70 წელი სამეფო ტახტზე - შემდეგი დედოფლის ვინაობა ცნობილია

ზუსტად 70 წლის წინ, 1952 წლის 6 თებერვალს, ელისაბედ მეორე გახდა დედოფალი ბრიტანეთისა და თანამეგობრობის სხვა ქვეყნების, ახალი ზელანდიის, ავსტრალიის და კანადის ჩათვლით.
ამ დღეს გარდაიცვალა მამამისი, მეფე ჯორჯ მეექვსე, როცა ელისაბედი ბრიტანეთის მაშინდელ კოლონია, კენიაში იმყოფებოდა ვიზიტად. სამშობლოში დაბრუნებისას ის დედოფალი იყო. ელისაბედ მეორე ახლა 95 წლისაა. ის სამეფოს განაგებს უკვე 70 წელიწადია. ასე ხანგრძლივად ამ ქვეყნის არცერთი მონარქი არ ყოფილა ტახტზე. მისი დედოფლობის მანძილზე გამოიცვალა 14 პრემიერ-მინისტრი, მათ შორის პირველი, უინსტონ ჩერჩილი იყო.
ამავე პერიოდში ბრიტანეთის ბევრმა კოლონიამ მოიპოვა დამოუკიდებლობა და თანამეგობრობის წევრი ქვეყნები რესპუბლიკებად გამოცხადდა. თვითონ ელისაბედი არაერთი ფილმის და სერიალის გმირი გახდა, ის ბრიტანეთის ცხოვრების და კულტურის სიმბოლოა.
ტახტზე დედოფლის ყოფნის ე.წ. "პლატინის იუბილეს" აღნიშვნა რამდენიმე თვეს გაგრძელდება.
70-ე წლისთავთან დაკავშირებით ელისაბედ მეორემ მიმართა ბრიტანელებს წერილით და მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ თბილი გრძნობებისთვის. მან ხაზი გაუსვა, რომ ბოლო 70 წელიწადში ბრიტანეთმა და თანამეგობრობის სხვა წევრებმა დიდ სოციალურ, ტექნოლოგიურ და კულტურულ წინსვლას მიაღწიეს. დედოფალმა თანამემამულეებს მიმართა, რომ თავისი ვაჟის, ტახტის მემკვიდრის, გამეფების შემდეგ, აღიარონ ჩარლზის მეორე ცოლის, კამილა პარკერ-როუზის დედოფალი-კონსორტის ტიტული.
ბი-ბი-სი წერს, რომ ადრე დედოფლის ტიტულს კორნუოლის ჰერცოგინიას არ ანიჭებდნენ ხოლმე.
„როცა დრო გავა და ჩემი ვაჟი მეფე გახდება, ვიცი, რომ მას და მის ცოლს, კამილას, ისევე ამოუდგებით მხარში, როგორც მე. გულწრფელად მსურს, რომ როცა დრო მოვა, კამილა გახდეს დედოფალი-კონსორტი და გააგრძელოს ერთგული სამსახური“ - ნათქვამია ელისაბედის მიმართვაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რამე არ შეგეშალოთ! - ყელგამოჭრილი დედა-შვილის მეზობლებს, სავარაუდო დამნაშავე ემუქრება
🔵5 წლის ბიჭი, რომელიც ჭაში ჩავარდა, გარდაიცვალა (ფოტო/ვიდეო)
1741185730
სპორტისაქართველოს 20 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია
ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, ფინალში უკრაინის ნაკრები 16:6 დაამარცხა...
1741185632
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - მისასალმებელია პრეზიდენტ ტრამპის გზავნილები, ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა უნდა გაიწმინდოს არაფორმალური გავლენებისგან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება, იყოს სამართლიანობა
ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები და მისასალმებელია ის გზავნილები, რომლებიც მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუ...
1741182783
სპორტითბილისის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
21-23 მარტს თბილისში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება. ცნობილია ტურნირზე მამაკაცთა ნაკრების შემადგენლობა: 60 კგ – ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი; 66 კგ – თემურ...
1741181949
სპორტიარნე სლოტი კვარაცხელიაზე: დიდებული ფეხბურთელია
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომლის თამაშების ყურება ლუჩანო სპალეტის „ნაპოლი...
1741180432
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7858 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7905 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...