იტალიაში “ბადანტეებისთვის” ვაქცინაციის სპეციალური კამპანია იწყება

იტალიაში, კერძოდ ტოსკანას რეგიონში, დღის წესრიგში აქტიურად დადგა კოვიდ ვაქცინით აუცრელი „ბადანტეების“ საკითხი. ჯანდაცვის რეგიონალური უწყება უკვე აქტიურად მუშაობს პრობლემის სწრაფად გადაჭრის საკითხზე. სპეციალურად „ბადანტეებისთვის“ ე.წ. ღია კარის დღეების მოწყობა იგეგმება, სადაც ოჯახებში დასაქმებულ პერსონალს, წინასწარ რეგისტრაციის გარეშე შეეძლება ვაქცინის მიღება.
ტოსკანას რეგიონის მრჩევლის ჯანდაცვის საკითხებში, სიმონე ბეძინის განცხადებით: „მთავარია მოხუცების ჯანმრთელობა. თუ ის ადამიანები, ვინც მათ უვლიან არ იცრებიან, საკმარისი არ არის მათი ჯარიმებით „შეშინება“, რაც ტექნიკური თვალსაზრისით, რთულად გასაკონტროლებელი და უფრო რთულად განსახორციელებელია. მოხუცები და მათი ოჯახები, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან ისინი ვალდებულნი არიან გააკონტროლონ იმ ადამიანების Green pass-ი, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, მათი ოჯახის წევრებად იქცევიან ხოლმე. ჩვენ მათ ვავალდებულებთ ეს ადამიანები სამსახურიდან გაუშვან და სხვა, უცხო ადამიანი მოიყვანონ, რომელთანაც მოხუცს თავიდან მოუწევს შეგუება“.
ტოსკანას სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ოჯახებში ლეგალურად დასაქმებული „ბადანტეების“ მხოლოდ 59 პროცენტია აცრილი. შესაბამისად, ვირუსის გავრცელების საფრთხეც მაღალია. მაგალითად, რეგიონის ამავე ზონაში მცხოვრები აღმოსავლეთ ევროპელი უცხოელების დაინფიცირებულთა რაოდენობა, სამჯერ აჭარბებს ვირუსით დაინფიცირებული იტალიელების რიცხვს.
ოფიციალური მონაცემებით, ოჯახებში დასაქმებული პირების 68% სწორედ აღმოსავლეთ ევროპიდანაა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაც ხდება რუმინეთში, სიტუაცია სარკისებურად აირეკლება იტალიაში.
„ამიტომ არის საჭირო, ამუშავდეს სპეციალური სისტემა. მედიატორებისა და თარჯიმნების ჩართულობით განხორციელებულმა ვაქცინაციის კამპანიამ, სადაც ამ ადამიანებს თავიანთ ენაზე დეტალურად უხსნიან თითოეულ საკითხს, ძალიან კარგი შედეგი გამოიღო არაევროპულ კონტინგენტთან და იმედი გვაქვს, რომ იგივე სისტემას ასევე კარგი შედეგი ექნება, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებთანაც“, აცხადებს რეგიონის ჯანდაცვის უწყება.
აღნიშნული გეგმის მიზანია, მეტი ინფორმაცია მიაწოდონ ოჯახებს და „ბადანტეებს“ და მათთვის გასაგებ ენაზე გაავრცელონ ღია მიმართვა პროფკავშირების, ოჯახის ექიმების და ა.შ. საშუალებით. მესიჯის ძირითადი შინაარსი შემდგომში მდგომარეობს - ოჯახებში დასაქმებულ უცხოელ პირებს, მათზე მორგებული გრაფიკით, ანუ მათი დასვენების დღეს, საშუალება ექნებათ გამოცხადდნენ კონკრეტულ პოლიკლინიკებში და ექსპერტების მიერ ვაქცინის შესახებ მათთვის მშობლიურ ენაზე სრული ინფორმაციის მიწოდების შემდეგ გადაწყვიტონ, გაიკეთონ თუ არა აცრა.
1740770451
მსოფლიოზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...
1740769184
მსოფლიო„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...
1740767388
მსოფლიოდონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...
1740765093
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი. მოხარულები ვართ, რომ აშშ-შიც ამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და კანონის დონეზე მიიღეს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი და კარგია, რომ აშშ-შიც კა...
1740764801
ახალი ამბებისუს-ში აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება“ ტარდება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს. საქართველოს პირველი არხი ფაქტის კომენტირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში...