ნიკა ცქიტიშვილი ნიუ იორკის უნივერსიტეტის აბუ დაბის კამპუსში (NYUAD) ასტროფიზიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა - მან, სრული 330 000 $-იანი დაფინანსება მოიპოვა!

ნიკა ცქიტიშვილი ნიუ იორკის უნივერსიტეტის აბუ დაბის კამპუსში (NYUAD) ასტროფიზიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა - მა სრული 330 000 $-იანი დაფინანსება მოიპოვა, - ინფორმაციას კომაროვის სკოლა ავრცელებს.
New York University (NYU) გამოირჩევა საერთაშორისო განათლების მაღალი ხარისხითა და გამოცდილებით. NYU-ს აქვს სამი ძირითადი კამპუსი ნიუ იორკში, აბუ დაბისა და შანხაიში. ასევე, მცირე გაცვლითი კამპუსები ყველა კონტინენტზე. აბუ დაბის კამპუსში 120-ზე მეტი განსხვავებული ეროვნების სტუდენტი სწავლობს. სტუდენტებს ასევე ეძლევათ საშუალება ორი სემესტრი უნივერსიტეტის სხვა კამპუსებში გაატარონ.
სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, ნიკა კომაროვის სკოლის 2020 წლის ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებულია.
„ნიკა არის: საქართველოს ასტრონომიის კლუბის (GAC) ერთ-ერთი ადმინისტრატორი. ასტრონომიით დაინტერესებული ადამიანებისთვის ნიკა და მისი გუნდი აწყობენ ასტრონომიის საღამოებს, დამსწრეებს საშუალებას აძლევენ ტელესკოპებით დააკვირდნენ ციურ სხეულებს, პასუხობენ მათთვის საინტერესო კითხვებს და უზიარებენ ცოდნას. პანდემიის დაწყების შემდეგ კი ნიკა,სხვა მოწვეული სტუმრებთან ერთად ონლაინ ფორმატში პოპულარულ ლექციებს ატარებს. ასევე, აქვთ Facebook ჯგუფი “ასტრონომიის მოყვარულთათვის”, რომელიც აერთიანებს 32 000-ზე მეტ დაინტერესებულ ადამიანს.
საქართველოში პირველი ასტრონომიის ფესტივალი “Astrofest-2020”-ის ორგანიზატორი. აღნიშნული ფესტივალი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში ნიკას გუნდის გამარჯვების შედეგად ჩატარდა. ფესტივალის ფარგლებში ასტრონომიული საღამოები ჩატარდა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, თელავსა და ოზურგეთში. კომპანია პლანეტარიუმთან ერთად კი კავკასიაში პირველი ონლაინ ასტრო-ფოტოკონკურსი ჩაატარეს.
2018 წლის ბაქსვუდის სამეცნიერო ბანაკის ფარგლებში 5 საუკეთესო მოსწავლეს შორის მოხვდა და შვეიცარიაში არსებულ წამყვან კვლევით ლაბორატორია CERN-ს ესტუმრა.
2021 წელს ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირის (IYNT) ჟიურის წევრი, ხოლო ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირზე ერთ-ერთი გიდი და მოხალისე იყო.
2018-2019 წლებში ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAA) საქართველოს ნაკრების წევრი.
2017-2019 წლებში მოხალისეობრივად იყო სოციალური უნარებისა და მათემატიკის მასწავლებელი სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ფონდი “მომავლის გზის” მიერ მოწყობილ საბავშვო ცენტრში.
კოსმოსის გარდა ნიკას ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკუთვნის სპორტს. თავისუფალ დროს ჩოგბურთის თამაშს უთმობს.“, - წერს კომაროვის სკოლა ფეისბუკის გვერდზე.
ასევე საინტერესოა:
1741192578
მსოფლიომედვედევი ზელენსკიზე: შეუმდგარმა ფიურერმა ოვალურ კაბინეტში ტრამპს ნერვები მოუშალა, ამერიკელებმა კი მისი დემონსტრაციული დასჯა გადაწყვიტეს
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „შეუმდგარი ფიურერი“ უწოდა. „შეუმდგარმა ფიურერმა ტრამპსა და მის გუნდს ოვალურ კაბინეტში ნერვებ...
1741191437
მსოფლიოფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ც...
1741186636
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები
ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ ს...
1741186447
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იდენტური ხელწერითაა დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ - ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფერი იმართება ერთი ხელიდან, რომელსაც „დიფ სთეითი“ ეწოდება
იდენტური ხელწერით არის დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფე...
1741185730
სპორტისაქართველოს 20 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია
ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, ფინალში უკრაინის ნაკრები 16:6 დაამარცხა...