უმძიმესი დრო მოდის, ჩვენ საშინელი მოვლენების ხილვა მოგვიწევს. წარიმართება სულიერი ბრძოლა - ათონელი ბერის გაფრთხილება და წინასწარმეტყველება

უმძიმესი დრო მოდის, ჩვენ საშინელი მოვლენების ხილვა მოგვიწევს. წარიმართება სულიერი ბრძოლა

უმძიმესი დრო მოდის:

ამჟამად ღმერთი დიდ განსაცდელებს უშვებს. უმძიმესი დრო მოდის. ჩვენ დიდი გამოცდა გველის. მოდით, ყველაფერ ამას სერიოზულად მოვეკიდოთ და სულიერად ვიცხოვროთ. მდგომარეობა გვაიძულებდა და გვაიძულებს, სულიერად ვიშრომოთ. ერთის მხრივ, ამ სულიერ შრომას ფასი ექნება, თუკი ჩვენ სიხარულით, საკუთარი ნებით ვიშრომებთ და არა იმიტომ, რომ – გვაიძულებენ. ბევრი წმიდანი ითხოვდა, რომ ეცხოვრა ჩვენ ეპოქაში, რათა ეს ღვაწლი აღესრულებინა.

მე ვხარობ, როდესაც ანგარიშის გასწორებით მემუქრებიან იმის გამო, რომ არ ვდუმვარ და მათ გეგმებს ვარღვევ. როდესაც გვიან საღამოს მესმის, რომ ვიღაცა კალივის გალავნიდან ეზოში ხტება, გული ტკბილად ძგერას იწყებს. მაგრამ, როცა ღამის სტუმარი მთხოვს: „დეპეშა მოვიდა, ილოცე ამა და ამ სნეულისათვის“, მაშინ საკუთარ თავს ვეუბნები: „აჰ, აი, რა ხდება, როგორც ჩანს, ისევ არ გამიმართლა“. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ სიცოცხლე მომბეზრდა, არამედ იმიტომ, რომ ჩემთვის ბედნიერებაა ქრისტესთვის სიკვდილი. მოდით, ვიხარებდეთ, რომ დღეს ჩვენ წინაშე ასეთი შესანიშნავი შესაძლებლობაა. ვისაც მოწამეობა სურს, მას დიდი სასყიდელი ელის.

წარსულს დროში იწყებოდა ომი, ადამიანი მიდიოდა მტერთან საბრძოლველად და თავისი მამულის, თავისი ხალხის დასაცავად. ამჟამად ბრძოლაში ვებმებით არა იმიტომ, რომ მამული დავიცვათ, ომში იმიტომ კი არ მივდივართ, რომ ბარბაროსებს აღვუდგეთ წინ, რათა მათ არ იმძლავრონ ჩვენს დებზე და არ შეურაცხგვყონ ჩვენ. ჩვენ ომს წარვმართავთ არა ნაციონალური ინტერესებით, ან რაიმე იდეოლოგიისთვის. ახლა ჩვენ ვიბრძვით ან ქრისტეს, ან ეშმაკის მხარეს, ვინ ვისკენაა – ძალათა განლაგება აშკარაა! ოკუპაციის დროს გმირად იქცეოდი, თუკი არ მიესალმებოდი გერმანელს, ახლა კი გმირად იქცევი, თუ ეშმაკს არ მიესალმე.

ასე თუ ისე, ჩვენ საშინელი მოვლენების ხილვა მოგვიწევს. წარიმართება სულიერი ბრძოლა. წმიდანები კიდევ უფრო განიწმიდებიან, ხოლო უწმინდურნი კიდევ უფრო საძაგელნი შეიქნებიან [13]. მე ვნუგეშობ, ჩვენ ჭექა-ქუხილი გველის და ჩვენს ბრძოლას აქვს ფასი, რადგანაც ამჟამად ჩვენი მტერი – ეს ალი ფაშა კი არ არის, არც ჰიტლერი და არც მუსოლინი, არამედ – ეშმაკი. და ამიტომაც ჯილდო ჩვენი იქნება ჯილდო ზეციური.

ღმერთმან, ვითარცა სახიერმან, წარმართოს ბოროტება სიკეთედ, ამინ.

+ მამა პაისი მთაწმინდელი

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵"კვარაცხელიას კარგად არ უთამაშია, გოლი რომ არა, 5 ქულას დავუწერდი" - იტალიელი მენეჯერი

🔵 ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744099442

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია აბნეულია, ისინი გარედან მიღებულ ინსტრუქციებს მიჰყვებიან, არა ქართველ ხალხს, არამედ სხვა ხალხებს ელაპარაკებიან

„ზოგადად, ოპოზიცია აბნეულია. აქედან გამომდინარე, მათი რაიმე ქცევის, გადაწყვეტილების თუ სიტყვის ანალიზს აზრი არ აქვს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს...

შალვა პაპუაშვილი

1744098637

ახალი ამბები

თბილისის მერმა კახა გულედანს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ყოფილ მოადგილეს, კახა გულედანს, რომელიც რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზეა წარდგენილი, მუნიციპალიტეტის მერიაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. თბილისის...

კახა კალაძე

1744097960

ახალი ამბები

თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები კიდევ სამ ოჯახს დაუკანონდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამა, რომელიც 2017 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს, გრძელდება. როგორც მან დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ს...

კახა კალაძე

1744096584

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი მალტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალტის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ანჯელო ფარუჯას შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა მადლიერება...

შალვა პაპუაშვილი

1744096345

ახალი ამბები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...

შემთხვევები