იტალიის დიდ ნაწილში მზიანი ამინდია მოსალოდნელი - 17 დეკემბრის ამინდის პროგნოზი

იტალიის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხვალ 17 დეკემბერს ქვეყნის უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ღრუბლიან ამინდს წინასწარმეტყველებენ მეტეოროლოგები ადრიატიკის მხარეში, სამხრეთ იტალიასა და კუნძულებზე. შუადღეზე გამოიდარებს მარკეს რეგიონში, სარდინიის ჩრდილოეთ ნაწილში, კამპანიის რეგიონის სანაპიროზე და აპულიის რეგიონის სამხრეთით. იტალიის დანარჩენ ნაწილში მზიანი ამინდია ნავარაუდევი.

პადანის დაბლობზე, ვენეტოს სანაპიროებსა და ემილიაში დილით მოსალოდნელია ნისლი. ტემპერატურა სტაბილურობას ინარჩუნებს ქვეყნის მასშტაბით. ტრამონტანას ცივი ქარია მოსალოდნელი ადრიატიკის შუა ნაწილსა და დაბლობზე, აპულიის რეგიონში კი ზღვის აღელვებაა მოსალოდნელი.

ნონა გედენიძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741253103

მსოფლიო

ილონ მასკი - სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშვება, დიდი მასშტაბის თაღლითობის საშუალებას იძლევა, რომლის თვალყურის დევნება ძალიან რთულია

ილონ მასკი მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას მასშტაბურ თაღლითობას უკავშირებს. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშ...

ილონ მასკი

1741252033

ახალი ამბები

შსს - გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებულია, 1977 წელს დაბადებ...

შსს

1741250527

ახალი ამბები

საქსტატი - 2024 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით, 62 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესის სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით გაიზარდა და 62.0 მილიარდი ლარი შეად...

საქსტატი

1741248563

მსოფლიო

ქალაქ არნემის ისტორიულ ცენტრში მასშტაბური ხანძარია

ნიდერლანდების ქალაქ არნემში, ისტორიული ცენტრის ერთ-ერთ შენობაში ღამით ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი მე-18 და მე-19 საუკუნეების ათობით სახლს მოედო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ხანძარი...

ქალაქ არნემი

1741247723

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა „ინდიან ველსის მასტერსზე“ გამოსვლა დაასრულა

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩოგბურთში წლის პირველ მასტერსის ტურნირზე, ინდიან ველსზე გამოსვლა დაასრულა. საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, ტურნირის ძირითად ბადეში ბასილაშვი...

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი