იტალიური ფოტოგამოფენა თბილისში

თბილისში სულ მალე იტალიური ფოტოგამოფენა გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიის საელჩო თბილისში ავრცელებს:
"19 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე საქართველოს დედაქალაქი უმასპინძლებს გამოფენას „Italiae. ძმები ალინარებიდან თანამედროვე ფოტოგრაფიის ოსტატებამდე”, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და ალინარების ფოტოგრაფიის ფონდის ინიციატივით შეიქმნა, თბილისში კი იტალიის საელჩოს მიერ, ფესტივალ "ქოლგა თბილისი ფოტოსთან" თანამშრომლობით ხორციელდება.
ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA) გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 75 ფოტოგრაფი, რომლებმაც განსხვავებული გამომსახველობითი ენითა და სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით შექმნილ ფოტოსურათებზე იტალიის მრავალფეროვნება და მიმზიდველობა, მისი ბუნება, კრეატიულობა და ხალხი აღბეჭდეს.
გამოფენა, რომლის კურატორები რიტა სკარტონი და ლუკა კრიშენტი არიან, სამ სექციად იყოფა ("პეიზაჟები“, „ნამუშევრები“ და „პორტრეტები"). თითოეული სექცია სხვადასხვა სტილისა და ჟანრის სრულყოფილი მხატვრული, ისტორიული და დოკუმენტური ექსკურსია, რომელიც ერთ საექსპოზიციო სივრცეში უყრის თავს იტალიური ფოტოგრაფიის 160 წლიან ისტორიას ფოტოატელიეს სურათებიდან თანამედროვე ექსპერიმენტულ ნამუშევრებამდე, და მათი მეშვეობით ქმნის უჩვეულო კუთხით დანახული ლანდშაფტის, მოვლენებისა და ადამიანების პორტრეტების გალერეას, რომელიც შესანიშნავად გადმოგვცემს მუდმივ ევოლუციაში მყოფი ქვეყნის მრავალსახეობასა და იტალიური ფოტოგრაფიის გასაოცარ კომპლექსურობას.
გამოფენაზე წარმოდგენილ ფოტოგრაფებს შორისაა: ვიტორიო სელა, ჯანი ბერენგო გარდინი, პიერჯორჯო ბრანცი, ფრანკო ფონტანა, ალექს მაიოლი, ნინო მილიორი, პაოლო პელეგრინი, ფერდინანდო შანა, მარიო ჯაკომელი, ჯან პაოლო ბარბიერი და სხვები."
1740319989
ახალი ამბები„სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 23 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა საპატიმრო შეწყალების აქტის შედეგად დატოვა“ - პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 23 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი პა...
1740314106
საზოგადოებაგუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-...
1740313990
საზოგადოება„მხოლოდ ისინი ხდებიან საუკუნო ნეტარების ღირსნი, ვინც მიწიერ ცხოვრებაში იჩენდა მოწყალებას მოყვასთა მიმართ“ - მეუფე შიო
„მხოლოდ ისინი ხდებიან საუკუნო ნეტარების ღირსნი, ვინც მიწიერ ცხოვრებაში იჩენდა მოწყალებას მოყვასთა მიმართ“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)...
1740311272
მსოფლიო2002 წლის შემდეგ პირველად, ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ტანკები შეიყვანა
2002 წლის შემდეგ პირველად, ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ტანკები შეიყვანა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის ძალები ჯენინის რაიონში კონტრტერორისტულ ოპერაციას აფართოებენ. გავრ...
1740308183
მსოფლიო„როიტერი“ - სერგეი ლავროვი უკრაინის ომის დასრულების თაობაზე აშშ-ის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების განსახილველად ხვალ თურქეთში ჩავა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხვალ თურქეთში ჩავა. როგორც „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ლავროვი თურქეთში უკრაინის ომის დასრულების თაობაზე აშშ-ის ოფიციალურ პირებთან გამარ...