იტალიელი ხუთი და-ძმის ამბავი, რომელთაც 100 წელს გადააბიჯეს

იტალიელი ერის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ბევრი დაწერილა და მსოფლიოში პირველ ქვეყნადაა აღიარებული, სადაც მოხუცები ყველაზე დიდხანს ცოცხლობენ, მაგრამ რასაც ახლა მოგიყვებით, მართლაც არაორდინალურია.
ტოსკანაში, ქალაქ პრატოში, ცხოვრობს მოხუცი ქალბატონი, ველია პინი რომელსაც დღეს 100 წელი შეუსრულდა. ერთი შეხედვით, ეს თითქოს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ამ ყველაფერში განსაკუთრებული ის არის, რომ ველია ერთ-ერთი და ყველაზე უმცროსია იმ ხუთი და-ძმიდან, რომელთა უმრავლესობამაც 100 წელს გადააბიჯა.
უფროსი ძმა, ჯოვაკინო 1904 წელს დაიბადა და 2005 წელს 101 წლის ასაკში გარდაიცვალა, მომდევნო, ჯულიო ვინჩენცო 106 წლის ასაკში - 2012 წელს. 1910 წელს დაბადებული რინა ერთადერთია და-ძმიდან, რომელმაც 100 წელს ვერ მიაღწია და 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1911 წელს დაბადებულმა ოლიმპო სირომ ორი ომი, აფრიკისა და მეორე მსოფლიო ომი გამოიარა, იყო გერმანელების ტყვეობაშიც, მაგრამ 100 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა, ისიც იმიტომ, რომ ფილაზე ფეხი აუსრიალდა და ცუდად წაიქცა.
როდესაც ველიას ჰკითხეს, თუ რა იყო მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო, ქალმა უპასუხა, რომ ეს სიყვარული და ერთად ყოფნით გამოწვეული ბედნიერებაა. მისი თქმით, ისეთი შეხმატკბილებული და-ძმობა, როგორიც მათ ჰქონდათ, თუ ბევრ ოჯახში იქნება, სამყარო გაცილებით მშვენიერი და ჯანსაღი გახდება.ქალს 100 წლის იუბილე თავად ქალაქ პრატოს მერმა, მატეო ბიფონიმაც მიულოცა. ველიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ახლახან ბუსტერით აიცრა და ამიტომ ვირუსის აღარ ეშინია. თავად არც ადრე ეშინოდა, მაგრამ მისი თქმით ეს უფრო ახლობლებისა და გარშემომყოფების უსაფრთხოებისთვის გააკეთა.
1740986829
მსოფლიოCNN: ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ტრამპისა და პუტინის გუ...
1740983813
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება. 3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...
1740982120
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა
დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...
1740981935
მსოფლიომაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება
ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...
1740979239
ახალი ამბებიპარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ
პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ. განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით გაიმართება. პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია აშ...