ევროპის საზღვრები, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდან მოგზაურების მსურველთათვის მკაცრდება

ცვლილებები სასაზღვრო სისტემის წესში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდან მოგზაურების მსურველთათვის

კონტინენტზე უსაფრთხოების გამკაცრების მიზნით, მომავალ წელს, 2022 წლიდან ევროკავშირში ჩასულ მოგზაურებს, კავშირის არაწევრი სახელმწიფოებიდან  ახალი სისტემა დახვდებათ.

ახალი შესვლა-გასვლის სისტემა (EES), რომელიც 2016 წლიდან მუშაობს, მესაზღვრეების პასპორტებზე ბეჭდის ამჟამინდელ სისტემას ჩაანაცვლებს. ელექტრონული პასპორტის სკანერები ინსტალირებულია ევროკავშირის არაწევრი მოქალაქეების, მათ შორის ბრიტანელების, ამერიკელებისა და ავსტრალიელების სტატუსის შესამოწმებლად.

სისტემა ნაცნობი იქნება მოგზაურთათვის, რომლებიც იყენებენ ბიომეტრიულ სკანერებს აეროპორტებში. მაგრამ თუკი ახლანდელი მეთოდი მხოლოდ ფოტოს იდენტიფიცირებას ახდენს და პიროვნებას ადარებს, EES ტექნოლოგია სხვა დეტალებთან ერთად ასევე გამოთვლის რამდენ ხანს გაქვთ უფლება დარჩეთ ევროკავშირში.

თუმცა, ევროკავშირის არაწევრი მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ შენგენის ზონაში, არ სჭირდებათ ახალი სისტემის გამოყენება. „მათი პერსონალური მონაცემები არ იქნება დარეგისტრირებული შესვლის/გასვლის სისტემაში“, განუცხადა ევროკომისიამ The Local-ს. საკმარისია ასეთი დოკუმენტების მფლობელებმა მესაზღვრეებს წარუდგინონ თავიანთი სტატუსის დასამტკიცებელი შესაბამისი საბუთი.

EES იმუშავებს მხოლოდ ევროკავშირის გარე საზღვრებზე - მაგალითისთვის, ამერიკელებისთვის, რომლებიც მიფრინავდნენ იტალიაში, ან ბრიტანელებისთვის, რომლებიც გადადიან საფრანგეთში. შესაბამისად ახალი სისტემა არ იმოქმედებს წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის განკუთვნილ საზღვრებში ევროკავშირის ქვეყნებს შორის, როგორიცაა მაგალითად, იტალია და საფრანგეთი.

ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი სულ 27 სახელმწიფოა. მათგან შენგენის ზონას არ მიეკუთვნებიან ბულგარეთი, რუმინეთი, კვიპროსი და ხორვატია.

ამასთან, ევროკავშირის წევრები არ არიან, თუმცა შენგენის ზონაში შედიან ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია. შენგენის ზონაში ასევე შედიან ევროპის ჯუჯა სახემწიფოები - მონაკო, სან-მარინო და ვატიკანი.

აღნიშნული რეფორმა "არსებითად უსაფრთხოების განახლებად" განიხილება, რომელიც დააჩქარებს მოგზაურთა შესვლას, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ახალი სისტემა, პირველ რიგში, გამიზნულია ევროპის საზღვრების გამკაცრებაზე.

მოგზაურთა ვიზიტების ხანგრძლივობის დათვლასთან ერთად, სკანერები შეამოწმებენ, იყო თუ არა თქვენი პასპორტი ოდესმე მონიშნული იმიგრაციული დანაშაულებისთვის, მაგალითისთვის ვიზის გადაცილება.

ევროკომისია ამბობს, რომ EES საშუალებას მისცემს გაძლიერებულად გამოაშკარაავოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც გადააჭარბებს მოგზაურობისთვის ნებადართულ დროის ლიმიტს, ამასთან ერთად, შესაძლებელი იქნება მოპარული პირადობის აღმოჩენა.

შესაბამისად, ეს იქნება ინფორმაციის გაერთიანება ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს შორის, კრიმინალური იდენტობისა და დაზვერვის შესახებ გაზიარებულ შესაბამის პასუხისმგებელ ორგანოებთან, სავიზო სერვისების საკონსულო ოფისებთან და ევროპოლთან.

სტატია წყაროზე დაყრდნობით მოამზადა, ელენი ლომთაძე

წყარო: https://www.euronews.com/travel/2021/11/17/new-border-system-rule-that-non-eu-travellers-need-to-know-about 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 ვის შეუძლია მიიღოს “DISOCCUPAZIONE“ - უმუშევრობის შემწეობა

📌 იტალია ახალი რეგულაციების მოლოდინში - ექსპერტთა დასკვნა

📌 პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა იტალიაში, მსოფლიო თასზე, ორი ოქროს მედალი მოიპოვა და საქართველოს დროშა ააფრიალა

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741192578

მსოფლიო

მედვედევი ზელენსკიზე: შეუმდგარმა ფიურერმა ოვალურ კაბინეტში ტრამპს ნერვები მოუშალა, ამერიკელებმა კი მისი დემონსტრაციული დასჯა გადაწყვიტეს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „შეუმდგარი ფიურერი“ უწოდა. „შეუმდგარმა ფიურერმა ტრამპსა და მის გუნდს ოვალურ კაბინეტში ნერვებ...

რისეთი

1741191437

მსოფლიო

ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ც...

მოძრაობა - გზა, თოვლი

1741186636

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები

ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ ს...

ირაკლი კობახიძე

1741186447

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: იდენტური ხელწერითაა დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ - ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფერი იმართება ერთი ხელიდან, რომელსაც „დიფ სთეითი“ ეწოდება

იდენტური ხელწერით არის დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფე...

ირაკლი კობახიძე

1741185730

სპორტი

საქართველოს 20 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია

ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, ფინალში უკრაინის ნაკრები 16:6 დაამარცხა...

20-წლამდე ვაჟთა ნაკრები