რატომ ეგონათ იტალიელ კარაბინიერებს ქართველები, რუსი მაფიოზები - ორი გურულის თავგადასავალი

სანამ წიგნი აქტიურ გაყიდვებში გავა, თქვენც გაგართობთ და გულსაც გადავატან. - წერს პროფესორი და მწერალი თემურ კილაძე. კილაძის წიგნი „ოქროს საწმისი“ იტალიურმა გამომცემლობა “albatros“-მა გამოსცა და 20 თებერვლიდან, წიგნების მაღაზიათა ქსელში  “Messaggerie Libri SpA“ განთავსდა.

„მოკლედ შემიჩნდა ერთი მეგობარი, გვარად ლომჯარია (ლომჯარია კარგი გინახავთ? იმედია „ფრენდებში“ არ მყავხართ) წამო და წამო იტალიაშიო, არ მინახავსო, ვითომ რამე მიემატობოდა იტალიას მისი ნახვით. ავიღეთ ბილეთები თბილისი-სტამბოლი-ბოლონია და ისევე უკან, თანაც რაგბი იყო იმ წელს და აი თურმე გაქანებული რაგბისტია (იქნებ რაგბისტიც არაა, მაგრამ სამწუხაროდ დღესდღეობით ცოტა რამ გვაქვს საამაყო).

ბოლონიაში ავიღეთ მანქანა, წავედით ფლორენციაში. - ინტერნეტი ჩავრთეო, მაგრამ, ჩემი მტერია იმის მეტი, მაგას ვერ მიხვდა და ნავიგატორი ვერ დავაყენეთ. კარგი, მე ბევრი ვარ ნახეტიალები იტალიაში და ავტოსტრადებით რამენაირად გავალ ნაპირზე, მაგრამ ქალაქებში?

რავარცხა იქნა მივაგენით სასტუმრო და 5-დღიანი ვიზიტი გვაქვს. მოი საცხა-საცხა ვიაროთო და ერთ-ერთი მარშრუტი იყო პიზა-სიენა. დილით წავედით, ნაშუადღევს პიზა მოვინახულეთ და წავედით სიენაში. სიენაში არ ვიყავი ნამყოფი და მეც მაინტერესებდა. პირველი იმას ვფიქრობ, - პარკირება რაფერ იქნება. გალავანს რომ მივადექი, უცებ ცარიელი ადგილი დავინახე და ვცვითე თავი. 200 მეტრიანი აღმართის შემდეგ კარიბჭეს მივადექით. დავინახე დიდი, გრძელი პალმა და ვიფიქრე ამით დავიმახსოვრებ პარკირების ადგილსთქო. პარკირების ადგილიდან, კილომეტრნახევრიანი გზა ცენტრისკენ, ჰო და შევუდექით ამ გზას. 

გზა და გზა ნაყინები მივირთვით, კიდეც წევიხემსეთ, ამასობაში დაღამდა და განათებულ სიენას რა ჯობია!!! დაგვავიწყდა, რომ მომდევნო დილით უკან ვბრუნდებოდით. დაღამდაო, ნავიგატორი არ გვაქვსო და ასე კმაყოფილები ალბათ 8 საათისკენ ისევ ნელ-ნელა ჩამოვუყევით გრძელ გზას და სადაა იი პალმა? გალავანში ამისთანა კარიბჭე, თუ არ ვცდები შვიდია. დავბრუნდით უკან, უკვე სირბილით ისევ ცენტრისკენ. გევიხედ- გამევიხედეთ და მეორე დაღმართს დავუყევით ისევ სირბილით, სადაა ჩვენი პალმა?!! ახლა ისევ მაღლა და მეხუთეჯერ რომ ისევ პირველ ადგილზე აღმოვჩნდით, რასაც ვფიქრობდი ლომჯარიაზე და იგი ჩემზე კინაღამ გადმოვარქვიეთ. ჩვენდა ბედად, ვინცხა გოგო მოდიოდა,  - არიქა გვიშველე, სოფლიდან ვართ, გზაი არ ვიცით, კვალი არ ვიცით, ისიც არ ვიცით ტაქსი როგორ გამოვიძახოთო და მოკლედ 5 წუთში ტაქსი მოვიდა და ორ წუთში ჩვენი მანქანაც ვნახეთ.

გზაში არ გვიჩხუბია, ფლორენციში კი დავაპირეთ მაგრამ, უცებ პოლიციელები იყვნენ გაჩერებული და იგენს ვეძგერეთ, - ვიცით რომ იტალიელი პოლიციელები ყველაზე კარგები არიან მსოფლიოში და რამენაირად სასტუმრომდე მიგვიყვანეთო. - საიდან ხართო და საქართველოდანო, აა რუსეთიო, ჩვენც ვიცით რუსულ მაფიაზე დავაი ახლა საბუთებიო.

მოკლედ მივაღწიეთ სასტუმრომდე. ჰო, მართლა რაგბი მაშინ წავაგეთ.“ - წერს თემურ კილაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 „17 წლისამ დაიწყო მუშაობა „ფოსტა იტალიაში“, მარკებს აკრავდა“ - თემურ კილაძე

📌 „ვინ იქნებით თქვენ სამშობლოში, როცა დაბრუნდებით? არავინ!! თქვენი შთამომავლები გააცალმტვერებენ ყველაფერს თქვენს შექმნილს“ - თემურ კილაძე

📌 „ჩემი 15 წლის წინ გაშორებული, არა ქართველი ცოლიც კი ჩამოფრინდა იტალიიდან, რომ პატივი მიეგო“ - თემურ კილაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740986829

მსოფლიო

CNN: ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ტრამპისა და პუტინის გუ...

ტრამპი და პუტინი

1740983813

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება.  3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...

საქართველოს რკინიგზა

1740982120

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა

დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...

ირაკლი კობახიძე

1740981935

მსოფლიო

მაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება

ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...

საფრანგეთს პრეზიდენტი

1740979239

ახალი ამბები

პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ

პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ. განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით გაიმართება. პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია აშ...

საქართველოს პარლამენტი