ქართველი ემიგრანტის ბარბარობა იტალიაში - ხედავთ, სად გადმომისროლა ბედისწერამ პატარა ცნობისმოყვარე გოგო?!

exclusivetv.ge-ს მკითხველს, ლელა თოლორდავას, იტალიაში მყოფი ემიგრანტის და წიგნ „ბადანტე“-ს ავტორის მორიგ წერილს ვთავაზობთ.

ვიდრე ერთადერთი ლობიანი ცხვება ღუმელში, ჯადოსნურ ხალიჩაზე ვჯდები ფეხმორთხმით და აწმყოდან წარსულში მივფრინავ ...
წითელხევში (ბაღდათის რაიონი) ჩემს ეზოში ვუბრძანებ ხალიჩას დაფრენას. 2021 წლის 16 დეკემბრიდან 1986 წლის 16 დეკემბერში გადავფრინდი. დამზადება დღეს, ასე ეძახდა (დღემდე ეძახის) დედა იმ სამზადისებს, დღესასწაულებს რომ უსწრებს წინ.
ბუხარში ცეცხლი გიზგიზებს. სამფეხზე დაბრძანებულ თუჭში, ბათუმის ლობიო ჩუხჩუხებს. დედა პურის ფქვილს ცრის და საცერი ხელების ნაზად შემორტყმის ხმაზე რაღაცნაირ მელოდიას გამოსცემს.
ბუხრის სიახლოვეს ჩაცუცქულან ჩემი ძმები და პატარა ნაჭრებად დაჭრილ კვახს( გოგრას ასე ეძახიან იმერეთში) ასუფთავებენ... მე კითხვებს ვაყრი დედას.
- დე, ვინ მოიგონა ბარბარობას ლობიანის დაცხობა და კვახის მოხარშვა?!
- ძველებიდან მოდის, შვილო!!!
- ძველებს ვინ ასწავლა?!
- უფრო ძველებმა!!!
- უფრო ძველებს?!
- ლელა , ამდენ კითხვას, ჩახედე თუჯიას, წყალი არ ჩაუშრეს ლობიოს და არ ჩაიხრაკოს!!! - დავალება წამში შევასრულე, ლობიოს ცოტა წყალი დავამატე და ისევ დედას დავუბრუნდი.

- დე, მეც მინდა ცომის გაკეთება ვისწავლო!!!
- ჯერ პატარა ხარ, როცა გაიზრდები გასწავლი!!!
- რამდენი წლის უნდა გავიზარდო?!
- 14- 15 - ის!!!
- 2- 3 წელიწადში?!
- ხო!!!
- ძაან ბევრია, დე!!!
- ნუ ხარ სულსწრაფი!!!
- როდის გავა 2- 3 წელი?!
- მალე გავა, შვილო, უკან მოხედვასაც ვერ მოასწრებ, ისე გავა!!!
2- 3 წელი კი არა, 35 წელი გავიდა, ასე თვალის დახამხამებაში, 35 წელი!!!
და ახლა, დედის დარად ბევრ ლობიანს კი არ ვაცხობ, ოჯახში ხვავი და ბარაქა რომ დაგვებედოს, ერთადერთ ლობიანს ვაცხობ სუპერმარკეტში ნაყიდი მზა ფენოვანი ცომით და მოხარშული ლობიოს კონსერვით, რომელსაც ,,მადე ინ იტალია" აწერია.
ხედავთ, სად გადმომისროლა ბედისწერამ პატარა ცნობისმოყვარე გოგო?! - წერს ლელა თოლორდავა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 „73 ის გავხდები, რას ვიფიქრებდი, ამდენ ხანს თუ შემოვრჩებოდი იტალიაში“ - ემიგრანტის წერილი

📌 ბატონი ბრძანდებით მეთქი და ყოველ ღამით, ძილის წინ კი განვისვენებდი შუა „ზალაში“ - ემიგრანტის წერილი

📌 „მინდა, იმ უცნაურმა გოგომ მკითხოს, მეც ომახიანად ვუპასუხებ #დემნაგვასალიას სამშობლოდან ვარ“ - ემიგრანტის წერილი

 

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741077851

ახალი ამბები

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია იწყება

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდ...

ააა

1741075487

საზოგადოება

საქსტატი - თებერვალში ყველაზე მეტად, 15.4 პროცენტით, ზეთი გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თებერვალში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.7 პროცენტით, რ...

საჭმელი ზეთი

1741074777

მსოფლიო

CNN: ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს

ჩინეთის მთავრობა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩინური პროდუქციისთვის დამატებითი ტარიფების დაწესების საპასუხოდ ამერიკულ საქონელზე საპასუხო გადასახადებს დააწესებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ამერიკ...

ჩინეთის დროშა

1741073722

მსოფლიო

დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენენ - The Hill

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა დარელ ისამ განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერ, დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენს. ამის შესახებ გამოცემა The Hill-ი კონგრესმენის პოსტზ...

დონალდ ტრამპი

1741073286

ახალი ამბები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა. ახალი საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს გააკეთა. „მივიღეთ გადაწყვეტილ...

ელისო ბოლქვაძე