"იქნება კიდევ ერთი ძალიან გახმაურებული სიკვდილი" - ლელა კაკულია

ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია საქართველოსა და მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე წინასწარმეტყველებს, რომ უკრაინაში რუსეთის ომი, ოკუპანტის დამარცხებით დასრულდება:
"შავ ზღვაში არის ნივთიერებები, რომლებიც საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად აქცევს ამერიკისთვისაც და სხვა ქვეყნებისთვისაც.
ერთი პერიოდი თითქოს ამაზე ლაპარაკი შეწყდება.
ეს იმიტომ რომ გამოკვლევებს ჩაატარებენ მაღალი დონის პროფესიონალები და კოსმოსი მაშინ გაამჟღავნებს ყოველივეს, როცა საჭირო დრო დადგება, რათა საქართველო რუსეთის სამიზნედ არ იქცეს.
რა თქმა უნდა, ეს ენერგორესურსები საქართველოსთვის დაცვითი ფარია და მომავალში არც ამერიკას და არც ევროკავშირს კითხვები აღარ ექნებათ საქართველოს მიმართ.
აი რატომ ხდება საქართველო ნეიტრალური ქვეყანა.
ჩვენი მეზობელი რუსეთი, ვხედავ, უძლურია, რომ საქართველოს წინააღმდეგ რაიმე მოიმოქმედოს.
მინდა გავიმეორო წინასწარმეტყველება, რომ ვიბრუნებთ აფხაზეთს!
ვიბრუნებთ სამაჩაბლოს. თვითონ რუსეთის პრეზიდენტი გამოაცხადებს, რომ ეს ორი ავტონომია, ეს მიწები საქართველოსია. თუმცა მომავალში ავტონომიებს აღარ ვხედავ. ეს 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე. მომავალში, ვხედავ, რუსეთს აწყობს საქართველო, როგორც ნეიტრალური ქვეყანა.
თურქეთთან რუსეთის ურთიერთობა ვერ დარეგულირდება.
დღევანდელი პრეზიდენტები — თურქეთისა და რუსეთისა — ერთმანეთს არაფერს დაუთმობენ. ის კი არა, თურქეთის პრეზიდენტს იქით მიჰყავს საქმე, რომ რუსეთს ჰააგის ტრიბუნალი გაუჩალიჩოს.
უამრავ ბრალდებას წაუყენებს ახლო აღმოსავლეთში გატარებული პოლიტიკის გამო.
თურქეთის პრეზიდენტს, ვხედავ, ტერაქტს მოუწყობენ.
მართალია, ვერაფერს დააკლებენ, მაგრამ მშვენივრად კი გამოიყენებს რუსეთის პრეზიდენტისთვის დასაბრალებლად, რომ ეს მან მოუწყო ტერაქტი.
ისე, ორივე პრეზიდენტს სიფრთხილე მართებს, იმიტომ რომ, თუკი ჰაერში მოუწყეს ერთმანეთს ტერორები, არც ზღვაზე დააკლებენ.
შავ ზღვაზე შეჯახებას ვხედავ, რასაც მალე ჩააქრობს ამერიკა, რათა ამ ყველაფერს ომის სახე არ მიეცეს, რაც მათ საერთოდ არ აწყობთ შავ ზღვაზე.
ასე რომ, თურქეთ – რუსეთს შორის პოლიტიკური ომი კიდევ გაგრძელდება.
რუსეთის ახლოაღმოსავლური პოლიტიკა ემსახურება იმგვარი სირთულეების შექმნას, როგორებიცაა დაპირისპირება ევროპასთან და ამერიკასთან. თუმცა კარგად იცის კრემლმა, რომ ამერიკა არაფერს დაუთმობს.
სანქციები გრძელდება და კვლავაც გაგრძელდება.
ამერიკისა და ევროპის ჩანაფიქრი ერთია: პუტინის გადადგომა.
ზუსტად ამას განაპირობებს სანქციები.
ამერიკელებს აქვთ მთლიანი გეგმა, როგორი მთავრობა უნდა იყოს რუსეთში, ვინ უნდა მართავდეს ქვეყანას — პრეზიდენტი თუ პრემიერი, რომელიც მოვა სათავეში და გაანეიტრალებს ვითარებას.
კანდიდატურაც კი ჰყავთ შერჩეული.
ზუსტად ეს არის რუსეთის გადარჩენა დ ასევე, რა თქმა უნდა, საქართველოსიც.
ვხედავ, მომავალში თურქეთის პრეზიდენტი ვადაზე ადრე გადადგება — ამას თვითონ თურქული პოლიტიკა მოითხოვს — მაგრამ ამით არაფერს წააგებს პრეზიდენტი. მომავალში რუსეთ–თურქეთის ურთიერთობები აღდგება, მაგრამ არა ისე, როგორიც იყო წარსულში.
ვხედავ, თურქ მოსახლეობასაც უჭირს, შემოსავლებმა დაიწია და საქართველოში მყოფი თურქები ნელ–ნელა უკან, სამშობლოში ბრუნდებიან.
ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველოში მართლმადიდებლობა იყო, არის და — დაიმახსოვრეთ — იქნება! საქართველო არის მართლა მართლმადიდებლური სახელმწიფო.
რანაირი მოსაზრებებიც უნდა წამოაყენონ და რა ნაბიჯებიც უნდა გადადგან ადამიანებმა, მართლმადიდებლობას ვერავინ და ვერაფერი ვერ აღუდგება წინ. და ეს იმიტომ, რომ ასეთია კოსმოსის ნება. კოსმოსი არ დაუშვებს მართლმადიდებლობის გაქრობას საქართველოში.
ვხედავ, ახლო აღმოსავლეთში რელიგიასთან დაკავშირებით მიიღებენ კანონებს, რომლებიც საქართველოს მოუტანს სიმშვიდეს და მავანთა უხეშ ქმედებებს აღარ დაუშვებს — არ გაჩაღდება ომები და ადამიანები ერთმანეთს არ დააზიანებენ.
რელიგია ერთადერთი საშუალებაა, რომელიც ადამიანების უხეშ და მომაკვდინებელ ნაბიჯებს აჩერებს, ლაგამს სდებს.
მინდა გავიხსენო ჩემი ძველი წინასწარმეტყველება: ფრთხილად იყოს რუსეთი, მისი ნავთობი საქართველოში არ აღმოჩნდეს–მეთქი, და კიდევ თურქმენული გაზიც.
საქმე ისაა, რომ რომ ბუნებრივი მოვლენებით, კატაკლიზმებით გამოწვეული ქანების გადაადგილების გამო, ბუნებრივი წიაღისეული ადგილს იცვლის და სწორედ ამიტომ „ამოხეთქავს“ ასეთი სახით საქართველოში.
ასევე მინდა გავიხსენო წინასწარმეტყველება სასმელი წყლის შესახებ.
1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, რომ, როცა მსოფლიოში სასმელი წყლის დეფიციტი შეიქმნებოდა, საქართველოს არაფერი დაემუქრებოდა, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში სასმელი წყლის ულევი მარაგი არსებობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. ზუსტად წყალი აცოცხლებს ადამიანს.
მინდა დავამშვიდო საქართველო და გითხრათ: ვხედავ, ის ახალი დაავადებები, რომლებზეც ახლა მთელ მსოფლიოში ყაყანებენ, არც ისე მომაკვდინებელია, როგორც ამბობენ.
მინდა ისევ გავიმეორო: რუსეთი ვერ მოერევა უკრაინას. უკრაინა განაგრძობს ბრძოლას და დაიბრუნებს კიდეც იმ ტერიტორიებს, რომლებისთვისაც იბრძვის.
2016 წელი, 21 მარტი
ის ვითარება, რომელიც ახლა მსოფლიოშია შექმნილი ლტოლვილებთან დაკავშირებით, სასწრაფოდ საჭიროებს შეცვლას, ანუ ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნებას.
დღეს რაც ხდება ამ მიმართულებით, ის კი არ არის კატასტროფა, არამედ ის, რაც მომავალში შეიძლება მოხდეს. სწორედ ამიტომ კოსმოსი პოლიტიკოსებს შანსს აძლევს მდგომარეობის შესაცვლელად. ანუ მათ მოქმედებაზეა დამოკიდებული დღეს ყველაფერი.
თქვენ წარმოიდგინეთ, პირველი გერმანია (რომელიც ვითომ იცავს ლტოლვილებს) დაიწყებს ლტოლვილების გაყვანას თავისი ტერიტორიიდან, ანუ, სიმართლე რომ ვთქვათ, გაყრას, რადგან ისეთ დანაშაულებს სჩადიან ევროპაში მუსლიმები, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებს არ ჩამოუვარდებიან.
ყველაფერ ამას ამერიკა დირიჟორობს.
მოკლედ, ვხედავ, ამერიკელებმა აიძულეს რუსეთი, რომ სირია დაეტოვებინა და კიდევ ბევრ რამეს აიძულებენ. მხოლოდ ამ გზით თუ გამოასწორებენ პოლიტიკას, ვინაიდან კრემლის ბინადრები ყველაფერზე წამსვლელები არიან.
ამაზეა ნათქვამი: რუსეთი კვდება, რათა თავიდან დაიბადოს. და ეს ზუსტად ასე მოხდება.
ვხედავ ძალიან დიდ, აღელვებულ მასას. მისი განრისხება მიმართულია სამაჩაბლოსკენ. რუსეთის ინტერესები საქართველოს მიმართ ძლიერია, მაგრამ ის უძლურია.
ამერიკას ისე გაუხდის საქმეს კოსმოსი, რომ საქართველოს არაფრით დათმობს.
აი ამიტომ ვხედავ შავ ზღვაზე ამერიკულ სამხედრო გემებს, რაკეტებს, რომლებიც აღმოსავლეთით და ასევე ჩრდილოეთითაცაა პირით მიქცეულები.
ამ პროცესებს რუსეთი ვერ შეაჩერებს, არ ძალუძს, საკუთარი თავი გასჭირვებია.
ვხედავ, რუსეთს ძალიან გაღიზიანებული ტონი ექნება საქართველოსთან დაკავშირებით.
შეიძლება გინებაზეც კი გადავიდნენ. რატომ? — ისმის კითხვა. იმიტომ რომ ამერიკა ყველა საჭირო პროცესს დააჩქარებს, რათა ჩვენი ქვეყანა ნატოშიც შევიდეს და რუსეთი აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გავიდეს. ეს იქნება რუსული პოლიტიკის ინფარქტი — სასიკვდილო ინფარქტი, და ის გარდაიცვლება.
უკრაინაში რუსეთი დამარცხებულია.
თავი მხოლოდ პროპაგანდის ხარჯზეღა გააქვს და ამითღა წელავს თავისი არსებობის დროს. ეს იმიტომ, რომ ქვეყანაში ისეთი ეკონომიკური განადგურება და შიმშილია, რომ თითქოს წყვეტს არსებობას. და თუ ასე გაგრძელდა, კრემლი მართლა შეწყვეტს არსებობას.
პროპაგანდის იქით არც საჭმელია, არც სამსახურები და არც შემოსავალი რუს ხალხში.
უკრაინაში კი ყველაფერი იქით მიდის, რომ ცვლილებები, რომლებიც უკრაინელებს მიზნად აქვთ დასახული, ხორციელდება და რუსეთი აქ ვერაფერს გახდება.
ასე რომ იქნებოდა, ეს ომის დაწყების დღიდან ჩანდა.
ვხედავ, საქართველოში დიდი პოლიტიკური ცვლილებები იქნება. მოხდება ძალიან საინტერესო ამბები. პოლიტიკოსები ერთმანეთს მოთხრიან და ასეთი ნაბიჯები იქამდე მიიყვანს საქმეს, რომ ხალხი მათ ხმას არ მისცემს. ამიტომ ფრთხილად!
ვხედავ, დაიჭერენ ისეთ პერსონებს, რომელთაც ჰგონიათ, დარწმუნებულები არიან, რომ მთავრობა ხელს არ დაადებს.
ვხედავ, ვინც არიან, მაგრამ გვარებს შეგნებულად არ ვასახელებ.
ვხედავ, იქნება კიდევ ერთი ძალიან გახმაურებული სიკვდილი. ვხედავ, იწვის დიდი რესტორანი — ვერ მორიგდნენ.
მალე ამ თავხედურ ქმედებებს საქართველოში წერტილი დაესმება, მაგრამ მანამდე პროცესებს ვერავინ შეაჩერებს.
ბევრი დატოვებს თანამდებობას, მაგრამ ეს ხალხს საერთოდ არ აღელვებს.
„კისერიც უტეხიათ!“ — ასეთია მათი დამოკიდებულება.
ამერიკელები აღნიშნავენ, რომ აფხაზეთი — ეს საქართველოა და ამიტომ მხოლოდ საქართველოს აქვს უფლება, ჰყავდეს იქ სამხედრო გემები. ამაზე იქნება დიდი გარჩევები და ესეც გახდება მიზეზი იმისა, რომ რუსეთმა საქართველო დატოვოს.
ვხედავ, ოკუპაციის კანონში ქართული სახელმწიფოს საზიანოდ არ იქნება კი არა, ვერ იქნება ცვლილებები. კოსმოსი ამას არ დაუშვებს არცერთ შემთხვევაში. რუსეთი ოკუპანტის სახელს ვერ ჩამოირეცხავს, ხოლო ოკუპაციის კანონში ცვლილებების საკითხი, როგორც წამოიჭრა შადიმანებისგან, ისე გაქრება. არაფერი გამოუვათ. ამინ!
საერთოდ, ყველა ის მცდელობა, რაც საქართველოს საზიანოდ იქნება მიმართული, ჩაიშლება.
მცდელობა იმისა, რომ ჩვენში ქართველებისთვის მიუღებელი წეს–კანონები დანერგონ, მარცხით დასრულდება.
ორი ათეული წლის წინ აღვნიშნე, რომ საქართველო დაიბრუნებს თავის ზნეს, წესებს, ტრადიციებს.
მერწმუნეთ, ვერცერთი ქართველი ვერ შეეგუება იმ წესებს, რომელთაც თავს გვახვევენ.
ვერ მოესწრებიან! იმიტომ რომ ეს ქართულ გენში არ დევს.
პატარა დათმობებმა ასეთ ხალხს ფრთები შეასხა, მაგრამ იმხელა წინააღმდეგობას წააწყდებიან, რომ მომავალში არავითარი სურვილი არ ექნებათ საქართველოში ამ წესების დაკანონებისა, ვინაიდან მოდის ეროვნული მთავრობა, მოდიან მეცნიერები, რომლებიც ხელის ერთი მოსმით მოუღებენ ბოლოს ამ პრობლემებს და ამ წესების დანერგვის მოსურნენი ჩვენს ქვეყანაში ვეღარ იცხოვრებენ მომავალში"... (გაგრძელება იქნება) ...
სხვა სიახლეები:
1740667037
სპორტისაქართველოსა და სომხეთის ნაკრებების მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა
უეფას ერთა ლიგის პლეი ოფში საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია – ინფორმაციას ეროვნული ნაკრების ოფიციალური გვერდი ავრცელებს. უეფას ერთა ლიგის პლეი ოფში საქა...
1740666923
სპორტივლადიმერ გამყრელიძე სარეიტინგო ტურნირის ფინალშია
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დღეს ოთხ წონით კატეგორიაში (79, 92, 97 და 125 კგ) შვიდმა ქართველმა იასპარეზა. შეჯიბრებაზე ოქროს მედლისთვის იბრძოლ...
1740666859
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა მინისტრი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლოკალურ შტაბში იმყოფებოდა
ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, გურიის რეგიონში, ოზურგეთის რაიონ სოფელ ბაილეთში მოწყობილ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლოკალურ შტაბში იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა...
1740666823
მსოფლიოპუტინმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან პირველი კონტაქტები გარკვეულ იმედებს იძლევა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან პირველი კონტაქტები გარკვეულ იმედებს იძლევა. „თქვენ ხედავთ, რამდენად სწრაფად იცვლება მსოფლიო და გლობალური გარემო. ამ კონტე...
1740665665
საზოგადოებასაქართველოში ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი გაიზარდა
საერთაშორისო კვლევითი კომპანიის STR Global-ის მონაცემებით, 2024 წელს, საქართველოში ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი 53.1%-ია, რაც 2023 წლის მონაცემებთან შედარებით +5.3%-ით მეტია. აღსან...