იტალიაში კოვიდით 9 ბავშვი გარდაიცვალა

"მუდმივად გვიმეორებენ დიდ ტყუილს, რომ სრულად ვაქცინირებული ადამიანები მარტივად ინფიცირდებიან, შემდეგ კი სხვებზეც ავრცელებენ ვირუსს. მათივე ცნობებით, დაინფიცირების რისკი ნაკლებია არავაქცინირებული ადამიანებისგან. არ შეეფერება ეს სიმართლეს, არამც და არამც."- ამის შესახებ იტალიის ცნობილმა იმუნოლოგმა, პროფესორმა რობერტო ბურიონმა განაცხადა. მისი განმარტებით, სწორედ ვაქცინირებული ადამიანების დაინფიცირების რისკია ნაკლები, შესაბამისად მათგან ვირუსის გავრცელებაც იკლებს.

იმუნოლოგმა ბავშვებში კოვიდზე აცრაზეც ისაუბრა: ,,დღეისთვის შესაძლებელია 5-დან 11 წლამდე ბავშვების კოვიდზე აცრა. თითოეულმა მშობელმა დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს შვილების აცრის საკითხი." ცნობისთვის, იტალიაში ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა 0-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებში დაფიქსირდა. ,,ამ დროისთვის იტალიაში გვაქვს კოვიდ ინფექციური დაავადება პედიატრიაში. ვირუსი ბავშვებში შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, რასაც ვერ ვიტყვით ხანდაზმულებზე"- განაცხადა პროფესორმა. იტალიაში 6-დან 11 წლამდე ბავშვებში დაფიქსირებული შემთხვებებიდან განიკურნა 1,475, ინტენსიურ თერაპიაში იმყოფებოდა - 37, გარდაიცვალა 9 ბავშვი. 

,,ამერიკაში 5 მილიონი ბავშვი აცრეს, არცერთ კვლევას არ დაუდასტურებია ვაქცინის უარყოფითი ზეგავლენა. მე მყავს 10 წლის შვილი და ზუსტად იმიტომ რომ ძალიან მიყვარს და ვუფრთხილდები ავცერი - განაცხადა იმუნოლოგმა, რობერტო ბურიონმა.

ნონა გედენიძე სპეციალურად ExclusiveTV.ge-თვის ემილია-რომანიადან

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 შეზღუდვები ბრუნდება - მსოფლიოში ,,ომოკრონის" შემთხვევები იზრდება

📌 გაიგეთ, რა შეზღუდვები დაწესდა საშობაოდ იტალიაში, ქალაქების მიხედვით!

📌 გაუქმებული საშობაო და საახალწლო ღონისძიებები - იტალიის ერთ-ერთი რეგიონი დღესასწაულების აღნიშვნაზე უარს ამბობს

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1730814455

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7247 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7280 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ვალუტის კურსი

1730810085

საზოგადოება

🎥 იწვევს თუ არა ფეხის ფეხზე გადადება მაღალ წნევას და გაფართოებულ ვენებს? - ექიმების რეკომენდაციები

ჯდომის ძალიან ბევრი მანერა არსებობს, მაგრამ უმეტესობა ადამიანებისა ფეხი ფეხზე გადადებული ზის, რადგან ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული პოზაა, თუმცა არა სასარგებლო, რადგან ეს არ არის ფიზიოლოგიური. ამ დროს არ...

ექიმის რჩევები

1730808526

საზოგადოება

თბილისში სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს

სოციალურ ქსელში გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ სასიამოვნო სიახლეს აზიარებს, სადაც ვკითხულობთ რომ თბილისში სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს და სამყაროს პატარა ვარდისფერ ლოყები...

ექიმები

1730804369

საინტერესო ამბები

„წითურები ტკივილის მიმართ უფრო მგრძნობიარეები არიან“ - საინტერესო ფაქტები ჟღალთმიანებზე, რომელთა დღეც 5 ნოემბერს აღინიშნება

5 ნოემბერი წითელ თმიანი ადამიანების საერთაშორისო დღეა, რაც ძალიან ბევრ ქვეყანაში აღინიშნება. „გიყვარდეს შენი წითური თმა“ - ეს დღე  ადამიანებს ჟღალი ადამიანების არსებობას ახსენებს და იმას, რომ მათი გარ...

წითურების დღე

1730802373

ჰოროსკოპი

„უმჯობესია ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ“ - 5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 5 ნოემბრის ასტროლოგიური მოვლენების შესახე...

ხათუნა ნოელი