წყალი წალეკავს ხმელეთის ნახევარს, იქნება ორი მზე და ორი მთვარე, მაშინ დაიბადება ანტიქრისტე, ქრისტეს რელიგია ყველა დროს გაუძლებს, თუმცა, ქრისტიანები გამოქვაბულებში იცხოვრებენ - რანო ნეროს წინასწარმეტყველებები
რანო ნერო (დაახლოებით XIV-XV საუკუნე) ფრანგი ასტროლოგი და წინასწარმეტყველი. მისი ნამდვილი სახელია ფედერიკო მარტელი (რანო ნერო „შავ ობობას“ ნიშნავს). ის სხვადასხვა დროს ცხოვრობდა იტალიასა (ფლორენციაში) და საფრანგეთში. მან ნოტრადამუსამდე თითქმის ერთი საუკუნით ადრე იწინასწარმეტყველა დედამიწის მომავალი. ბოლონიის ერთ-ერთ მონასტერში აღმოჩენილი იქნა ხელნაწერები, რომელთა რადიოიზოტოპურმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ეს ტრაქტატები დაწერილი იყო არა უგვიანეს XVI საუკუნისა. 1981 და 1984 წ.წ. იტალიაში გამოიცა ბ. ბაშერის 800 - გვერდიანი წიგნი, რომელიც მთლიანად ნეროს წინასწარმეტყველებებსა და მის კომენტარებს უკავია. მისი ძირითადი ნაშრომს „მუდმივი წიგნი“ ჰქვია. მასში თითქმის დეტალურადაა გადმოცემული დედამიწის მომავალი. არის მოსაზრება, რომ ნოსტრადამუსიც იყენებდა მაშინ ჯერ კიდევ უცნობ ნეროს ხელნაწერს. ნაროს წინასწარმეტყველები ყველაზე ზუსტი და მკაფიოა. მაგალითად, ნერო სტალინს მთებიდან მოსულ კაცს უწოდებს, რომელიც პირიდან კვამლს უშვებს (ნეროს დროს ევროპაში თამბაქო ჯერ კიდევ არ არსებობდა). დეტალურად აღწერს ყოფილ რომის პაპ იოანე-პავლე II-ზე თავდასხმის დეტალებს. ის რომის პაპს „ორ მოციქულს“ უწოდებს (მართლაც, პაპს ორი მოციქულის სახელი ერქვა - იოანე და პავლე). ნოსტრადამუსისგან განსხვავებით ნერო დედამიწის მომავლის ორ გზას „ხედავს“ - როგორც კოსმოსურ კატასტროფას, ისე „ოქროს საუკუნეს“, ეს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები ისწავლიან საკუთარ თავში „ბოროტების ბუზის“ დაჭერას (აქედან მოდის ნეროს ფსევდონიმი - „შავი ობობა“, რომელიც ბოროტების ბუზს იჭერს).
• იქნება მუდმივი ბრძოლა სამ დიდ რელიგიას შორის - ეს იქნება ქრისტეს რელიგია, მწვანე რელიგია და მზის რელიგია (მწვანე მთვარის ფერად ითვლება, მთვარე კი ისლამის სიმბოლოა, რაც შეეხება მზის რელიგიას, ის ზოროასტრიზმია, რომელიც სავარაუდოდ XXI საუკუნეში ისევ აღორძინდება).
• ქრისტეს რელიგია ყველა დროს გაუძლებს, თუმცა, დადგება ხანი, როდესაც ქრისტიანები გამოქვაბულებში იცხოვრებენ (ამ წინასწარმეტყველებას თარიღი არ ახლავს, ამიტომ, ძნელია ივარაუდო, როდის გაუჭირდება ქრისტიანობას).
• მწვანე რელიგიას კეთილი ანგელოზი არ ჰყავს, ამიტომ, ის ნელ-ნელა დაიკარგება (აღსანიშნავია, რომ ისლამის გაქრობას ალბერტ დიდი და ნოსტრადამუსიც გვამცნობენ).
• XXI საუკუნეში მზისა და ცეცხლის რელიგია უმაღლეს დიდებას მიაღწევს, ის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანაში - ჰიპებორეაში ახალ ხარისხში გამოავლინდება. მისი ადგილი იქნება ერის მწვანე კუნძულზე(?) მთავარ ტაძარში (სავარაუდოდ ეს წინასწარმეტყველება რუსეთსა და ზოროასტრიზმის შესაძლო აყვავებას ეხება, თუმცა, რამდენად ახდება ეს ყოველივე, მომავალი გვიჩვენებს).
• XX საუკუნის დასასრულს ბევრი „თეთრი ადამიანი“ ილოცებს სატანის სახელზე. ის დაიწყება „ახალ მიწაზე“ 1925 წელს და შემდგომ გავრცელდება ტარტარიაში. სატანის რელიგიას დაამარცხებს მზის რელიგია (მართლაც პირველი სატანისტური ტაძარი აშშ-ში გაჩნდა. ნერო ტარტარიას რუსეთს უწოდებს, მართლაც დღესდღეობით რუსეთში უამრავი სატანისტური სექტა, ოკულტური მიმდინარეობა და მაგიური სკოლებია. ამ წინასწარმეტყველებაში მზის რელიგია თუ ზოროასტრიზმია, მაშინ ის სატანიზმს დაამარცხებს).
• სატანის რელიგია ბევრი ხალხის დამონებას მოახერხებს, ის დაეუფლება არა მარტო ადამიანების სხეულს, არამედ სულსაც(!!!).
• 1981 წელს გამოჩნდება ახალი, საშინელი ავადმყოფობა, რომელიც უამრავს ადამიანს შეიწირავს (ეს წინასწარმეტყველება ეხება შიდს-ს, რომელიც სწორედ ზემოთ აღნიშნულ პერიოდში გამოჩნდა).
• მეოცე საუკუნის დასაწყისში ევროპაში გამოჩნდება „შავი ავადმყოფობა“, რომელიც დედამიწის მოსახლეობის მესამედს დაავადმყოფებს. მსგავსი ავადმყოფობა იქნება ხუთი, თუმცა, ერთი მათგანი სიკეთესაც კი მოიტანს (სავარაუდოდ ეს წინასწარმეტყველებაც შიდს-ს, შავი ფერი კი ალბათ იმას ნიშნავს, რომ ის პირველად „შავ კონტინენტზე“ - აფრიკაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ხუთს ავადმყოფობას, ალბათ შიდს-ი პირველია, თუ „ქათმის გრიპს“ მეორედ ჩავთვლით, მაშინ კიდევ სამს უნდა ველოდოთ).
• XX საუკუნის 90-იან წლებში გაძლიერდება „სამხრეთის ხალხი“. ისინი იქნებიან ძალიან ძლიერები და იქნებიან უამრავნი. ამ ქვეყანაში დამყარდება დიქტატურა და შეძლებს მსოფლიოს „შესრუტვას“ (ნერო ალბათ ჩინეთზე საუბრობს, თუმცა, ჩინეთი უფრო აღმოსავლეთია, ვიდრე სამხრეთი. „შესრუტვაში“ კი ალბათ „ჩინური კვარტლები“ იგულისხმება, რომლებიც მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქშია).
• დედამიწაზე შემცირდება მოსახლეობა. ძალიან შემცირდება საფრანგეთისა და ესპანეთის მოსახლეობა. გაქრება ტარქია და სკანდინავია, ტარტარია არ გაქრება (ტარქია ეს თურქეთია. სხვათა შორის თურქეთის პრობლემებზე სხვა წინასწარმეტყველებიც საუბრობენ. სკანდინავიას რა საშიშროება დაემუქრება ნერო ამის შესახებ არაფერს ამბობს. ტარტარია კი რუსეთია, ალბათ რუსეთის გეოპოლიტიკური რეორგანიზაცია მოხდება).
• ზეცაზე იქნება ორი მზე და ორი მთვარე და აღარ იქნება ღამე. ეს იქნება ჯოჯოხეთი. დედამიწაზე შეუძლებელი იქნება ცხოვრება, მხოლოდ მთებში, ჰაერში და მიწისქვეშ იქნება შესაძლებელი სიცოცხლე. ააშენებენ რვა მიწისქვეშა ქალაქს. ბევრი ადამიანი დაბრმავდება ორი მზის შუქის გამო (ფრიად საშიში და მოულოდნელი წინასწარმეტყველებაა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს შორეული პერსპექტივაა. სხვათა შორის „ხელოვნურ მზეზე“ ნოსტრადამუსიც საუბრობს, ოღონდ ის მიუთითებს დროზეც, ეს 2400 წლის შემდეგ არის მოსალოდნელი).
• როდესაც ადამიანები ცაზე დაინახავენ ორ მზესა და ორ მთვარეს, მაშინ დაიბადება ანტიქრისტე - ეს იქნება სატანა, რომელიც იჯდება სამთავიან ცხენზე (უნდა აღინიშნოს, რომ ზეადამიანების დაბადებისას უცნაურ ასტრონომიულ მოვლენებს ხშირად აქვს ადგილი. იგივე ძველსპარსულ რელიგიური ტრაქტატი „ავესტა“ მოგვითხრობს, როდესაც დიადი მესია თაუმინი (მეორე ვერსიით ზარათუშტრა) იშვა, ცაზე ორი მზე იყო. ქართული მითოლოგიის თანახმად ორი მზე ანათებდა ხოგაის მინდიას დაბადების დროსაც. გავიხსენოთ ”აღმოსავლეთის ვარსკვლავის“ ნათება ქრისტე დაბადების მომენტში. ასე რომ, ანტიქრისტე არ იქნება ჩვეულებრივი ადამიანი და სრულიად შესაძლებელია მსგავსი მოვლენა მისი დაბადების დროსაც დაფიქსირდეს).
• ჩრდილოეთით და სამხრეთით დადნება თოვლი და ყინული - იქ ყვავილები აყვავდებიან (ამ დროს ალბათ შეიცვლება პოლუსების მდებარეობა; ეს ნაწილობრივ უკავშირდება წინა წინასწარმეტყველებასაც, რადგან თუ ცაზე ორი მზე იქნება, სწორედ მაშინ არის მოსალოდნელია პოლუსების შეცვლა და ამ ადგილებში ტემპერატურის აწევა).
• წყალი წალეკავს ხმელეთის ნახევარს. ბევრი ქალაქი წყლის ქვეშ აღმოჩნდება (ალბათ ეს წინასწარმეტყველებაც წინა ორის გაგრძელებაა, იქიდან გამომდინარე პოლუსების შეცვლა გამოიწვევს მძლავრ სეისმოლოგიურ აქტიურობას, რაც ცხადია გააჩენს წარღვნის საშიშროებას).
• აღიმართება უზარმაზარი ტაძრები კონუსის ფორმის. ზოგი ტაძარი იქნება ცხოველის მსგავსი და ტაძრის დიდი რქა ზეცისკენ იქნება აშვერილი (ეს შესაძლოა, ახალი რელიგიის დაარსებაა, მეორე ვარიანტით კი ეს ტაძრები შესაძლოა, იყოს ობსერვატორიები, რქა კი ტელესკოპი).
• ადამიანები კანზე ლაქები გაუჩნდებათ, ეს იქნება მზის შუქის გამო გაჩენილი ავადმყოფობა (მოსალოდნელია ეს იყოს კანის კიბო, რომელსაც ულტრაიისფერი სხივები იწვევენ. ეს მოხდება იმ შემთხვევაში თუკი „ოზონის ხვრელის“ გაფართოვება გაგრძელდება).
წყარო: ucnauri.com
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ისტორიულ მინიმუმზეა ჰოსპიტალში არსებული ადამიანების რაოდენობა - ბიძინა კულუმბეგოვი
🔵„მე თურქების მეშინოდა და ისევ ქართველმა გაწირა“ - სტამბოლში მოკლული ქართველის და
1730783516
ახალი ამბებისაქართველოში ამინდი უარესდება!
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. „5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და ქარბუქი. საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ი...
1730753123
ახალი ამბები5 ნოემბერს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 5 ნოემბერს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვები შეეხება შემდეგ ქუჩებს: ნაძალადევის რაიონი გადაუდებ...
1730751105
ჰოროსკოპი5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ამ დღეს ფინანსურ საკითხებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. ეცადეთ, მაღაზიებში სიარულისგან თავი შეიკავო...
1730744466
მსოფლიოვინ არის სტუდენტი გოგო, რომელმაც ირანში პროტესტის ნიშნად გაიხადა
ირანში სტუდენტი, აჰო დარიაეი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ჩაცმულობის მკაცრი კოდექსის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ტანსაცმელი გაიხადა. Amnesty Iran-ის ინფორმაციით, ქა...
1730739749
საინტერესო ამბები7 ტიპის ადამიანი, რომელზეც ენერგია არ უნდა დახარჯოთ
ზოგს უჭირს იმის გაგება, თუ როგორ იცხოვროს სწორად ამ სამყაროში, ვისზე დახარჯოს ენერგია და ვისზე არა. ექსპერტების აზრით, არსებობს 7 ტიპის ადამიანი, რომლებზეც არ უნდა დახარჯო ენერგია, კერძოდ, საუბარია მა...