დიდი ლუჩანო პავაროტი, რომელსაც ოპერა, კარაბინერმა მამამ შეაყვარა

ლუჩანო პავაროტი - The Voice of Italy 

დაიბადა მოდენაში 1935 წლის 12 ოქტომბერს. საოპერო მუსიკის სიყვარული მამისგან, ფერნანდოსგან ერგო მემკვიდრეობით, რომელიც კარაბინერობის გარდა, სამოყვარულო დონეზე, დაკავებული იყო საოპერო ხელოვნებითაც.

თუმცა ახალგაზრდა ლუჩანო მაშინვე არ გაჰყოლია მუსიკალურ კარიერას, გადაწყვიტა დაწყებით სკოლაში ემუშავა ფიზიკური აღზრდის მასწავლებლად. სადაც ორი წელი დაჰყო. პარალელურად სიმღერაში მას ტენორი არიგო პოლა ამეცადინებდა. შემდგომში ტექნიკის დასახვეწად და კონცენტრირებისთვის  გააგრძელა მეცადინეობა მაესტრო ეტორე კამპოგალიანოსთან. მისთვის ორივე მასწავლებელი ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყო მთელი ცხოვრების განმავლობაში.

1961 წელს, საერთაშორისო კონკურსზე აღიარების შემდეგ, პირველად შეასრულა როდოლფოს როლი პუჩინის "ბოჰემაში", ემილია - რომანიას თეატრის დიდი პუბლიკის წინაშე.

პავაროტის კარიერაში "როდოლფო" მისი სავიზიტო ბარათი გახდა.

პირველი საერთაშორისო წარმატება ლონდონში ხვდა წილად, სადაც იგივე როლზე ავადმყოფობის გამო ჩაანაცვლა ჯუზეპე დე სტეფანო. კონცერტი გადაიცემოდა ტელევიზიით, რომელიც 15 მილიონმა მაყურებელმა ნახა.

1965 წელს პირველად იმღერა მილანის "ლა სკალაში", სადაც 1992 წლამდე თეატრალურ სეზონზე ყოველ წელს ბრუნდებოდა.

1967 წელს, დადგა ამერიკის დაპყრობის დრო! პირველად, სან-ფრანცისკოს ოპერაში შედგა მისი ამერიკული დებიუტი, ხოლო 1972 წლის 17 თებერვალს მისი გამოსვლა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერის თეატრში, სრული ანშლაგით ჩატარდა. ფარდა 17-ჯერ გაიხსნა, რაც დღემდე მსოფლიო რეკორდია.

1990 წლის 7 ივლისს რომში ჩატარებული ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დღესთან დაკავშირებით, "სამი ტენორი" (ლუჩანო პავაროტი, პლაჩიდო დომინგო და ხოსე კარერასი) პირველად წარდგა მაყურებლის წინაშე, 180 ელემენტისგან შემდგარი 2 გაერთიანებული ორკესტრით. წარმატება სენსაციური იყო: 200 000-ზე მეტი ბილეთი მოითხოვეს ღონისძიებაზე, სადაც მხოლოდ 6000 მაყურებელი ეტეოდა.

"Tre Tenori" ოსტატურად მღეროდა ლირიკულ არიებს მსოფლიოს  ცნობილი ოპერებიდან,  ასევე  სიმღერებს მთელი მსოფლიოს მუსიკალური რეპერტუარიდან (Cielito lindo, Oci Ciornie, La Vie en rose, Memory, Amapola, Torna a Surriento, 'O sole mio,  Core 'ngrato ...), ამის შემდეგ, "სამი ტენორი" კიდევ არაერთხელ წარდგა მაყურებლის წინაშე.

გარდა იმისა, რომ ლუჩანო იყო დიდი არტისტი და უდიდესი ტენორი, ის დიდი ქველმოქმედიც გახლდათ. 1992 წლიდან 2003 წლამდე ყოველ წელს მშობლიურ ქალაქ მოდენაში მისი ორგანიზებით იმართებოდა საქველმოქმედო კონცერტები - Pavarotti & Friends - ძირითადად ომებით დაზარალებული ქვეყნების და ბავშვების დასახმარებლად. პროექტის ფარგლებში სულ 10 კონცერტი ჩატარდა, სადაც მრავალმა ცნობილმა მსოფლიო  ვარსკვლავმა მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა დროს.

პავაროტიმ შეძლო ლირიკული მუსიკა უფრო ადვილად მიეტანა მილიონობით მსმენელამდე, მან გააერთიანა  კლასიკური და თანამედროვე მუსიკა. ჩაწერა  ათეულობით დუეტი თანამედროვე მუსიკის მოქმედ ვარსკვლავებთან და მსოფლიოს კიდევ უფრო კარგად გააცნო იტალიური კულტურა და ხელოვნება.

ლუჩანო პავაროტი გარდაიცვალა 2007 წლის 6 სექტემბერს 71 წლის ასაკში. 50 ათასი ადამიანი დაესწრო მის გასვენებას  ქალაქ მოდენაში, მათ შორის ბევრი ცნობილი მუსიკოსი. ტენორი უკანასკნელ გზაზე ცაზე დახატული იტალიის სამფერიანი დროშის თანხლებით გააცილეს.

ლუჩანო პავაროტი მრავალ იტალიურ და საერთაშორისო ჯილდოებთან ერთად,  ექვსგზის "გრემის"ჯილდოს მფლობელია.

ნატო როზომაშვილი - Nata Ly

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741192578

მსოფლიო

მედვედევი ზელენსკიზე: შეუმდგარმა ფიურერმა ოვალურ კაბინეტში ტრამპს ნერვები მოუშალა, ამერიკელებმა კი მისი დემონსტრაციული დასჯა გადაწყვიტეს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „შეუმდგარი ფიურერი“ უწოდა. „შეუმდგარმა ფიურერმა ტრამპსა და მის გუნდს ოვალურ კაბინეტში ნერვებ...

რისეთი

1741191437

მსოფლიო

ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ც...

მოძრაობა - გზა, თოვლი

1741186636

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები

ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ ს...

ირაკლი კობახიძე

1741186447

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: იდენტური ხელწერითაა დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ - ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფერი იმართება ერთი ხელიდან, რომელსაც „დიფ სთეითი“ ეწოდება

იდენტური ხელწერით არის დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფე...

ირაკლი კობახიძე

1741185730

სპორტი

საქართველოს 20 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია

ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, ფინალში უკრაინის ნაკრები 16:6 დაამარცხა...

20-წლამდე ვაჟთა ნაკრები