ქვეყნების სია საიდანაც იტალიაში ყველაზე მეტი მიგრანტი ჩავიდა

მიგრანტების რაოდენობა იტალიაში:
იტალიაში ერთი წლის განმავლობაში, მიგრანტთა შესვლა 40%-ით გაიზარდა, რეპატრიაციები შემცირდა, ხოლო თავშესაფარი მოითხოვა 72,423 მიგრანტმა. 2022 წელს იტალიაში 1,7 მილიონმა პირმა მიიღო ბინადრობის ნებართვა და თითქმის 130,000-მა მოქალაქეობა.
მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 11 აგვისტოს ჩათვლით იტალიის სანაპიროებზე 45 764 მიგრანტი დაეშვა, რაც 40,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ასევე 6 070 უცხოელი არასრულწლოვანია (+ 8,3%), ხოლო დაკავებულია 137 კონტრაბანდისტი (+ 41,2%).
ინფორმაციას ამის შესახებ იტალიის საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ეროვნული კომიტეტი ავრცელებს.
მიგრანტების ნახევარი დამოუკიდებლად ჩამოვიდა.
ასეთია იმ ქვეყნების სია, საიდანაც მიგრანტები იტალიაში ჩადიან: ლიბია (24,809), ტუნისი (12,536), თურქეთი (7,039), ალჟირი (620) და ლიბანი (595). რაც შეეხება შემოსვლის დროს დასახელებულ ეროვნებას, ასეთია: 20,5% არის ტუნისიდან, 19,3% ეგვიპტიდან, 16,7% ბანგლადეშიდან, 7,8% ავღანეთიდან, 6,2% სირიიდან, 4% სპილოს ძვლის სანაპიროდან, 3,2% ერიტრეიდან. 2021 წლის აგვისტოდან მიმდინარე წლის ივლისამდე, ეთიოპიიდან, იორდანიიდან, ლიბანიდან, ნიგერიიდან, ირანიდან და პაკისტანიდან „ჰუმანიტარული დერეფნებით“ 977 მიგრანტი ჩავიდა, 185 მიგრანტი ჰუმანიტარული ევაკუირებით ლიბიიდან და 5 544 ავღანეთიდან ოპერაციით „არწივი“.
იტალიის რეგიონები, რომელიც ყველაზე მეტ მიგრანტს მასპინძლობს, არის ლომბარდია (11%), ემილია-რომანია (10%), პიემონტი (9%), ლაციო (9%) და სიცილია (9%).
გაცემულია 1,7 მილიონი ბინადრობის ნებართვა
იტალიაში თავშესაფრის მოთხოვნა 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 31 ივლისამდე იყო 72,423, 76,4%-ით მეტი, ვიდრე წინა თორმეტი თვის მანძილზე - 41,052. განმცხადებელთა 16,9%-მა მიიღო სპეციალური დაცვა, 16,5%-მა ლტოლვილის სტატუსი, 12,6%-მა დამხმარე დაცვა.
ბინადრობაზე უარი ეთქვა მიგრანტების 40.8%-ს. ბინადრობის ნებართვა გაიცა 1,732,128 მიგრანტზე. ოჯახის გაერთიანების მიზნით გაიცა 644,651 თანხმობა, 555,494 სასწავლო და სპეციალური ნებართვა, 459,632 დაქვემდებარებული სამუშაოს ნებართვა, 72,351 თვითდასაქმების ნებართვა.
გარდა ამისა, 2021 წლის 1 აგვისტოდან 31 ივლისის ჩათვლით, იტალიის მოქალაქეობაზე 129 623 განაცხადი შევიდა, შარშანდელთან შედარებით 45,1%-ით მეტი.
2022 წელს იტალიიდან 80-ზე მეტი ტერორისტი გააძევეს ან დააკავეს, 146 პირზე განხორციელდა მეთვალყურეობდა.
2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 31 ივლისამდე იტალიაში ტერორიზმთან ბრძოლის ფრონტზე დააკავეს 10 ექსტრემისტი, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ ანარქისტულ ზონას და 16 პირი დივერსიული მემარჯვენე ტერიტორიიდან. ასევე განხორციელდა 61 გაძევება სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნით და 24 ექსტრემისტის დაკავება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 იტალიაში ანომალიური სიცხე ბრუნდება! სინოპტიკოსების თქმით, მეექვსე ტალღა გაცილებით ხანმოკლე იქნება
1740500132
ახალი ამბები„ვთხოვთ ყველას, საკოორდინაციო შტაბის გარეშე ნუ დაგეგმავთ აქტივობებს, ნუ შეუშლით ხელს შტაბის მუშაობას“ - საკოორდინაციო შტაბის განცხადება
დიდთოვლობასთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო შტაბი განცხადებას ავრცელებს. „მოგეხსენებათ, რომ სტიქიიდან გამომდინარე, დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით გურიისა და აჭარის რეგიონებში, არის საკმაო...
1740497028
ახალი ამბებიხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტ...
1740495360
ახალი ამბებინანუკა ჟორჟოლიანმა კახეთში მიმავალი „ოფროუდის“ მოყვარულთა ჯგუფი, დასავლეთ საქართველოს სოფლებში წამსვლელ მოხალისეებად გაასაღა
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, სოციალურ ქსელის მეშვეობით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, კახეთში მიმავალი „ოფროუდის“ მოყვარულთა ჯგუფი, მან ქუთაისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით წამსვლელ მოხალ...
1740493864
ახალი ამბებიგარდაცვლილი 107 წლის ქალის შვილთაშვილი: უმორჩილესად გთხოვთ ყველას, თავის შეიკავოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, ჩემი დიდი ბებია ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა
„უმორჩილესად გთხოვთ ყველას, თავი შეიკავოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან. ჩემი დიდი ბებია ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა“, - განაცხადა გურიაში გარდაცვლილი 107 წლის ქალის შვილთაშვილმა შორენა გურგენიძემ....
1740493443
ახალი ამბებინაქერალას უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებისთვის შეზღუდვები მოქმედებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვა დაწესდა ნ...