“იტალიის აეროპორტში ჩემოდნით ვერავის გამოარჩევთ, მაგრამ სულ სხვაა საემიგრანტოდ განწირული ,,ტურისტის" ჩემოდანი” - ქართველი ემიგრანტის წერილი

"7 სექტემბერს 7 წელი.
ციფრთა ასეთ კომბინაციას, ოქროს თარიღს ეძახიან. იტალიის აეროპორტში ჩემოდნით ვერავის გამოარჩევთ, მაგრამ სულ სხვაა საემიგრანტოდ განწირული ,,ტურისტის" ჩემოდანი," - ფლორენციაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მაყვალა რაზმაძე, იმ განცდებს და ემოციებს გვიზიარებს, რომელსაც ალბათ ყველაზე უკეთ, ის ადამიანები მიხვდებიან, ვისაც ემიგრაცია გამოუცდია:

"ერთადერთი ნივთი, სადაც ჩაბუდებულია შენი სახლის სურნელი, შენი წარსული, და შენი  გაუცნობიერებელი მომავლის შიშები. დგახარ უცნობი სამყაროს წინაშე, გაურკვეველი მოლოდინებით, სახეზე ნაძალადევი ოპტიმიზმი გაქვს მიკრული შინდარჩენილთა დასამშვიდებლად, და მხოლოდ თვალებია რომელიც გამხელს. ამხელს სევდასა და იმედებში გაზავებულ ნაღველს.

დღე დღეს მისდევს, წელი წელს... თვალებზე სათვალის მორგებასაც ვსწავლობთ იმ  განწირული მზერის დასაფარად... და ცხოვრებაც თავის მორევში გვითრევს, მისი ავკარგიანად. 

ამ დროში ბევრ რამეს ვუმადლით სამყაროს... ახალ თვალსაწიერს, ახალ მეგობრებს, ახალ გამოცდილებს, ახალ მიღწევებს...
მაგრამ ჩვენს თავთან მარტო დარჩენილები ამ დღის გახსენებაზე ყველას, ყოველთვის უცნაური სევდა გვიპყრობს... ვაჯამებთ განვლილ წლებს, ღირდა კი ეს ყველაფერი იმ  გადატანილი შიშების ფასად?

და მუდამ პასუხგაუცემელი კითხვა.... როდემდე???

7 წლის წინ."

🔵 ასევე დაგაინტერესებთ: 

იტალიამ ბონუსის ახალი პაკეტი გამოსცა

თამარ ბურდული ბარსელონას უნივერსიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა, ის უცხოელ სტუდენტებს დაეხმარება

ნახეთ რას წერენ იტალიელები საქართველოზე - „ქართველებო, გული ამიჩუყდა, აუცილებლად ვეწვევი საქართველოს, ღმერთმა დალოცოს თქვენი თავმდაბალი ქვეყანა“ 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740473058

მსოფლიო

სამხრეთ კორეაში გზატკეცილის კონსტრუქცია ჩამოიშალა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

სამხრეთ კორეაში გზატკეცილის კონსტრუქცია ჩამოიშალა. მედიის ცნობით,  შემთხვევას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა, 6 ადამიანი კი დაშავდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ხიდის საყრდენი, ხუთი 50-მეტრიანი...

სამხრეთ კორეა

1740472415

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუ...

პრემიერ-მინისტრ

1740471612

ახალი ამბები

ევროკავშირის წარმომადგენლობა: საქართველოს დღესაც ახსოვს ტკივილი, რომელიც ბოლშევიკურმა ოკუპაციამ საქართველოს დამოუკიდებელ დემოკრატიულ რესპუბლიკას 1921 წლის 25 თებერვალს მიაყენა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „საქართველოს დღესაც ახსოვს ის ტკივილი, რომელიც ბოლშევიკურმა ოკუპაციამ საქართველოს დამო...

ევროკავშირის წარმომადგენლობა

1740470394

ახალი ამბები

„სტრასბურგში როდესაც მიდის ხოლმე ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები გადასამოწმებლად, ყოველ ჯერზე დგინდება, რომ ქართული მართლმსაჯულება არის სამართლიანი, ყველას მოვუწოდებ, დაელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას“ - ირაკლი კობახიძე

ყველას მოვუწოდებ, დაელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას და მერე აკეთონ პოლიტიკური კომენტარები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურს კი...

ირაკლი კობახიძე

1740470085

ახალი ამბები

პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩია...

გიორგი ბაჩიაშვილI