ემიგრანტის გაცრეცილი ფოტოს ისტორია, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს
ქართულ საემიგრაციო საზოგადოებაში, იტალიაში მყოფ ქალბატონს, ლეილა გაგნიძეს წარდგენა არ სჭირდება, თუმცა ორიოდ სიტყვით მკითხველს ამ უამრავი ნიჭით დაჯილდოებულ ქალბატონზე მოვახსენებ.
ლეილა გაგნიძე 13 წელია რაც ემიგრაციაში იმყოფება. არის შესანიშნავი კულინარი და ასევე შესანიშნავი მთხრობელი. აქვს იუმორის გრძნობა და ცდილობს მკითხველი მუდამ პოზიტიურ განწყობაზე დააყენოს, რის გამოც მისი წერილები ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა. ამჯერად ჩვენს მკითხველს ქალბატონი ლეილას მორიგ წერილს ვთავაზობთ. დარწმუნებული ვარ მკითხველი აუცილებლად ისიამოვნებს ამ ლამაზი ისტორიით.
„ერთი გაცრეცილი, მაგრამ უდიდესი სიყვარულით გაჟღენთილი ფოტოს ისტორიაზე უნდა მოგიყვეთ.
იცით როდის იყო ეს? ეს იყო მაშინ 1980-ში.41 წლის წინ. გული მტკივა მარტოდ დარჩენილს.
მეცინება ახლა რომ ვუყურებ ამ სურათს.
ერთ პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ნიუანსს გავიხსენებ ჩემი ქორწილიდან. ვინც ჩვენ გვიცნობს ყველამ იცის რომ ჩემი მეუღლე ძალიან მაღალი იყო, ყოფილი კალათბურთელი, ოჰ მე კი, რაც დღესაც მაკომპლექსებს, ჩემი სიმაღლეა. (რა ვიცი რაც მე სტაფილო მაქვს ნაჭამი)
ნუ არაუშავს, როგორც ჩემი მეუღლე იტყოდა ხოლმე, ოქრო პატარაა მაგრამ ყველაზე ძვირფასიო. ქორწილის დღეს ვიხსენებ და მაინც სიმაღლე სიდაბლეზე გავამხვილე ყურადღება. რა ვქნა დავკომპლექსდი და...
ლეილა გაგნიძე მეუღლესთან ერთად
ერთი სიტყვით მცხეთაში დავიწერეთ ჯვარი, მაშინ ვიდეო გადაღებები არ იყო, არც მაინცდამაინც სურათის გადასაღები აპარატები ჰქონდა ვინმეს ფოტოგრაფების გარდა, და შემომრჩა ეს სურათი, რომელიც მცხეთაში, სვეტიცხოველშია გადაღებული. სურათები რომ დავიხსენით ფოტოგრაფიდან, ვერავინ ვერ მიხვდა ვერაფერს თუ როგორ ვიყავი ოდნავ დაბალი ჩემს მეუღლეზე, ჩემი დედამთილის გარდა. მაინც რა ვართ ეს დედამთილები!!!!
- ეს როგორო, პირდაპირ მე მკითხა, რაზე დგეხარო?
- კედელი იყო ოდნავ გამოწეული და იქ შევდექი მეთქი, ვუპასუხე თავდახრილმა. რა ვქნა რევაზოვნა, ხომ გაჩუქეთ სამი ორმეტრიანი შვილიშვილი ამ მეტრანახევრიანმა ქალმა და მე მგონი რომ არც ცუდი რძალი ვარ.
მიყვარხართ მე თქვენ. მართლაც თქვენობით მივმართავ აქამდე მე ჩემს დედამთილის და მინდა რომ ყველა ტკივილი გაუქარწყლონ თავისმა გამრავლებულმა, ულამაზესმა და უბედნიერესმა მონაგარმა.
აქვე ერთსაც დავსძენ, ცოცხალი საჩუქარი ვარ დედამთილის, მის დაბადების დღეზე გავიპარეთ მე და რეზო (9 მარტს) აგერ ფოტოზეც მოვნიშნე ჩემი დედამთილი, მარტო რძალ-დედამთილი კი არა ფეისბუკის მეგობრებიც ვართ. ხომ მეთანხმებით რევაზოვნა?
ესეც უნდა ჩავამატო, რევაზოვნა და არ გეწყინოთ, თქვენ. როდესაც დავბრუნდით სახლში ვითომ მოტაცების შემდეგ, ღმერთმა გაახაროს „პროპკების“ მომგონი, წითელი ქოშები მქონდა „პროპკებზე“ და მე საცოდავი მთელი დღე სულ იმეებით დავდიოდი, ცოცხალი თავით მთელი დღე არ ვიხდიდი, ისეთი მივდიოდი დასაძინებლად, ვიღას ახსოვდა ახალი პატარძლობა. ჰო და უმაგრესი, უძვირფასესი მამამთილი მყავდა. ჩემი „სიმონიჩი“, გამინათლოს უფალმა მისი სული. ეტყობა მიყურა, მიყურა და ბოლოს მეუბნება, გაიხადე შვილო ეგენი ცოდო ხარ მთელი დღეო, ჩვენი ხარ უკვე ჩვენიო. “ - წერს ლეილა გაგნიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ გაიცანით, იტალიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, სოლომონ ნერგაძე
1735998905
სპორტიგიორგი ჩაკვეტაძე დასახელდა 5 მოთამაშეს შორის, რომლებიც იანვარში შესაძლოა, პრემიერ ლიგაში გადავიდნენ - „მზად არის უმაღლეს დონეზე თამაშისთვის“
premierleague.com-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად, სპორტის ჟურნალისტი ადრიან კლარკი ასახელებს ხუთ სპორტსმენს, რომლებიც შესაძლოა, იანვარში პრემიერ ლიგაში გადავიდნენ. ჩამონ...
1735992449
მსოფლიომონტენეგროში იარაღის კანონს გაამკაცრებენ
მონტენეგროს ხელისუფლება იარაღის შენახვის შესახებ წესების გამკაცრებას გეგმავს. ეს გადაწყვეტილება ქალაქ ცეტინეში მასიური მკვლელობის შემდეგ იყო მიღებული. ინფორმაციას Deutche welle ავრცელებს. როგორც მონტე...
1735988884
მსოფლიოკენიის ერთ-ერთ სოფელში, კოსმოსიდან 500-კილოიანი მეტალის ნაწილი ჩამოვარდა - BBC
კენიის ტერიტორიაზე კოსმოსიდან 500 კილოგრამიანი მეტალის ნაწილი ჩამოვარდა. როგორც კენიის კოსმოსურ სააგენტოში აცხადებენ, უზარმაზარი ობიექტი დაეცა სოფელ მუკუკუს მიწაზე, რომელიც დედაქალაქ ნაირობიდან 50 კილ...
1735986587
სოციალური მედია„სილამაზის დედოფალი“ - მანიკა ასათიანმა წითელი კაბა მოირგო
მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ამასთან, მანიკა ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, რომელსაც სხვადასხვა გადაცემები მიჰყავს. სოცია...
1735982699
ჰოროსკოპიფინანსურად ეს წელი თქვენთვის ძალიან ხელსაყრელია - დასახელდა ორი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ 2025 წელი განსაკუთრებული იქნება. წლის მთავარი სიმბოლო ტრანსფორმაციასა და სიახლეებს მხარს განსაკუთრებით უჭერს. ამიტომაც, ბევრ ადამიანს მიმდინარე წლის განმავლობაში ექნება შანს...