იტალიაში მცხოვრები თბილისელი ფიტნესინსტრუქტორი, რომელიც ქართველ ემიგრანტებს დღის წესრიგს უდგენს

მამუკა რაშოიანი, პროფესიით ფიტნესის ინსტრუქტორია და 14 წელია, რაც ამ სფეროში მოღვაწეობს. 4 წელი აღმოსავლური მედიცინის შესწავლას მოანდომა და ამ სფეროში მუშაობის ამდენივე წლიანი პრაქტიკა გააჩნია. ფლობს ინკლუზიურ განათლებას, კონკრეტულად პრობლემური ქცევის მართვის სპეციალისტია, ასევე დამთავრებული აქვს საექთნო. საუბრობს ოთხ ენაზე: ქართული, ინგლისური, გერმანული, რუსული და სწავლობს მეხუთეს - იტალიურ ენას.

30 წლის მამუკა რაშოიანი, ორი წელია რაც იტალიაში იმყოფება და დამატებით პროფესიას ეუფლება. ამჟამად, სასწავლო ცენტრ „Vip Intellest Grup“-ში ფარმაკოლოგიურ კურსს გადის.

- მამუკა, რამ განაპირობა საცხოვრებელი ქვეყნის შეცვლა და რატომ აირჩიეთ იტალია?

- ზოგადად, იტალია ბავშვობიდან მიზიდავდა, თავისი სილამაზით, კულტურით, ისტორიითა და ღირსშესანიშნაობებით, მაგრამ მას შემდეგ ამ ქვეყნით, კიდევ უფრო დავინტერესდი,  როდესაც გავიგე, რომ იტალიელი ხალხი სწორ კვებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.  იტალიაში ჩამოსვლის შემდეგ, კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ სწორედ იქ ვარ, სადაც ჩემი პროფესია და ცხოვრების წესი სრულ ჰარმონიულ თანხვედრაშია.

ქართველებისთვის ძნელია კვებითი რაციონის შეცვლა, რადგან ჩვენი სამზარეულო იტალიური სამზარეულოსგან განსხვავდება. იტალიელები უპირატესობას ბოსტნეულს ანიჭებენ, ამიტომ თავდაპირველად, ქართველებს აქაურ სამზარეულოსთან შეგუება უჭირს. ქართველებს ერთი ჩვევა გვაქვს, შეიძლება დღე ისე გავიდეს, რომ საკვები არც გაგვახსენდეს, აქ კი ყველაფერი პირიქით არის, ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, როდესაც ხდება კალორიების დაწვა, იტალიელები აუცილებლად ორგანული გზით აინაზღაურებენ დახარჯულ კალორიებს და არ ჩაერთვებიან ფიზიკურ აქტივობაში თუ საკვები მიღებული არ აქვთ.  ამით ხაზს უსვამენ იმას, რომ შრომის შედეგად დამწვარ კალორიებს აღდგენა სჭირდება. იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა ჩვენც გავიაზრებთ ამ ყველაფერს და ჯანსაღი ცხოვრების წესს და სწორ კვებას მეტ ყურადღებას მივაქცევთ.

- საქართველოში რა საქმიანობდით იყავით დაკავებული?

- 14 წელი ფიტნესის ინსტრუქტორი გახლდით. ოთხი წელი ვმოღვაწეობდი აღმოსავლურ მედიცინაში, სადაც სწორი კვების რაციონს ვადგენდი. იყო პერიოდი სხვადასხვა სამსახურში ვმუშაობდი, უქმად ყოფნას, ყოველთვის ვამჯობინებდი დატვირთული და საქმიანი ცხოვრება მქონოდა.  ასევე მქონდა რთული პერიოდებიც, მაგრამ არასდროს დავნებდი. ყოველთვის ვცდილობდი და ვცდილობ განვვითარდე და წინ წავიდე.

- მოგვიყევით სწორი კვების შესახებ. რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი?

- თანამედროვე ადამიანის სწრაფვა, ჯანსაღი ცხოვრების სტილის და სასარგებლო საკვები პროდუქტების მიმართ წლიდან წლამდე იზრდება. თანამედროვე ადამიანს ავადმყოფობის დროც კი არ აქვს. ამიტომ საკვებმა  უნდა უზრუნველყოს ორგანიზმის განვითარება და მისი ყველა ორგანოს სრულყოფილი ფუნქციონირება. ჰიპოკრატე ამბობდა: "საკვები უნდა იყოს წამალი, წამალი კი საკვები". ფუნქციური  საკვები უნდა შეიცავდეს: პროტეინებს, ამინომჟავებს, პეპტიდებს, ნახევრადუჯერ ცხიმოვან მჟავებს, ანტიოქსიდანტებს და სასიცოცხლოდ აუცილებელ სხვა ნივთიერებებს, რომლებისგანაც დიდი ხნის წინ გამოიფიტა ყველა საკვები. ბუნებაში არსებული ყველა საკვები პროდუქტი ფუნქციურია, ეფექტურად არეგულირებენ სისხლის წნევას, აძლიერებენ ორგანიზმის თავდაცვის ფუნქციას, აახალგაზრდავებენ ორგანიზმს და ორგანიზმისთვის, სხვა უამრავი სასარგებლო თვისებები გააჩნიათ. იმისათვის რომ ფუნქციური პროდუქტებიდან სარგებელი მივიღოთ, უნდა შევწყვიტოთ მათი გამოფიტვა.

- რამდენად უსაფრთხოა „სწორი კვება“ და იწვევს თუ არა გართულებებს?

- მინდა ყველას ვთხოვო, რომ ნუ შეაშინებთ ტერმინის „სწორი კვება“. მთელი ჩემი მონდომება და ენერგია იმ მიზნისკენ მაქვს მიმართული, რომ ადამიანებს ფორმაში ყოფნა გავუადვილო. კვებაში სადაც, ყოველდღიურად ყველაფერს მიირთმევენ, ხილს, ხორცს, ბოსტნეულს, ბურღულეულს, რძის ნაწარმს და დესერტს, რაციონში სადაც ყოველდღიურად ადამიანი იღებს ყველა ვიტამინს და მინერალს, როგორ შეიძლება იყოს მავნებელი ან საშიში? რაციონი იმ ადამიანს უნდა მოერგოს, ვისაც რა მიზანი აქვს, კერძოდ რა სურს, წონაში კლება, მატება თუ შენარჩუნება. რაციონის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს, წონა სიმაღლე, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა.

- რის მიხედვით ადგენთ კვების რაციონს? რა არის ძირითადი საკითხები, რომელზეც ყურადღებას ამახვილებთ?

კვების რაციონს ვადგენ პიროვნების ჯანმრთელობის და სისხლის ჯგუფის მიხედვით. ვითვალისწინებ ჰორმონალურ დარღვევებს, კუჭ-ნაწლავს და ასევე თირკმელს, ასევე არის გასათვალისწინებელი დეტალები, რომელზეც კონსულტაციას პირადად მომხმარებელთან გავდივარ.

- ხშირია შემთხვევები, როცა მომხმარებელი, მასზე ინდივიდუალურად შედგენილ კვების რაციონს, სპეციალისტთან კონსულტაციის გარეშე, გახდომის სურვილის მქონე მეგობრებს უზიარებს. რა შეიძლება მოჰყვეს ამგვარ ქმედებას და რამდენად ეფექტურია ინდივიდუალურად შედგენილი კვების რაციონი სხვებისთვის?

- ზოგი ადამიანი, პირდაპირ სოციალურ ქსელში წერს მასზე ინდივიდუალურად შედგენილ მონაცემებს, რაც არა სწორია. გავრცელებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ როდესაც ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და მოგეხსენებათ, თითოეული ადამიანი განსხვავდება, როგორც მეტაბოლიზმის, ასევე ნივთიერებათა ცვლის და ჯანმრთელობის მდგომარეობით. ერთ კონკრეტულ ადამიანზე შედგენილი რაციონი ბუნებრივია, სხვისთვის ეფექტური  ვერ იქნება. შეიძლება დაიკლოს, რამდენიმე კილოგრამი, მაგრამ ორგანიზმში რაღაც უკუჩვენება დაუტოვოს. ამის შემდეგ, ადამიანი, ვინც სხვისი ინდივიდუალური კვების რაციონით ისარგებლა, დაკლებულ კილოგრამებს, ისევ სწრაფად მოიმატებს. არასწორი რაციონით დაკლებული კილოგრამების მატება პირველ რიგში აისახება სახეზე, მკერდზე და მუცელზე.

- სასურველი შედეგის მისაღებად  რა დროა საჭირო?

- რაც შეეხება, ჩემს მეთოდს, ზედმეტი კილოგრამების დაკლების მსურველი პირისთვის ვადგენ კვების ერთთვიან რაციონს. ერთთვიან რაციონს ვყოფ ორ ეტაპად, ორკვირიან ფაზად. ორი კვირის შემდეგ ვიწყებთ კონტროლს. მომხმარებელი მაწვდის ინფორმაციას დაკლებული კილოგრამების შესახებ, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ვაზუსტებთ დეტალებს და ვაკონტროლებთ მდგომარეობას, ხომ არ გამოიწვია რამე ტიპის დისკომფორტი. ამის შემდეგ მომხმარებელი გადადის კვების რაციონის მეორე ეტაპზე. შესაძლებელია შევიტანოთ ცვლილება და დამატებითი რაციონი გახდეს საჭირო. თითოეული შემთხვევა აბსოლუტურად ინდივიდუალურია.

არის შემთხვევები, როცა რაციონს ორ თვემდე ვზრდი, რადგან, როდესაც შიდა ცხიმოვანი ფენა იშლება, მაგ დროს რაციონის შეცვლამ, შეიძლება შეაფერხოს კლება, ამიტომ ესეც ინდივიდუალურია და ამავდროულად რაციონი იმდენად მრავალფეროვანია რომ თუ ორგანიზმმა არ გვანიშნა, რომ გვესაჭიროება ახალი პროდუქტები, მანამდე რაციონს არ ვცვლით.

- რა განსხვავება არსებობს სწორ კვებასა და დიეტას შორის?

- ეს მეტად საინტერესო კითხვაა. განსხვავება დიდია.  დღევანდელ დღეს, სწორი კვების სახელს ყველა დიეტა ამოეფარა და ხალხი გაურკვევლობაშია. საითაც გაიხედავ, ყველგან „სწორ კვებაზე“ საუბრობენ. მივესალმები ჯანსაღ კონკურენციას, მაგრამ ეს ჯანსაღი კონკურენციისგან გამიჯნული შემთხვევაა. ამას, ადამიანების შეცდომაში შეყვანა ჰქვია. თანამედროვე ბაზარი უამრავი სარეკლამო სლოგანებით არის აჭრელებული, მათ უმრავლესობას, მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს. ამასთანავე არაპროფესიონალის ხელში მოხვედრილი ადამიანები, ხშირად სტრესულ მდგომარეობამდე მიდიან, რადგან უამრავი წესის დაცვა უწევთ. სტრესი,  ჩვენს ორგანიზმს ანგრევს, ფიტავს მას ვიტამინების და  მინერალებისგან, რას დროსაც ზოგს ინსულინი  ან დიაბეტის ნიშნები უვითარდება. არასწორი დიეტის შემთხვევაში, შესაძლებელია ადამიანს განუვითარდეს თმის ცვენა და ფრჩხილების დაზიანება. ვინც სწორ კვებას იცავს, ზემოთ ჩამოთვლილი გართულებების რისკი ფაქტობრივად არ არსებობს. სხვათა შორის, მყავს მოსწავლეები, რომლებსაც თმები სცვიოდა, ფრჩხილები ტყდებოდა, დიაბეტის ნიშნები და რკინადეფიციტური ანემია ჰქონდათ, ასევე ისეთებიც, რომლებსაც ავტოიმუნური თირეოდიტი აწუხებთ და მათ განსაკუთრებით უჭირთ კლება, რადგან ასეთ დროს უფრო ნელდება მეტაბოლიზმი და ასეთმა ადამიანებმა, რაც არ უნდა დიეტა გააკეთონ, წონაში სწორად ვერ დაიკლებენ. შესაძლებელია რამდენიმე კილოგრამი მოიშორონ, მაგრამ არასწორი დიეტების დროს წონა აკლდება მხოლოდ კუნთს და შემდეგ კვლავ იწყება შეშუპება, რითაც სხეული ფორმას კარგავს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სწორედ ასეთი მომხმარებლებიც კი იკლებენ სწორად კვების დრო,  ჯანსაღად და შიდა ცხიმოვანი ფენის ხარჯზე.

- მამუკა, ჭარბი წონა პრობლემებს ბავშვებსაც უქმნის. თქვენი აზრით, რამდენად რეკომენდებულია სწორი კვების პრინციპები ბავშვებისთვის?

- სწორი კვების პრინციპები ბავშვთა ასაკისთვის არ განსხვავდება მოზრდილთა კვების რეკომენდაციებიდან. ჯანმრთელი კვების რეჟიმი ბავშვებში უზრუნველყოფს ენერგიის შენარჩუნებას, გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებას, დადებითი განწყობის ჩამოყალიბებას, სულიერი სიჯანსაღეს, ასევე ნორმალური წონის შენარჩუნებას, რითაც უზრუნველყოფილია ისეთი ქრონიკული დაავადებებისგან დაცვა, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტის ორი ტიპი, კარდიოლოგიური პრობლემები, ჰიპერტენზია და სხვა.

- სხვადასხვა დიეტების შემდეგ, მომხმარებელი ხშირად აღნიშნავს, რომ წონაში სწრაფად იმატებს? სწორი კვების შემთხვევაში ირღვევა თუ არა წონის ბალანსი?

- როდესაც ადამიანი სხვადასხვა დიეტას აკეთებს, აი, მაგალითად, გააკეთა რაღაც დიეტა და დაიკლო 10 კგ, ამ 10 კგ-დან 7 კგ დაკლებული აქვს კუნთი და 3 კგ ცხიმი. ნუ მან დაიკლო 10 კგ სასწორზე, უხარია, ბედნიერია, მაგრამ დაარღვევს თუ არა დიეტას, იმატებს 7 კგ ცხიმს და 3 კგ კუნთს, ანუ სხეულში ცხიმის რაოდენობამ მოიმატა და კუნთმა დაიკლო.

სწორი კვების დროს ბალანსი ვერ დაირღვევა, რადგან სწორი კვება მასზეა მორგებული და იკლებს შიდა ცხიმოვან ფენას, ეს ცხიმი წლების ნაგროვებია და მემკვიდრეობით სხვადასხვა დიეტებით ერგო, რომელსაც წლების მანძილზე მიმართავდა. როდესაც დიეტებზე დამოკიდებული ადამიანები, ცხიმოვან ფენას ანუ ვესცერალურ ცხიმს, აილაგებენ, ამ ცხიმების დაგროვებას ისევ წლები დასჭირდება. სწორი კვება, ეს არის ამ ცხიმის მოშორების მიზანი სწორი დაბალანსებული კვებით, რომელსაც თითოეული ადამიანისთვის ვადგენ. ჩემთვის მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა.

 

P.S დაინტერესების შემთხვევაში გადადით ბმულზე: კვება მამუკასთან ერთად
 
 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1730895391

სოციალური მედია

„ჩემს ცხოვრებას აზრი ჰქონია...“ - რას წერს ნინი ქარსელაძე?

მომღერალმა ნინი ქარსელაძემ რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილზე იქორწინა. წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა. 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ იგი ქმარს დაშორდა ამის შესახებ ინფორმ...

ნინი ქარსელაძე

1730891103

საზოგადოება

მუხრანის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ბენეფიციარი დაიღუპა

„მუხრანის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს ორი ბენეფიციარი ემსხვერპლა“, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ავრცელებს.  მათივე ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 2 ბენეფიციარი, რომლ...

ხანძარი ბათუმში

1730889332

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ამ დროისთვის მან მან ამომრჩეველთა კოლეგიის 276 ხმა მიიღო, რაც გამარჯვებისთვის საკმარისია. ამის შესახებ CNN იუ...

ამერიკის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი

1730885933

მსოფლიო

ტრამპი: მე არ ვაპირებ ომების დაწყებას, მე ომების დასრულებას ვაპირებ

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ახალ ომებს არ დაიწყებს, არამედ უკვე არსებულ კონფლიქტებს დაასრულებს. „მე არ ვაპირებ ომების დაწყებას. მე ვაპირებ, რომ დავასრულო ისინი“, - თქვ...

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

1730883971

საზოგადოება

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრ...

საბერძნეთი