ხანმოკლე შხაპი და თბილი მაისურები სახლში - იტალია მოსახლეობას ზამთარში ბუნებრივი აირის მაქსიმალურად დაზოგვისკენ მოუწოდებს

ხანმოკლე შხაპი და თბილი მაისურები სახლში - იტალია მოსახლეობას ზამთარში ბუნებრივი აირის მაქსიმალურად დაზოგვისკენ მოუწოდებს.
ბოლო თვეების განმავლობაში, მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა და რუსეთ-უკრაინის ომის გამო გამოწვეულმა პრობლემებმა, მათ შორის ენერგეტიკულმა კრიზისმა, მთელი რიგი ქვეყნები, მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარების ფაქტის წინაშე დააყენა.
იტალიის ენერგეტიკის მინისტრმა რობერტო ჩინგოლანიმ ბუნებრივი აირის დაზოგვის ეროვნული გეგმა წარადგინა. შემუშავებული გეგმის მიხედვით, მოსახლეობას ბუნებრივი აირი, იგულისხმება ცენტრალური გათბობა, დაგეგმილზე ერთი კვირის დაგვიანებით მიეწოდება და გაზაფხულზე, ერთი კვირით ადრე გამოირთვება.
ცვლილებაა გამათბობლების ტემპერატურის მხრივაც. თუ ადრე დადგენილი ტემპერატურა 20 გრადუსი იყო, ამჯერად 19 გრადუსი იქნება და გათბობა მოსახლეობას დღის განმავლობაში ერთი საათით ნაკლებად მოეწოდება.
აღნიშნული ცვლილებებით იტალია 8 200 000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის დაზოგვას გეგმავს.
მინისტრმა ასევე სთხოვა მოსახლეობას დენის წყაროდან გამორთონ ელექტრომოწყობილობები (სარეცხის მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ტელევიზორი და სხვა), როდესაც არ მოიხმარენ. ასევე საჭმლის მომზადების დროს, წყლის ადუღების შემდეგ, დაუწიონ გაზს და ა.შ.
🔵 ასევე დაგაინტერესებთ:
როდის იწყება იტალიაში სასწავლო წელი, რეგიონების მიხედვით
1740463099
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ქ. ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 58-ე სესიის ფარგლებში გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. საუბარი შეეხო გაერთიანებული...
1740461789
საზოგადოება25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა
საბჭოთა ოკუპაციიდან 104 წელი გავიდა. ამ დღეს, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. ხუთკვირიანი თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად, საქ...
1740460947
საზოგადოებაროგორ ამინდს პროგნოზირებენ დღეს საქართველოში
25 თებერვალს, საქართველოს უმეტეს ქალაქში თოვლია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა -12 გრადუსი გუდაურშია მოსალოდნელი. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +2 - თო...
1740459792
ახალი ამბებიოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში უბედური შემთხვევის შედეგად კაცი დაიღუპა
სამწუხაროდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა მამაკაცი, შემთხვევის დეტალებს შესაბამისი სამსახურები სწავლობენ, - ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებული გურიის რეგ...
1740429079
ახალი ამბებისაბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. სახელმწიფო დროშები დაშვებულია ადმინისტრაციულ შენობებზე, სამხედრო ქვედანაყოფებსა და საზღვარგარეთ საქარ...