კონკურსი იტალიაში მცხოვრები ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებისათვის, რომელსაც ქალაქ ბარიში არსებული გენერალური საკონსულო აცხადებს
ქალაქ ბარიში არსებული გენერალური საკონსულოს ინიციატივით, იტალიაში მცხოვრები ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებისათვის, შობის დღესასწაულთან დაკავშირებულ თემატიკაზე კონკურსი ცხადდება.
კონკურსი „ვინ თქვა, შობას სასწაული არ ხდებაო“, საზღვარგარეთ, ქართულ დიასპორაში ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებისათვის, სამშობლოსთან მათი კავშირის გაღრმავების ხელშეწყობისა და თანამემამულე მოზარდთა, საქართველოსთან კავშირის გაღრმავების მიზნით ტარდება.
კონკურსი დისტანციურ რეჟიმში ცხადდება!
კონკურსის პირობები: კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საზღვარგარეთ მოქმედი, ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეებსა და უცხოეთში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 5 წლიდან, 17 წლის ჩათვლით.
კონკურსი ჩატარდება ერთ ტურად. მონაწილეობის მსურველებმა, საქართველოში შობის დღესასწაულთან დაკავშირებულ თემაზე - „ვინ თქვა, შობას სასწაული არ ხდებაო“, შესრულებული ფერწერული ნამუშევრების ასლი უნდა გააგზავნონ ქალაქ ბარიში გენერალური საკონსულოს ელექტრონულ მისამართზე: bari.con@mfa.gov.ge 2021 წლის 1 ნოემბრიდან 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.
მონაწილეთა ნამუშევრები შეფასდება ქალაქ ბარიში გენერალური საკონსულოს „facebook” გვერდზე განთავსებული ნამუშევრების მოწონების *like რაოდენობის მიხედვით.
ნამუშევარზე უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ასაკი, ქალაქი, ქვეყანა, საკვირაო სკოლის მოსწავლის შემთხვევაში, სკოლის დასახელება და საკონტაქტო მონაცემები.
გამარჯვებული ფერწერული ნამუშევარი, საავტორო უფლებების დაცვით, ქ. ბარიში გენერალური საკონსულოს მიერ გამოყენებული იქნება 2022 წლის ოფიციალურ მისალოც ბარათებზე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორ დავუკავშირდეთ, ქალაქ ბარიში არსებულ, საქართველოს გენერალურ საკონსულოს
⭕ გენერალური კონსული, იტალიის შრომის საყოველთაო კონფედერაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო
1736961451
საზოგადოებაპრემიერი: გახარიამ წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა, ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენა, მაგრამ როცა ხარ ჯაშუში და როცა ხარ ნაცი, გეკისრება თმენის ვალდებულება
ხშირად საუბრობენ პოლიტიკოსებთან მიმართებით თმენის ვალდებულებაზე, არ ვიცი ეს როგორ არის პოლიტიკოსებთან მიმართებით, ჩემი შეხედულება მაქვს ამაზე, მაგრამ როცა ხარ ნაცი და როცა ხარ ჯაშუში, იქ ნამდვილად გაქ...
1736959813
ახალი ამბებიკახა კალაძემ სამტრედიაში მცხოვრებ ადეიშვილების ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
ტრადიცია გრძელდება - ძველით ახალი წელი თბილისის მერმა კახა კალაძემ მშობლიურ სამტრედიას საზეიმო კონცერტით მიულოცა და სამტრედიაში მცხოვრებ ადეიშვილების ოჯახს საჩუქრად საცხოვრებელი სახლი გადასცა. მარტოხე...
1736958581
ახალი ამბებიეს არის ოპოზიციის მორიგი უსუსური „პერფორმანსი“, რასაც, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არა აქვს - ირაკლი კობახიძე გაფიცვის კამპანიაზე
„ეს არის რადიკალური ოპოზიციის მორიგი უსუსური პერფორმანსი, რასაც, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არა აქვს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართული გაფიცვის კამპანიაზე საუბრისას...
1736957008
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: გახარია უნდა დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია
„ჩამოვყალიბდეთ, ვინ ვის დაესხა თავს. იყო სიტყვიერი კამათი და არსებობს კადრი, რომლის მიხედვითაც, გახარიამ დიმიტრი სამხარაძეს სახეში ჭიქა ჩაარტყა. დიმიტრი სამხარაძის რეაქცია საპასუხო იყო, თუ არ იყო? თუ...
1736954634
მსოფლიოისრაელის მთავრობა მოელის, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება უახლოეს დღეებში გამოცხადდება - CNN
ისრაელის მთავრობა მოელის, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN წყაროებზე დაყრდნობით ავრც...