როგორ მოვიპოვოთ უფასო სამედიცინო ბარათი - „Tessera sanitaria" იტალიაში
TESSERA SANITARIA - როგორ მოვიპოვოთ იტალიაში უფასო სამედიცინო ბარათი? ამის შესახებ ასოციაცია Tutto Insieme Georgia-ს პრეზიდენტი, ქალაქ პიზაში მოღვაწე იურისტი, ხათუნა ტატუნაშვილი წერს.
სამედიცინო ბარათი-"Tessera sanitaria" არის პირადი დოკუმენტი, რომელიც იძლევა იტალიაში ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობის საშუალებას.
სამედიცინო ბარათზე წერია:
- პირადი მონაცემები - (სახელი,გვარი,დაბადების თარიღი და ადგილი);
- ფისკალური კოდი - „codice fiscale";
- ბარათის მოქმედების ვადა;
- ჯანდაცვის რეგიონალური მონაცემები.
რა დანიშნულება აქვს სამედიცინო ბარათს?
სამედიცინო ბარათის საშუალებით, შესაძლებელია სარგებლობა ჯანდაცვის შემდეგი სერვისებით:
- ოჯახის ექიმი/პედიატრი;
- უფასო ჰოსპიტალიზაცია საავადმყოფოებში;
- ფარმაცევტული დახმარება;
- ზოგადი სამედიცინო ვიზიტები კლინიკებში;
- სპეციალისტთან სამედიცინო ვიზიტები;
- ადგილობრივი სამედიცინო ვიზიტები;
- ვაქცინაცია;
- სისხლის ტესტები;
- რენტგენი;
- ულტრაბგერითი სკანირება;
- მედიკამენტები;
- რეაბილიტაცია და პროთეზირება;
- სხვა ძირითადი დახმარების გაწევა სხვადასხვა სამედიცინო სტრუქტურებიდან.
სამედიცინო ბარათის გამოყენება შეგიძლიათ ექიმთან მისვლისას, აფთიაქში მედიკამენტის შეძენისას, ლაბორატორიაში ანალიზის გასაკეთებლად, სპეციალისტთან ვიზიტი საავადმყოფოში და „ASL"-ში („ASL" - ადგილობრივი სამედიცინო ორგანო).
სამედიცინო ბარათის გამოყენება შესაძლებელია ფისკალური კოდის - „Codice fiscale" ბარათის ნაცვლად.
სამედიცინო ბარათის საშუალებით, ჯანმრთელობის სერვისებით შეგიძლიათ ისარგებლოთ არა მარტო იტალიაში, არამედ ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც.
ვის შეუძლია ისარგებლოს სამედიცინო ბარათით?
სამედიცინო ბარათით სარგებლობა შეუძლია არა მარტო იტალიის მოქალაქეს, არამედ იმ პირსაც, რომელსაც აქვს რეგულარული ბინადრობის ნებართვა, რეგულარულად დაქვემდებარებული, ან თვითდასაქმებული სამუშაო, ან არის რეგისტრირებული დასაქმების სიებში; ასევე მას, ვინც აკეთებს ვადაგასული ბინადრობის ნებართვის განახლებას შემდეგი მოტივებით:
- დაქვემდებარებული, ან თვითდასაქმებული სამუშაო;
- ოჯახური მიზეზები;
- პოლიტიკური თავშესაფარი;
- ჰუმანიტარული თავშესაფარი;
- თავშესაფრის მოთხოვნა;
- შვილად აყვანის მოლოდინი;
- მინდობით აღზრდა;
- ბინადრობის ნებართვა სტუდენტური მოტივით;
- ბინადრობის ნებართვა სამედიცინო მკურნალობის მოტივით და ა.შ.
ასევე მას, ვინც ელოდება ბინადრობის ნებართვის საკითხს სამუშაოს, ან ოჯახური გაერთიანების მიზნით და არის დაწყებით ფაზაში, (მათ შორის „სანატორია 2020“-ის მონაწილეს).
იმ პირს, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე, შეუძლია ისარგებლოს "STP"-ის პროგრამით, რომელიც გულისხმობს არალეგალი უცხოელის უფასო სამედიცინო მომსახურებას, გადაუდებელი სამედიცინო ჩარევის აუცილებლობის მიზნით.
"STP" ბარათის ხანგრძლივობა არის 6 თვე და ექვემდებარება განახლებას კიდევ 6 თვის განმავლობაში.
"STP" ბარათის საშუალებით შესაძლებელია გადაუდებელი, ან აუცილებელი, თუნდაც უწყვეტი სამედიცინო მომსახურება კლინიკებსა და საავადმყოფოებში და იძლევა მონაწილეობის საშუალებას ეროვნული ჯანდაცვის სისტემის "SSN" მიერ გათვალისწინებულ, პრევენციულ პროგრამებში - (მაგალითად ვაქცინაციები).
(მუხლი-35,პუნქტი-3,ემიგრაციის საკანონმდებლო განკარგულება 286/98)].
სად შეიძლება სამედიცინო ბარათის აღება?
სამედიცინო ბარათის ფლობისთვის საჭიროა დარეგისტრირება ჯანმრთელობის ეროვნულ სისტემაში „SSN".
ჯანმრთელობის ეროვნულ სისტემაში. „SSN" დარეგისტრირება ხდება „ASL"-ის (ადგილობრივი სამედიცინო ორგანო) ოფისში.
„ASL"-ში წარსადგენი შემდეგი აუცილებელი დოკუმენტებია:
- მოქმედი ბინადრობის ნებართვა ან ბინადრობის ნებართვის განახლების მოთხოვნა საფოსტო განყოფილების ან პოლიციის შტაბის მიერ გაცემული ქვითრით-(ricevuta);
- საცხოვრებელი ადგილის თვითსერთიფიკაცია, ან რეზიდენციის დეკლარაცია-(ospitalità/residenza);
- ფისკალური კოდი-(codice fiscale).
ოჯახის გაერთიანების მიზეზით, ბინადრობის ნებართვის მოლოდინის შემთხვევაში, აუცილებელი დოკუმენტებია:
- ვიზა;
- ქვითარი, რომელიც საფოსტო განყოფილებამ გასცა,სადაც ნაჩვენებია ბინადრობის ნებართვის მოთხოვნის მიმართვა - (ricevuta);
- „Sportello Unico"-ს (პრეფექტურა) მიერ გაცემული უფლებამოსილების ასლი.
სამედიცინო ბარათის მოქმედების ვადა:სამედიცინო ბარათის მოქმედების ვადა, ტოლფასია ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადისა.ბინადრობის ნებართვის მოლოდინის შემთხვევაში, ოჯახური გაერთიანების, ან სამუშაოს (იგულისხმება ასევე „სანატორია 2020“) მოტივებით, ჯანმრთელობის ეროვნული სისტემის „SSN" რეგისტრაცია დროებითია;ბინადრობის ნებართვის წარდგენის შემთხვევაში, სამედიცინო ბარათის მოქმედების ვადა გაგრძელდება იქამდე, სადამდეც, მითითებული იქნება ბინადრობის ნებართვის ვადა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ,
1736094926
ახალი ამბებიქობულეთი-ბათუმის გზაზე ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა
ქობულეთი-ბათუმის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ა...
1736093941
ჰოროსკოპი„საპატრიარქო ცვლილებები, გარდაცვალება რომელიც არეულობას და გლოვას ერთად მოიტანს“ - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს ხოლმე. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთა...
1736087920
ახალი ამბებიოკუპირებულ აფხაზეთში 6 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო 6 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. როგორც აფხაზური მედია იტყობინება, „განკარგულებას“ უკვე მოაწერა ხელი ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულე...
1736087661
სოციალური მედიანიკა ქაცარიძის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა - რას წერს მსახიობის მეუღლე
2022 წლის, 5 იანვრის დილას, რუსთაველის თეატრის მსახიობი, 43 წლის ნიკა ქაცარიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. ეს ყველასთვის შოკის მომგვრელი ამბავი იყო. მას 2 შვილი დარჩა. ყველასათვის საყვარელი მსახიობის გა...
1736085243
საზოგადოებარუსეთის 2 მოქალაქეს ზუგდიდი-მესტიის გზაზე თავს დაესხნენ
ყაჩაღობა ზუგდიდი-მესტიის გზაზე რუსი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს. ადგილზე დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. პოლიცია ორ ახალგაზრდას ეძებს, რომელთაც ბრალად უცხოელ მოქალაქეებზე თავდასხმა ედებათ. სოფელ ნაკრას ასა...