“იტალიური სინდრომი” - დაავადება, რომლითაც ემიგრანტი ქალბატონები იტანჯებიან - ინტერვიუ ფსიქოკონსულტანტ ნონა მაჭარაშვილთან

რამდენიმე წლის წინ, საზოგადოება აქტიურად ალაპარაკდა დაავადებაზე "უცნაური" სახელწოდებით - "იტალიური სინდრომი". როდესაც თემას ჩავუღრმავდით, მართლაც უცნაური მოვლენის წინაშე აღმოვჩნდით. ახალმა რეალობამ, იგულისხმება სტაბილურად მზარდი მიგრაციული პროცესი, ახალ დაავადებას "ჩაუყარა საფუძველი", რომლის პირველი ნიშნები ემიგრაციაში ყოფნის დროს ჩნდება და სრული ფორმით თავს ემიგრანტის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იჩენს. 

აღნიშნული, დიდი პრობლემის შესახებ, პედაგოგი, ტრანსფორმაციული ქოუჩი და ფსიქოკონსულტანტი ნონა მაჭარაშვილი გვესაუბრება. ქალბატონი ნონა, 2014 წლიდან თავად ემიგრანტია იტალიაში. არის ააიპ "ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი. ორგანიზაცია "ქ ე დ ი" არის პირველი სადამკვირვებლო ორგანიზაცია უცხოეთის საარჩევნო უბნებზე. ასევე ემიგრანტებს ეხმარება სამართლებრივი, დისკრიმინაციული და ფსიქოლოგიური საკითხების მოგვარებაში. ახლო მომავალში ფართო სპექტრის ასოციაციის ამოქმედებას გეგმავს. ახალ პროექტში, სხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, ფსიქოლოგიური დახმარებისა და რეინტეგრაციის თემასაც ექნება ადგილი დათმობილი.

- ნონა, რომ განგვიმარტოთ, რა არის "იტალიური სინდრომი" და რატომ მიენიჭა აღნიშნულ დაავადებას ეს სახელწოდება?

- "იტალიური სინდრომი" არის დასახელება სოციალური დეპრესიული ფორმისა, რომელიც 2005 წელს აღმოაჩინეს უკრაინელმა ფსიქიატრებმა იმ ქალბატონებში, რომლებიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან (ძირითადად იტალიიდან) წლების შემდეგ დაბრუნდნენ. სამშობლოში დაბრუნებულებს, ყველას თითქმის მსგავსი სიმპტომები აღენიშნებოდათ.

- თუ მოხდა „იტალიური სინდრომისთვის“ დაავადების სტატუსის მინიჭება, ძირითადად ვინ ავადდება იტალიური სინდრომით და როგორია პირველი სიმპტომები?

- ,,იტალიური სინდრომის" შესახებ ვრცელი საუბრები, ჯერ კიდევ არ დაწყებულა, არადა, ქართულ ემიგრაციაშიც საკმაოდ მწვავე, თუმცა, მაინც  კულუარული თემაა.

სოციალური დეპრესიის ამ ფორმას, როგორც აღვნიშნე, სწორედ უცხო ქვეყანაში ყოფნის დროს უყალიბდება პირველადი და არა მხოლოდ პირველადი სიმპტომები...  ეს სიმპტომებია: წონის უეცარი კლება, ძილის დარღვევა, შიში, შფოთვა, აპათია, სევდა, ფიზიკური და გონებრივი ასთენია, სიცილიდან ტირილზე უეცარი გადასვლა, ან - პირიქით და ზოგ შემთხვევაში სიკვდილზე, ან თვითმკვლელობაზე ფიქრი.

სინდრომის გამოვლინების უპირველესი ნიშანი კი არის ზოგადი დემოტივაცია ცხოვრებაში.

- კონკრეტულად რა იწვევს მას?

- მიზეზები შესაძლებელია იყოს: მანძილი საყვარელ ადამიანებთან, უცხო გარემოში მოხვედრა; ენის ბარიერი; შრომის კოდექსის და სხვა კანონმდებლობის არცოდნა, რაც,რიგ შემთხვევაში არა მხოლოდ ფსიქოლოგიური ტრავმისა და დეპრესიის, არამედ, დისკრიმინაციის მიზეზიც ხდება.

- რა სიმპტომები ახასიათებს, უკვე შორს წასულ დაავადებას?

- ,,იტალიური სინდრომი" ფაქტობრივად, სრულყოფილ ფორმას იძენს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. არადა, თითქმის ყველა ემიგრანტის ოცნებაა სამშობლოში დაბრუნება. სწორედ ეს სინდრომია მიზეზი იმისა, სხვა გარემოებებთან ერთად, რომ ოჯახში დაბრუნებულნი უცხოდ გრძნობენ თავს და სხვადასხვა, მათთვის ამოუხსნელი ფსიქოლოგიური გამოვლინებებით ისევ დაუფიქრებლად იღებენ ბილეთს უკან დასაბრუნებლად. ან, რჩებიან გაუცხოებულ გარემოში და მიუხედავად ოჯახში ყოფნისა, დაკარგულად და არასრულყოფილად გრძნობენ თავს. რთულ ფორმებში კი, მეტი არასასიამოვნო სიმპტომი ვლინდება, რომელიც ოჯახის წევრებისთვისაც თვალშისაცემი, მაგრამ ამოუხსნელია.

- როგორია მკურნალობის მეთოდი და თუ ხდება მედიკამენტური ჩარევა?

- ,,იტალიური სინდრომის" განკურნება, დეპრესიის კონტექსტში ხდება. რადგან როგორც აღვნიშნე, ეს არის სოციალური დეპრესიის ერთ-ერთი სახე. სიცხადისთვის კი დავასახელებ სოციალური დეპრესიის კიდევ ერთ მაგალითს, რომელსაც ჰქვია „დიდი დეპრესია“ და 10 წლის განმავლობაში (1929-39წწ) მძვინვარებდა განვითარებად ქვეყნებში. ეს დეპრესია მილიონობით ადამიანს შეეხო, რაც გამოწვეული იყო ეკონომიკური პარამეტრების მიწასთან გასწორებით და მისი თანამდევი პროცესებით, რაც რეკორდული უმუშევრობით გვირგვინდებოდა.

ზოგადად, დეპრესია კი არის ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ნეგატიური განწყობით, სევდით, დათრგუნულობით, თვითშეფასების გაუარესებით, ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვით.

დეპრესია შეიძლება გამოიწვიოს ბიოლოგიურმა, ფსიქოლოგიურმა, სოციალურმა და ცხოვრების წესთან დაკავშირებულმა სხვადასხვა ფაქტორმა. ის მოქმედებს როგორც ადამიანის ქცევაზე, ისე გრძნობებსა და ფიქრებზე. ღრმა ფორმამ კი შესაძლებელია გამოიწვიოს ინტერესის სრული დაკარგვა ყოველივე იმის მიმართ, რაც ადამიანს უყვარდა და სიამოვნებას ანიჭებდა ე.წ. ანჰედონია.

- დეპრესია საიდან მოდის?

- დეპრესია დგება  სხვადასხვა გაუნეიტრალებელი ფსიქოლოგიური ტრავმების, ემოციების შაბლონებისგან, რომელიც დაგროვდა ადამიანში, როგორც სისტემაში და დეპრესიის სახით მისი გადაწვა გამოიწვია. ბევრია სასაუბრო იმაზეც, თუ რა ფიზიკურ დაავადებებს იწვევს ფსიქოლოგიური ტრავმები - არც ერთი დაავადება არ ჩნდება, ფსიქოლოგიური მოცემულობის გარეშე, ყველა ფიზიკური ავადობის საწყისი ფსიქოლოგიურ ტრავმაში დევს.

თუ ადამიანს უკვე აქვს ზემოთ აღნიშნული სიმპტომები, არ უნდა დათრგუნოს და მიაჩუმათოს. არამედ, უნდა აღიაროს და განსაზღვროს, თუ რომელ ემოციებში აგდებს მას ეს სიმპტომები და გადარჩენის რომელ ინსტინქტებამდე მიჰყავს. მაგალითად, თუ აქვს შიში ან შფოთვა, რისი გაკეთება უნდა ამ დროს მის სხეულს სახელი უნდა დაერქვას, ეს მნიშვნელოვანია თვითგამორკვევისთვის. თუ ადამიანს ამის გაკეთება დამოუკიდებლად უჭირს, უნდა მიმართოს ფსიქოკონსულტანტს.

დეპრესიის ნებისმიერი ფორმა და მათ შორის სოციალური დეპრესიის ეს ფორმაც  99% -ით განკურნებადია, საწყის ფორმებში ფსიქოკონსულტირებით, შედარებით სიღრმეებში კი ფსიქოთერაპიით და მედიკამენტური ჩართულობით.

- დამოუკიდებლად რის გაკეთებაა შესაძლებელი და რა შეიძლება მოიმოქმედოს პიროვნებამ პრევენციის მიზნით?

- უპირველესად, მოიშორეთ თავიდან ცუდი ფიქრები. ერთმა ფილოსოფოსმა ადამიანის ფიქრები ჩიტებს შეადარა - ,,რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშალოთ ჩიტებს ჩვენს თავზე გადაფრენა, მაგრამ ბუდეს გაიკეთებენ თუ არა, ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული" - სწორედ ასეთი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ადამიანს ფიქრებთან მიმართებაში და ცუდ აზრებს არ მისცეს გონებაში ჩასახლების საშუალება. ხშირად შეივსეთ ენერგიები, შეიყვარეთ საკუთარი თავი, მოეფერეთ, გაუფრთხილდით მას და გაანებივრეთ ხანდახან დამსახურებული, თუნდაც პატარა საჩუქრებით; აკეთეთ საყვარელი საქმე, დაკავდით ჰობით, ისეირნეთ ბუნებაში, იქონიეთ კავშირი მიწასთან და შეიგრძენით თავი დიდი სამყაროს ნაწილად და არა საიდანღაც მოწყვეტილად და დაკარგულად; გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული შესაძლებლობები კარგი კუთხით - შეიმეცნეთ სამყარო და ის ქვეყანა, სადაც გიხდებათ ყოფნა; ჩაეწერეთ ენის კურსებზე, წინასწარ შეუთანხმდით დამსაქმებელს სამუშაო პირობებზე და აუცილებლად დაიტოვეთ დასვენების დღე; დაისახეთ მიზნები და იღვაწეთ მის შესასრულებლად, რომ სამშობლოში ღირსეულად დაბრუნდეთ და არა დეპრესიის ღრმა ფორმით შეპყრობილი; ინტეგრაციისთვის კი წაიღეთ შეძენილი გამოცდილება და არა „იტალიური სინდრომი“. 

ნინა მამუკაძე

იტალია|ფლორენცია

🔵 ასევე დაგაინტერესებთ: 

პიზის ქართული საკვირაო სკოლა, პატარა ქართველებისთვის, სწავლას განაახლებს

ფრთხილად! რომის მეტროში მომპარეს საფულე, დოკუმენტები” - ემიგრანტი ჟურნალისტი იტალიიდან

იტალიური ფოტოგამოფენა თბილისში

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740300893

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ყველა ის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში დაინიცირდა, წარმოადგენს „დიფ სთეითის“ საწინააღმდეგო პაკეტს, რათა ბოლომდე იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება

ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, მათ შორის, კანონმდებლობით და ამას ემსახურება თითოეული ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში, ეს ეხება, მათ შორის, „გამჭვირვალობის შესახებ“ კა...

ირაკლი კობახიძე

1740300846

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ყოველ წელს, 23 თებერვალი არის ქართველებისთვის დიდი ტკივილის და ამავე დროს, სიამაყის დღე. თითოეული იუნკრის თავდადება, ვაჟკაცობა ცალკე აღებული გმირობის ამბავია, რომელსაც გამორჩეული ადგილი უკავია ქვეყნის ისტორიაში

ყოველ წელს, 23 თებერვალი არის ქართველებისთვის დიდი ტკივილის და ამავე დროს, სიამაყის დღე, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. მისი თქმით, თითოეული იუნკრის თავდადება, ვ...

მიხეილ ყაველაშვილი

1740300661

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: კონკრეტულმა ძალებმა გააკეთეს ყველაფერი, რომ საქართველოში განმეორებულიყო 1921 წლის სცენარი, თუმცა ეს სცენარი არ განმეორდა, რაც არის საქართველოს ხელისუფლების დამსახურება

საქართველოში 1921 წლის სცენარი არ განმეორდა და ეს არის საქართველოს ხელისუფლების დამსახურება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. პრემიერის თქმით, კონკრეტულმა ძალებ...

ირაკლი კობახიძე

1740299766

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გურიაში არსებული უამინდობისა და დიდი თოვლის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება. „კერძოდ: 24 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი; 24 თებერვალი – ბათუმი-ოზურგეთი; 24...

ზოგადი

1740299628

სოციალური მედია

„ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მაინტერესებს, ამ პოსტის ქვემოთ რეაქციებს და კომენტარებს რომ კითხულობთ დღევანდელი პრიზმიდან, რამე ისწავლეთ? მიხვდით რამეს თუ კიდე უსაშველო გვჭირს“ - ერეკლე დეისაძე ოლექსი გონჩარენკოს ცნობილ პოსტზე

მწერალი და მომღერალი ერეკლე დეისაძე სოციალურ ქსელში უკრაინის რადას დეპუტატის ოლექსი გონჩარენკოს 2022 წლის პოსტს აზიარებს, სადაც ის „ცხინვალსა და სოხუმში გასეირნებაზე“ წერს. დეისაძე საზოგადოებას მიმართ...

ერეკლე