თუ იტალიაში ცხოვრობთ და ხართ ძალადობის მსხვერპლი, დარეკეთ ნომერზე - 1522

1522 - ეს არის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ცხელი ხაზი.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეიდან თვის ბოლომდე, იტალიაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი სუპერმარკეტების ქსელი „Coop alleanza 3.0“, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თავის 360 სავაჭრო პუნქტის ჩეკზე დაიტანს წარწერას - „თუ ხარ ძალადობის მსხვერპლი, დარეკე სადღეღამისო ნომერზე 1522“.
„გზა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მიღწევამდე, ჯერ კიდევ ძალიან გრძელია და ქალების მიმართ ძალადობის ფაქტები, სამწუხაროდ, უფრო და უფრო მატულობს, რასაც სტატისტიკა ამტკიცებს. ამიტომ პოლიტიკაში ისეთი ფიგურების მოსვლაა საჭირო, ვისთვისაც ეს თემა უცხო არ იქნება, მასზე წლები აქვს ნამუშევარი და რეალური ნაბიჯების გადადგმა შეუძლია, პრობლემის მოგვარების გზაზე. ასევე, სუპერმარკეტების ქსელის ეს ინიციატივაც, სწორედ ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებას ემსახურება“, განაცხადა პრესასთან მოძრაობის ერთ-ერთმა აქტივისტმა.
ხშირად, ძალადობის ფაქტები, სავალალოდ მთავრდება. შეგახსენებთ, რომ იტალიაში, 2021 წლის დასაწყისიდან დღემდე, ფემინიციდის 103 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველ მესამე დღეს, ქვეყანაში ერთ ქალს კლავდნენ. ძირითად შემთხვევაში, ქალები იცნობდნენ თავიანთ მკვლელებს. შემთხვევების 72.3% აქტუალური, ან ყოფილი პარტნიორის მიერ არის ჩადენილი. თუ ამ რიცხვს დავუმატებთ იმ შემთხვევებსაც, როდესაც ქალი საკუთარი ოჯახის წევრმა მოკლა, მაშინ პროცენტი 82.3-მდე გაიზრდება.
1740817706
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ დედოფლისწ...
1740816504
მსოფლიორუბიო: ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს ფიასკოსთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან „თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებები თავის ფიასკოდ აქცია“. როგორც რუბიომ CNN...
1740814184
ახალი ამბები„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე“ - ირაკლი კობახიძე
„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე. გამოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და „...
1740813527
ახალი ამბები„ენჯეოებს ერთადერთი, რაც ზურგს უმაგრებს, უცხოური ფული და გავლენაა და ცხადია, მომავალში ასე არ უნდა იყოს და არც იქნება“ - სოზარ სუბარი
მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნაში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის გაუქმების საკითხს შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ...
1740810738
მსოფლიო„ვფიქრობ, ტრამპთან ჩემი ურთიერთობა შეიძლება გადარჩეს“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში გამართული დაძაბულ შეხვედრაზე Fox News-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობა შესაძლოა გამოუსწორდ...