ნახეთ რას წერენ იტალიელები საქართველოზე - „ქართველებო, გული ამიჩუყდა, აუცილებლად ვეწვევი საქართველოს, ღმერთმა დალოცოს თქვენი თავმდაბალი ქვეყანა“

მედიამაუწყებელი ExclusiveTV.ge აქტიურად ადევნებს თვალს ემიგრანტების ცხოვრებასა და თანამემამულეების ინტეგრაციის პროცესს.
ამ კუთხით ExclusiveTV.ge-ს პლატფორმის ქვეშ, იტალიაში მოღვაწე ქართველმა ჟურნალისტებმა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი გააშუქეს. ფართო აუდიტორიას დეტალურად გააცნეს ემიგრაციაში მყოფი ადამიანების ისტორიები, ცხოვრების წესი, მიმღები ქვეყნის კანონმდებლობა და სხვადასხვა მიმდინარე მოვლენები.
ემიგრაციაში, მოქმედი მედიის არსებობამ, რომელიც ასევე ორიენტირებულია იტალიელ მკითხველს საქართველო გააცნოს, ხელი შეუწყო საქართველოს ფართომასშტაბიან პოპულარიზაციას. აქედან გამომდინარე, ყოველდღიური მაუწყებლობის შედეგად არსებული რეალობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამ სტატიაში ერთი ასეთი შემთხვევის შესახებ გვინდა გიამბოთ.
ExclusiveTV.ge-ს იტალიაში მყოფი ჟურნალისტის, ნინა მამუკაძის მიერ, ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მომზადებულმა იტალიურ ენოვანმა რეპორტაჟმა არაერთ იტალიელს გაუჩინა საქართველოს მონახულების ძლიერი სურვილი.
გასული სიუჟეტების კომენტარებში ხშირად შეგხვდებათ იტალიელების შეფასებები, რომლებიც დაინტერესდნენ ჩვენი ქვეყნის კულტურით, ანბანით, ცხოვრების წესითა და ტრადიციებით.
გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
- ვფიქრობ, მალე ვესტუმრები საქართველოს, ძალიან საინტერესო ქვეყანაა.
- კვარაცხელიას Napoli-ში ჩამოსვლის შემდეგ დავინტერესდი საქართველოს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმებით და ვნახე, რომ საოცრად საინტერესო და მომხიბვლელი ერია. Forza საქართველო, მოკითხვა ნეაპოლიდან!
- შესანიშნავი ერი, თავმდაბლები... ქართველებო, გული ამიჩუყდა. აუცილებლად ვეწვევი საქართველოს. ღმერთმა დალოცოს თქვენი თავმდაბალი ქვეყანა.
- “ეს რა ისტორია აქვს საქართველოს. როგორ მშურს უბრალო ქართველების, სიამაყე, შეგრძნება, რომ რაღაცის ნაწილი ხარ, ერთიანობა, ჩვენთან ეს არასდროს არსებობდა, გაუმარჯოს საქართველოს!”
- როგორც Napoli-ს დიდი გულშემატკივარი, რითაც ძალიან ვამაყობ და ყოველთვის ვიამაყებ, მინდა მადლობა გადავუხადო ამ ბიჭს. მადლობა იმისათვის რასაც აკეთებს და მომავალში გააკეთებს. იყავი ამაყი იმისა გამო, რასაც აკეთებ საკუთარი თავისთვის და შენი ხალხისთვის. მართლაც მთელ მსოფლიოს აცნობ შენს ქვეყანას და უმაღლეს საფეხბურთო მიღწევებს გისურვებ როგორც შენ, ასევე შენს საყვარელ საქართველოს და ასევე ჩემს ბებერ სიყვარულს Napoli-ს. მადლობა კვარაცხელიას და მადლობა ქართველ გოგონებს, ულამაზესები ხართ.
- პირველივე დღეს, როგორც კი ვნახე ამ ბიჭის თამაში, მაშინვე მივხვდი, რომ უმაღლესი კლასი იყო. იმედი მაქვს დიდხანს დარჩება გუნდში, ჩვენ ის უკვე გვიყვარს.
- საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანა ჩანს, ვინ იცის, ერთ დღეს იქნებ ვესტუმრო კიდეც.
- თქვენ ალბათ ნინო გქვიათ (გულისხმობს ჟურნალისტს), ცნობილი წმინდანის პატივსაცემად. საქართველო საოცარია. 12-ჯერ ვარ ნამყოფი. მომწონს ხალხი და კერძები, ღვინო, მონასტრები, ქალბატონები. მიხარია, რომ ქართველი ცნობილი გახდა აქ!
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 იტალია - ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
📌 მოსახლეობამ, მერიის წინ, გაზისა და ელექტროენერგიის ქვითრები, დემონსტრაციულად დაწვა
1740485547
მსოფლიოილონ მასკი: კანადა ნამდვილი ქვეყანა არ არის
კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი აცხადებს, რომ კანადა ნამდვილი ქვეყანა არ არის. „კანადა ნამდვილი ქვეყანა არ არის“, - წერს ილონ მასკ...
1740484138
საზოგადოებაგარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები. „27 თებერვლამდე დასავლე...
1740483714
მსოფლიომარკო რუბიო: უკრაინაში ომი, შესაძლოა, რამდენიმე კვირაში დასრულდეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინაში ომი, შესაძლოა, რამდენიმე კვირაში დასრულდეს. რუბიოს თქმით, ამერიკულ მხარეს სურს გაიგოს, ომის დასასრულებლად რა კომპრომისებზე შეიძლება წავიდე...
1740481452
მსოფლიოდიმიტრი პესკოვი - რუსეთს აქვს უამრავი იშვიათი მინერალი, რომელიც აშშ-ს სჭირდება და ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის
რუსეთს აქვს უამრავი იშვიათი მინერალი, რომელიც აშშ-ს სჭირდება და ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ამერიკელებს სჭირდებათ იშ...
1740481109
საზოგადოებარა ვითარებაა გზებზე? - განახლებული ინფორმაცია
ქვეყნის მასშტაბით რამდენიმედღიანი ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მაგისტრალებისა და შიდასახელმწიფოებრივი გზების წმენდისთვის მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, ინტენსიურად იწმინდება გზები და იყრება...