სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მათი წევრი 20-მდე რესტორანი დააჯარიმა - კვების ობიექტებს ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით აქვთ პრობლემები

რესტორატორთა ასოციაციის ინფორმაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მათი წევრი 20-მდე რესტორანი დააჯარიმა.

ასოციაციის ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ბაზაში 10 000-მდე ობიექტია რეგისტრირებული, რომლისთვისაც HACCP-ის სისტემის დანერგვა სავალდებულოა.

ბიზნესს ოპერატორებისთვის, რომლებიც საცალო ვაჭრობის პუნქტებში სურსათის წარმოება-გადამუშავებას ახორციელებენ, მოთხოვნილ სტანდარტებზე გადასვლა გასული წლის 1 ივნისიდან არის სავალდებულო, თუმცა რადგან ახალ რეგულაციებზე გადაწყობა პანდემიის გამო რთულ პერიოდს დაემთხვა, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, რომელიც კანონის აღსრულებაზეა პასუხისმგებელი, ბიზნესს მიმდინარე წლის იანვრამდე გარდამავალი პერიოდი მისცა, თუმცა არც ეს საშეღავათო პერიოდი აღმოჩნდა კვების ობიექტებისთვის საკმარისი, რადგან ინსპექტირების შედეგად საჯარიმო სანქციას უკვე დაექვემდებარა 100 ბიზნესოპერატორი.

აქედან თითქმის ნახევარი (48) კი დედაქალაქში ოპერირებს.

როგორც ირკვევა, კვების ობიექტებს ძირითადად სწორედ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით აქვთ პრობლემები.

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, HACCP-ის მოთხოვნების შესრულება განსაკუთრებით მცირე და საშუალო კვების ობიექტების შემთხვევაში თითქმის შეუძლებელია.

თუ სააგენტო ამ ნაწილში გარკვეულ დათმობებზე არ წავიდა, ბურჯანაძე ამბობს, რომ მათი დიდი ნაწილი დაიხურება.

პრობლემები ძირითადად ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე არსებობს. წლების წინ გახსნილი რესტორნები დღევანდელ მოთხოვნებს ვერ შეესაბამება და გამოსწორებაც ურთულესია. ეს არამარტო ფინანსებთანაა დაკავშირებული გარკვეული რესტორნებისთვის, არამედ თითქმის შეუძლებელია.

ჩვენი ასოციაციის წევრებიდან 15-20 რესტორანია დაჯარიმებული საქართველოს მასშტაბით, ხოლო დაახლოებით 30-ს აქვს გაფრთხილება, რომ ხარვეზი გამოასწოროს.

ის ინფრასტრუქტურა, რაც სავალდებულოა, წარმოუდგენელია ჰქონდეს პატარა და მცირე რესტორნებს. თუ სურსათის ეროვნული სააგენტო დათმობაზე არ წავა, შეიძლება რესტორნების დახურვამდე მივიდეთ“, - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

კანონმდებლობის თანახმად, მცირე ბიზნესი 200-ლარიან, მსხვილი ბიზნესი 400-ლარიან, განმეორებით შემთხვევაში კი 1200-ლარიან საჯარიმო სანქციას ექვემდებარება.

სხვა სიახლეები:

🔵 "ომიკრონი" შესაძლოა 5-7 მეტრზეც კი გავრცელდეს - ის გავრცელების სიმარტივით "წითელას" ჰგავს

🔵 რევაზ ბოჭორიშვილი: ცრუ უარყოფითი პასუხების სიმრავლე ტესტის არასწორად გაკეთების შედეგია, რადგან საფრანგეთში ტესტის 99%-ი სწორედ "ომიკრონის" შემთხვევას ადასტურებს

🔵 გიორგი ფხაკაძე: ჩვენი “ვარსკვლავი” ექიმები, რომლებმაც "ომიკრონი" ჩვეულებრივ გრიპად გამოაცხადეს, ხომ არ გავგზავნოთ ბრიტანეთში დასახმარებლად?!

🔵  პოლიციამ მარნეულში განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741508138

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

 2025 წლის 11 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ქ. ნიუ-იორკში მონაწილეობას მიიღებს გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაში, რომლის ფარგლებშიც ის დამსწრე საზოგადოებას სიტყვით...

 მაკა ბოჭორიშვილი

1741506332

მსოფლიო

მასკი: ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალი, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა

„ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა“, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამერიკელი  მილიარდერი ილ...

ილონ მასკი

1741504157

ახალი ამბები

საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო

 გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 9-10 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილი...

ამინდი

1741465889

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა

9 მარტს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთის წინააღმდეგ პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის პირველი მატჩი 9 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის...

საქართველოს ნაკრებ

1741464309

მსოფლიო

ჩინეთი კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს აწესებს

ჩინეთი კანადას 2.6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს უწესებს. ჩინეთის ეს გადაწყვეტილება საპასუხო ქმედებაა კანადის მიმართ, რომელმაც ჩინეთს ტარიფე...

ჩინეთიჩინეთი