საჩუქარი ემიგრანტ ბავშვებს, რომლებიც ინტეგრირებულ სწავლებას საკვირაო სკოლა „იმედში“ გადიან
იტალიის ქალაქ ბარიში არსებულ საკვირაო სკოლა ,,იმედი" - ს აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საკონსულოს წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
იტალიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, თანამემამულეებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს მრჩეველმა, ირმა კაველიძემ, „იმედელებს“ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. მათ შორის, საოჯახო ბიბლიოთეკიდან, სპეციალურად ხსენებული ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებს საბავშვო ენციკლოპედია უსახსოვრა, რომელიც მის შვილს ეკუთვნოდა.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდა ქალაქ ბარიში არსებული გენერალური საკონსულოს ვიცე კონსული, ხატია ჭელიძე.
შეგახსენებთ, რომ საკვირაო სკოლაში, სხვადასხვა ასაკის მქონე 50-მდე აღსაზრდელი გადის ინტეგრირებულ სასწავლო პროცესს.
როგორც ჩვენთან საუბარში, საკვირაო სკოლის დამაარსებელმა, ცინარი ღვალაძემ აღნიშნა, სტუმრები სასწავლო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ, მოუსმინეს და გაესაუბრნენ სკოლის მოსწავლეებს.
საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა, სტუმრების პატივსაცემად და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების დასტურად, საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და ლექსები წაიკითხეს.
„ასე გაახარეს მოსწავლეები და გაახალისეს, ჩვენი საკვირაო სკოლის ერთი დღე. შეხვედრამ თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა, რაც გვიტოვებს სურვილს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მადლიერება, ჩვენი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების და ყველა იმ პირის მიმართ, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი პატარა თანამემამულეების სწავლა-განათლება“ - აღნიშნა საკვირაო სკოლის დამაარსებელმა ცინარი ღვალაძემ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 50 ქართველი მოსწავლე, იტალიის ქალაქ ბარიში ქართულ წერა-კითხვას სწავლობს
📌 როგორ დავუკავშირდეთ, ქალაქ ბარიში არსებულ, საქართველოს გენერალურ საკონსულოს
1736954634
მსოფლიოისრაელის მთავრობა მოელის, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება უახლოეს დღეებში გამოცხადდება - CNN
ისრაელის მთავრობა მოელის, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN წყაროებზე დაყრდნობით ავრც...
1736953492
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: 300 ხმის გაყალბების მტკიცებულება დაიდოს და მერე ვილაპარაკოთ ახალ არჩევნებზე
„300 ხმის გაყალბების მტკიცებულება დაიდოს და მერე ვილაპარაკოთ ახალ არჩევნებზე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „ვნახე პროკურატურის დღევანდელი ბრიფინგი და...
1736953012
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: პროკურატურამაც გამორიცხა, რომ არჩევნებში ერთი ადამიანი თითქოს ხმას აძლევდა სხვადასხვა უბანზე
არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედურ შედეგებს, რომელიც 15 იანვარს პროკურატურამ გაავრცელა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი...
1736950887
ახალი ამბებიფულადი გზავნილების ძირითად წყაროს 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა - ზრდა 10.2%
2024 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 285.39 მლნ აშშ დოლარი (802.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 8.2%-ით (25.6 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის დეკემბრის ანალოგიუ...
1736950049
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს აქციების დროს დაშავებულ პოლიციელებზე ინფორმაცია არ ჰქონდათ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლე...