იტალიელმა მოხუცმა კარაბინერებს საკუთარი "ბადანტე" დააჭერინა

შემთხვევა იმოლაში, ბოლონიასთან ახლოს მოხდა. ზინამ, 90 წლის იტალიელმა მოხუცმა, კარაბინერებს საკუთარი მომვლელი, ე.წ. „ბადანტე“ დააჭერინა. საქმე ქურდობის მუხლით აღიძრა.

მოხუცმა შეამჩნია, რომ პირადი საბანკო ანგარიშიდან ფული აკლდებოდა და სასწრაფოდ კარაბინერებს შეატყობინა. 48 წლის მომვლელი, რომელიც წარმოშობით აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდანაა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სისტემატურად, თვითნებურად ხსნიდა თანხას მოხუცის ანგარიშიდან, როგორც ჩანს იმ იმედით, რომ ასაკის გამო, მისი დამსაქმებელი, ვერაფერს იეჭვებდა. მაგრამ მიუხედავად მოხუცებულობისა, დაზარალებული საღ გონებაზეა და მეხსიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ უჩივის. 

მოპარულმა თანხამ, ერთი თვის განმავლობაში 1200 ევრო შეადგინა. მოხუცი ზუსტად მიხვდა, რომ იმ მცირე პერიოდში, აღნიშნულ თანხას ვერ დახარჯავდა, რადგან ქვრივია და ფაქტობრივად მარტო ცხოვრობს.

როგორც საბანკო ამონაწერიდან ჩანს, თანხის მოხსნა ყოველდღიურად, სამიდან ხუთ საათამდე ხდებოდა, რაც ემთხვევა დღის იმ მონაკვეთს, როდესაც მომვლელი გარეთ ნაგვის გადასაყრელად გადიოდა. ამ ფაქტმა, სამართალდამცველების ეჭვი, უფრო გააღრმავა.

კარაბინერებმა „ბადანტე“ ფაქტზე დაიჭირეს, სწორედ მაშინ, როდესაც ქალი ბანკომატიდან ფულის მოსახსნელად მიდიოდა. ჩხრეკის შედეგად მას საფულეში მოხუცის საბანკო ბარათი აღმოუჩინეს, ხოლო სახლში - ძვირფასი სუნამოები და სხვა ნივთები, რომელიც სწორედ აღნიშნული საკრედიტო ბარათით იყო შეძენილი .ბრალდებულისთვის გარემოება დამამძიმებელია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მან სცადა ესარგებლა ასაკოვანი ადამიანის უსუსურობით.

საქმის დასასრულს, კარაბინერებმა თანამშრომლობის, დროული რეაგირებისა და მოქმედებისათვის მოხუცს მადლობა გადაუხადეს, ყვავილების თაიგული მიართვეს და მასთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.

მოამზადა ნინა მამუკაძემ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741192578

მსოფლიო

მედვედევი ზელენსკიზე: შეუმდგარმა ფიურერმა ოვალურ კაბინეტში ტრამპს ნერვები მოუშალა, ამერიკელებმა კი მისი დემონსტრაციული დასჯა გადაწყვიტეს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „შეუმდგარი ფიურერი“ უწოდა. „შეუმდგარმა ფიურერმა ტრამპსა და მის გუნდს ოვალურ კაბინეტში ნერვებ...

რისეთი

1741191437

მსოფლიო

ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ც...

მოძრაობა - გზა, თოვლი

1741186636

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები

ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ ს...

ირაკლი კობახიძე

1741186447

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: იდენტური ხელწერითაა დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ - ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფერი იმართება ერთი ხელიდან, რომელსაც „დიფ სთეითი“ ეწოდება

იდენტური ხელწერით არის დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფე...

ირაკლი კობახიძე

1741185730

სპორტი

საქართველოს 20 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია

ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, ფინალში უკრაინის ნაკრები 16:6 დაამარცხა...

20-წლამდე ვაჟთა ნაკრები