„ოპოზიციაში არის ჩვეულებრივი ქაოსი, მათი სპეკულაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით სრულიად გაქარწყლებულია და არ იციან, რა უნდა გააკეთონ“ - ლევან მაჭავარიანი

„ოპოზიციაში არის ჩვეულებრივი ქაოსი და ის პიროვნებები, რომლებიც დაჯგუფებულები არიან, თავიანთ პარტიებშიც კი დიდი სიმპათია ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ. ის ოთხი რადიკალური პარტია, რომელიც გააერთიანეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუდის ქვეშ, მათი ხვედრია ეს, დავალებებს იღებენ უცხოეთიდან და უფლება არ აქვთ, შეეწინააღმდეგონ“ – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, აცხადებს.

„აზრთა სხვადასხვაობა, რა თქმა უნდა, არსებობს. ის, რომ მოსახლეობამ სწორი არჩევანი გააკეთა, ეს იყო ჩვენი ფიზიკური და სულიერი გადარჩენის არჩევნები. ჩვენი მოსახლეობა ძალიან კარგად აზროვნებს და ძალიან გამოცდილია, შესაბამისად, მათ ეს საფრთხე რომ დაინახეს და რეალურად “ქართულმა ოცნებამ” მიიღო 54% ამ არჩევნებზე. გაყალბებასთან დაკავშირებით, თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ ზღაპრები, რომელიც მეორე დღიდანვე გამოიყენეს, აბსოლუტურად არაფერი მოხვედრილა ეუთო/ოდირის ანგარიშში. მათი სპეკულაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არის სრულიად გაქარწყლებული. არ იციან, რა უნდა გააკეთონ, შემდეგი ნაბიჯი რა უნდა იყოს, ეგეც არ იციან”, – აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

ცნობისთვის დაპირისპირება ოპოზიციაში ამჯერად, ზურა გირჩი ჯაფარიძის განცხადებამ გამოიწვია, სადაც ოს ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო, შეემუშავებინა მოკლე გზავნილი, რაც მოსახლეობაში შესაძლო ომის საფრთხის შიშს გაანეიტრალებდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736590080

მსოფლიო

ბაიდენი: პუტინი რთულ მდგომარეობაშია, უკრაინას გამარჯვების შანსი აქვს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ახლა რთულ მდგომარეობაშია, რუსული ნავთობის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღების შემდეგ. „პუტინი ახლა რთულ მდგომა...

ააა

1736589041

მსოფლიო

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ლოს-ანჯელესში ჩავიდნენ

პრინცი ჰარი და მისი მეუღლე კალიფორნიაში, ხანძრით დაზარალებულ ადამიანებთან ჩავიდნენ. როგორც BBC წერს, წყვილი ესაუბრა ადგილობრივებს, მათ შორის - გადაუდებელი დახმარების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც...

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

1736587735

მსოფლიო

ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის განცხადებით, ხუთი ადამიანია დაღუპული პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში, ხოლო ექვსი – ქალაქ პასადენას სამხ...

ლოს-ანჯელესი

1736586141

მსოფლიო

„ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ - აშშ-ის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში კანონპროექტი დარეგისტრირდა

აშშ-ის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში უკვე დარეგისტრირდა რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონისა და დემოკრატი კონგრესმენის, სტივ კოენის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც „ქართული კოშმარის არაღი...

აშშ

1736585261

მსოფლიო

ჯო ბაიდენი 15 იანვარს მოსახლეობას პრეზიდენტის რანგში ბოლოჯერ მიმართავს

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 15 იანვარს მოსახლეობას გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართავს. ამის შესახებ Deutche welle იუწყება. ბაიდენი ერს სიტყვით მიმართავს თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან. გა...

ააა