იტალიაში ფერარისა და იახტის მფლობელი, სახელმწიფოდან სოციალურ დახმარებას იღებდა

იტალიელმა სამართალდამცველებმა და ფინანსურმა პოლიციამ ე.წ „რედიტოს ჩიტადინანცას“ (სოციალური დახმარება) თაღლითური გზით მითვისებული თანხების მქონე პირები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

სახელმწიფოს შეცდომაში შეყვანის გზით მითვისებული თანხის ოდენობა ჯამში, 20 მილიონ ევროს შეადგენს. 

მედიის ცნობით, თაღლითური გზით მისაკუთრებული თანხის ერთ-ერთ მფლობელებს, პირად საკუთრებაში ძვირად ღირებული ავტომობილი „Ferarri“ და იახტა ჰქონდა რეგისტრირებული. ზოგიერთ მათგანს რამდენიმე საცხოვრებელი ბინა, ავტომობილების გაქირავებს სერვისი და ცეკვის სკოლა. ბენეფიციართა შორის, ასევე, ცნობილი იტალიური მაფიოზური დაჯგუფება „Camorra“-ს წევრებიც არიან. ასევე დაფიქსირდა პირები, ვინც მრავალშვილიანობის ყალბი დოკუმენტები წარადგინა.

რეგიონთაშორისი სარდლობის კარაბინერებმა, შრომის დაცვის სამხედრო სარდლობასთან ერთად, 20 მილიონი ევრომდე ოდენობის თაღლითური გზით თანხის მითვისების სქემა გამოააშკარავეს. ხსენებულმა სამსახურებმა 1 მაისიდან 17 ოქტომბრამდე, 5 ათასი დარღვევა აღმოაჩინა კამპანიას, პულიას, აბრუცო, მოლისე და ბაზილიკატას რეგიონებში. 

თაღლითური გზით მისაკუთრებული თანხების ყველაზე გასაოცარ შემთხვევებს შორის არის პირი, რომელიც ფლობდა მდიდრულ Ferrari-ს, უამრავ ქონებას და მიწას. კოლეპასოში, ლეჩეს პროვინციაში, ერთ-ერთმა იდენტიფიცირებულმა პირმა განაცხადა, რომ მის ოჯახში იმყოფებოდა ექვსი უცხოელი არასრულწლოვანი, რომლებიც რეგისტრირებულნი არ იყვნენ იმ მუნიციპალიტეტში, რომლებთანაც მას არ ჰქონდა ოჯახური კავშირები. ასევე კოლეპასოში, წყვილმა განაცხადა, რომ ოჯახში ჩაწერილი ჰყავდა ოჯახის სხვა წევრები, რომლებიც რეალურად ცხოვრობენ გერმანიაში. 

INPS-ის მონაცემებით, 30 აპრილს კამპანიაში, პულიაში, აბრუცოში, მოლიზსა და ბაზილიკატაში სუბსიდიის მიმღები იყო ზუსტად 387,076 ოჯახი. საჩივრები ეხება 3484 ადამიანს. ამ უკანასკნელთაგან 38,4% არის პოლიციისთვის უკვე ცნობილი სუბიექტები, მათ შორის 2,6% (90) ასოციაციური დანაშაულისთვის ნასამართლევი ან მსგავსი პრეცედენტით დამძიმებული.

მთლიან ოპერაციაში მოხსენიებულ სუბიექტებს შორის 60.2% მამაკაცია (2097), ხოლო დანარჩენი 39.8% ქალი (1387). გარდა ამისა, 59.4% არის იტალიის მოქალაქე (2071), ხოლო დანარჩენი 40.6% უცხო ქვეყნის მოქალაქეა (1431).

სოციალური დახმარების მიღების მსურველთა სიაში იპოვით, დაწყებული წინდების გამყიდველიდან ყაჩაღამდე, ბარმენიდან „კამორისტის“ ოჯახის წევრამდე და თავად კამორისტსაც. ეგრეთ წოდებულ ჩვეულებრივ კრიმინალებს შორის არიან მოხუცები თაღლითები, გამტაცებლები, ნარკორეალიზატორები, სიგარეტის კონტრაბანდისტები, მაგრამ ასევე „არალეგალური“ მუშები (ვაგონების მშენებელი, ბარმენი, გამყიდველი). 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ ფლორენციის ემიგრანტთა საყურადღებოდ - მერიამ ბინების გაცემა დაიწყო

როდემდე იქნება სავალდებულო Green pass-ი იტალიაში

იტალიაში “ბადანტეებისთვის” ვაქცინაციის სპეციალური კამპანია იწყება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741508138

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

 2025 წლის 11 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ქ. ნიუ-იორკში მონაწილეობას მიიღებს გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაში, რომლის ფარგლებშიც ის დამსწრე საზოგადოებას სიტყვით...

 მაკა ბოჭორიშვილი

1741506332

მსოფლიო

მასკი: ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალი, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა

„ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა“, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამერიკელი  მილიარდერი ილ...

ილონ მასკი

1741504157

ახალი ამბები

საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო

 გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 9-10 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილი...

ამინდი

1741465889

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა

9 მარტს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთის წინააღმდეგ პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის პირველი მატჩი 9 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის...

საქართველოს ნაკრებ

1741464309

მსოფლიო

ჩინეთი კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს აწესებს

ჩინეთი კანადას 2.6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს უწესებს. ჩინეთის ეს გადაწყვეტილება საპასუხო ქმედებაა კანადის მიმართ, რომელმაც ჩინეთს ტარიფე...

ჩინეთიჩინეთი