, რომლებსაც კერძო პირები ჰყავთ საკუთარ მოხუცებთან, ან ოჯახებში დასაქმებული.
ბოლო მონაცემებით ოჯახებში დასაქმებულ პირთა 57% ისედაც "შავად", კონტრაქტის გარეშე მუშაობს. ზემოთ აღნიშნული ცვლილების განხორციელება კი, საერთო სურათს უფრო დაამძიმებს, რადგან პენსიონერების უმრავლესობა გადამხდელუუნაროა, მათ ხშირად შვილები ეხმარებიან. გასპარინის აზრით, ფაქტობრივად, სახელმწიფო ოჯახებს აიძულებს, კანონის გვერდის ავლით იმოქმედონ.
1744394229
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: სამწუხაროდ, ლონდონში ლეიბორისტული პარტიის ხელისუფლება ძალიან მძიმე და სამარცხვინო მისიას კისრულობს, რასაც „დიფ სთეითის“ მხარდაჭერა ჰქვია
ხდება აღქმებით მანიპულირება და მცდელობა, რომ სასურველ სასურველი სინამდვილედ გაასაღონ - ეს ყველაფერი სასირცხვილოა, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით...
1744391634
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი „თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენის და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის“ მიმდინარეობის სამუშაოებს დაესწრო
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენის და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის“ მიმდინარეობის სამუშაოებს დაესწრო. აღნიშნულ ღონისძიებაში ასევ...
1744389919
ახალი ამბებიპრემიერი: დონალდ ტრამპმა პირდაპირ უწოდა რუსეთ-უკრაინის ომს ე.წ. „პროქსი“ ომი, რაც ნიშნავს მარიონეტულ ომს, მან პირდაპირ განაცხადა, რომ სინამდვილეში ამ ომის ორი მხარე არიან არა რუსეთი და უკრაინა, არამედ რუსეთი და დასავლეთი
გარდა ტაკერ კარლსონისა, ასეთი განცხადება გააკეთა უშუალოდ დონალდ ტრამპმა, მან პირდაპირ უწოდა რუსეთ-უკრაინის ომს ე.წ. „პროქსი“ ომი, რაც ნიშნავს მარიონეტულ ომს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...
1744389250
ახალი ამბებიპრემიერი: საგამოძიებო კომისიის მუშაობა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რა ხალხი მართავდა ქვეყანას 2003-2012 წლებში, ეს იყო უცხოური აგენტურა, რომლებიც გამოირჩეოდნენ სადიზმით, ადამიანების მკვლელობით და წამებით
საგამოძიებო კომისიის მუშაობის პროცესი ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, თუ რა ხალხი მართავდა ჩვენს ქვეყანას 2003 წლის ბოლოდან 2012 წლის ჩათვლით. ეს იყო უცხოური აგენტურა, ხშირ შემთხვევაში, აქ იყვნენ...
1744389005
ახალი ამბებიპრემიერი: ქართულმა საზოგადოებამ დაამარცხა ყველა ის ძალა, რომელიც ცდილობდა, დაპირისპირებოდა ჩვენს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და ეროვნულ ინტერესებს, ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს
ქართველმა ხალხმა აირჩია „ქართული ოცნება“ ოქტომბერში, როდესაც ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები და ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კო...